100 დაავადების სამკურნალო წერტილი: რა მოხდება, თუ მას ყოველდღე დაიმასაჟებთ

08.04.2019 ჯანმრთელობა 26 0 0.0

Загрузка...

იაპონური ლეგენდის მიხედვით, ერთ დროს ამქვეყნად ცხოვრობდა ბედნიერი ადამიანი, რომელმაც მამიდან შეუფასებელი ცოდნა მიიღო - ცოდნა ხანგრძლივი ცხოვრების წერტილის ან 100 დაავადების სამკურნალო წერტილის შესახებ. მამის რჩევების გათვალისწინებით შვილმა ამ წერტილის ყოველდღე დამასაჟება დაიწყო და რამდენიმე იმპერატორის დაბადებიდან გარდაცვალებამდე იცხოვრა.

image

წერტილოვანი მასაჟი უძველესი მკურნალობის მეთოდია აღმოსავლეთში, რომელსაც უკვე ათასობით წელია იყენებენ.

ადამიანის სხეულზე სულ 365 წერტილი და 12 მთავარი მერიდიანია, რომლებიც წელიწადის დღეებისა და თვეების რაოდენობას შეესაბამება.

აკუპრესურა - გარკვეულ წერტილზე თითების დაჭერა მერიდიანების და არხების თეორიის ცოდნას ეფუძნება, რომლებიც გარკვეულ ორგანოებთან არის დაკავშირებული.

ჩინურ მედიცინაში სხეული განიხილება როგორც ენერგეტიკული სისტემა, ხოლო მასაჟი ენერგიის ნაკადსა და ორგანოების ფუნქციურ აქტიურობაზე გავლენას ახდენს.

ცნობილია, რომ ზუ-სან-ლის (ST 36) წერტილზე სტიმულაცია სრულ გაახალგაზრდავებას, განკურნებას და სიბერის შეფერხებას იწვევს. ჩინეთში ამ წერტილს „ხანგრძლივი ცხოვრების წერტილს“, იაპონიაში კი „100 დაავადების საწინააღმდეგო წერტილს“ უწოდებენ.

როგორ ვიპოვოთ ხანგრძლივი ცხოვრების წერტილი „ზუ-სან-ლი?

image

ხანგრძლივი ცხოვრების წერტილი მუხლის ქვეშ მდებარეობს. მის საპოვნელად მუხლზე ხელისგული დაიდეთ, წერტილი ნეკა და უსახელო თითებს შორის იქნება, ძვლებს შორის მცირე ღრმულის სახით.

რაზე არის პასუხისმგებელი ეს წერტილი და რატომ უწოდებენ 100 დაავადების სამკურნალო წერტილს?

image

წერტილი „ზუ-სან-ლი“ სხეულის ქვედა ნაწილში განლაგებული ორგანოების მუშაობაზეა პასუხისმგებელი.

წერტილი ზურგის ტვინის მუშაობას არეგულირებს იმ ადგილებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კუჭ-ნაწლავის, სასქესო ორგანოების, თირკმლების და თირკმელზედა ჯირკვლის სწორ ფუნქციონირებაში.

ზუ-სან-ლის“ მასაჟი თირკმელზედა ჯირკვლის (ყველაზე ძლიერი ჯირკვალი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას იცავს) აქტიურობას ზრდის.

ის ადრენალინს, ჰიდროკორტიზონს და სხვა მნიშვნელოვან ჰორმონებს გამოყოფს.

ამ წერტილის ყოველდღიური სტიმულაცია დაარეგულირებს თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობას, რომელიც ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

v არტერიული წნევის ნორმალიზაცია;

v გლუკოზის, ინსულინის დონის ნორმალიზაცია;

v ორგანიზმში ანთებითი პროცესების აღმოფხვრა;

v იმუნური სისტემის რეგულაცია;

ასეთი წერტილის მასაჟი დაგეხმარებათ:

v საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებაში;

v კუჭ-ნაწლავის დაავადებისგან განკურნებაში;

v ინსულტის შედეგების შემცირებაში;

წერტილზე მასაჟის დადებითი გავლენა მხოლოდ ფიზიკურ დონეზე არ შეიმჩნევა. ბევრი ადამიანი იტყობინება, რომ მასაჟის შემდეგ უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ, სტრესი და დაძაბულობა გაუქრათ და შინაგან ჰარმონიას მიაღწიეს.

ხანგრძლივი ცხოვრების წერტილის მასაჟი

image

ყველაზე კარგი იქნება, თუ წერტილზე მასაჟს დილით, საუზმის მიღებამდე გაიკეთებთ, თითოეულ ფეხზე საათის ისრის მიმართულებით 9 წრე გააკეთეთ.

1.მასაჟის დაწყებამდე კომფორტული, მოდუნებული (მჯდომარე) პოზა მიიღეთ.

2.სუნთქვა დაიმშვიდეთ და თქვენს შეგრძნებებზე კონცენტრირება მოახდინეთ. განკურნების პროცესზე განეწყვეთ.

მასაჟი შეგიძლიათ თითებით ან მსხვილი მარცვლების (წიწიბურა, ბრინჯი, შვრია) გამოყენებითდაიმასაჟოთ.

წერტილზე საღამოთი მასაჟი გამოგადგებათ, თუ წონაში დაკლება გსურთ, მაგ., კვირაში 400-500 გრ. თუმცა ზუსტად ძილის წინ ასე არ შეასრულოთ, რადგან უძილობას იწვევს.

დასაშვებია წერტილზე სტიმულაცია ყოველდღე ჩაატაროთ, მაგრამ გირჩევთ პროცედურაახალმთვარეობის დროს გაიკეთოთ.

1. ახალმთვარეობის დაწყებამდე 8 დღით ადრე, დილით თითოეულ ფეხზე წერტილზე მასაჟი საათის ისრის მიმართულებით გაიკეთეთ. ეს კარგი დროა იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ყველა ორგანოს მუშაობის გასაუმჯობესებლად და დაბერების პროცესის შესაფერხებლად.

2. ეს პროცედურა სადილობამდე ჩაიტარეთ, რომ ზოგადი ტონუსი აიმაღლოთ, მეხსიერება, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების მუშაობა გააუმჯობესოთ.

3. სადილობის შემდეგ წერტილზე მასაჟი სტრესის, ნერვოზისგაღიზიანობის, თავის ტკივილისა და უძილობისგან დაგიცავთ.

4. წერტილზე საღამოთი მასაჟი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და წონაში დაკლებაში ხელს შეგიწყობთ.


100 დაავადების სამკურნალო წერტილი: , თუ მას ყოველდღე დაიმასაჟებთ

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar