10 მაღალქუსლიანი და კომფორტული ფეხსაცმელი - თუ გინდათ, რომ ლამაზად სიარული შეძლოთ და არ წაიქცეთ

16.06.2019 მოდის სამყარო 77 0 0.0

Загрузка...

ქალების უმეტესობას მოსწონს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მაგრამ მათ დიდ ნაწილს არ შეუძლია ასეთი ფეხსაცმლით სიარული, რადგანაც ეს არც ისე მარტივი საქმეა. თუ საკითხს სწორად შეხედავთ, შეძლებთ კომფორტული მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის პოვნას, რომლითაც მარტივად შეძლებთ ლამაზად სიარულს და ამავდროულად, ვიზუალს უფრო მაღალი და ლამაზი ელფერი ექნება. ვნახოთ 10 ყველაზე კომფორტული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

1. ცეკვის ფეხსაცმლის სტილი - ამ სტილის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ძალიან მარტივად სატარებელია. არ დაგღლით და ამავდროულად, თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ, რადგანაც მასზე სიარულის დროს თითქმის გამორიცხულია მაღალი ქუსლის გამო წაქცევა.

2. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც ვიზუალს რომანტიკული ქალის ელფერს მისცემს - კიდევ ერთი კომფორტული არჩევანი.

3. ფეხსაცმელი სქელი და მაღალი ქუსლით - მისი საშუალებით დაივიწყებთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულის დროს გამოწვეულ უხერხულობებს.

4. კლასიკური სტილი - ასეთი სტილის ფეხსაცმელი გარდერობში ყველას სჭირდება. ის ისეა შეკერილი, რომ ბალანსი იქმნება და მაღალი ქუსლის მიუხედავად, კომფორტულად სატარებელია.

5. კომფორტული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ყვავილების პრინტით - მისი საშუალებით თავს ზღაპრულ პრინცესად იგრძნობთ და რაც მთავარია, მარტივად ივლით.

6. კომფორტული ფეხსაცმელი ერთიან ქუსლზე - თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარული გიჭირთ, მაგრამ, ამავდროულად, გსურთ, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეთ, ეს სწორედ ის ფეხსაცმელია, რომელიც გჭირდებათ.

7. კლასიკური და რომანტიკული ქალის სტილი - ეს ფეხსაცმელი დიზაინერებმა 90-იანი წლების ინსპირაციით შექმნეს და გარდა იმისა, რომ ძალიან კომფორტულია, 2019 წლის მთავარი ტრენდიც გახლავთ.

8. პარიზელი ქალის სტილი - კომფორტული, უბრალო, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე გლამურული და ტრენდული გადაწყვეტილება.

9. ოქროსფერი, მრწყინავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი - იმ შეთხვევისთვის, თუ გსურთ, რომ თავი წვეულების დედოფლად იგრძნოთ.

10. კოპლებითა და ყვავილებით გაფორმებული ფეხსაცმელი - ეს ულამაზესი ფეხსაცმელი თავს კინოგმირად გაგრძნობინებთ და ამავდროულად, ნამდვილი კომფორტის გემოსაც გაიგებთ, რადგანაც მარტივად და კომფორტულად სატარებელია.

წყარო

ტრენდი, ფეხსაცმელი, 2019 წლის ტენდენციები, მოდა

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar