10 მითი სილამაზის შესახებ, რომლებიც ჩვენს ვიზუალს აუფერულებს

07.11.2018 საკითხავი 14 0 0.0

Загрузка...

პოპულარული გამოთქმაა, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და იმისთვის, რომ ლამაზები და მომხიბვლელები ვიყოთ, მზად ვართ მსხვერპლის გაღებისთვის, თუმცა სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ეს არ ამართლებს. ქალების ნაწილი ზოგჯერ სილამაზის გამო აბსოლუტურად უჩვეულო და გაუმართლებელ რაღაცებს აკეთებს.

ვნახოთ 10 მითი სილამაზის შესახებ, რომლებსაც არ უნდა დაუჯეროთ.

მითი № 1: ყოველდღიური მაკიაჟი მავნებელია კანისთვის.

რეალურად მაკიაჟი კი არ ვნებს კანს, არამედ ის მაშინ ზიანდება თუ საღამოს არ მოიშორებთ და ისე დაიძინებთ. კანს უნდა მისცეთ სუნთქვის და ჟანგბადოს მიღების შესაძლებლობა. თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად იცავენ კანს მავნე ზემოქმედებისგან, თუმცა ღამით მაკიაჟის დატოვება კანისთვის დამღუპველია.

მითი № 2: თუ კოსმეტიკურ საშუალებაზე მითითებულია, რომ ის ჰიპოალერგიულია, ყველანაირ კანზე შეიძლება მისი წასმა.

რეალურად ასე არის. ყველა კანს თავისი შესაბამისი პროდუქტი სჭირდება. სხვადახვა ტიპის კანი სხვადასხვა ინგრედიენტზე ავლენს ალერგიულობას.

მითი № 3: დამატენიანებელი კრემი არ აქრობს ნაოჭებს.

რეალურად, ჩვენს დროში დამატენიანებელი საშუალებები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც კარგია ნაოჭების წინააღმდეგ.

მითი № 4: სახის კანი ეჩვევა რომელიმე კონრეტულ კრემს და ის აღარაა ეფექტური, ამიტომაც აუცილებელია, რომ დროდადრო შევცვალოთ ის.

ეს ნამდვილად მცდარი მოსაზრებაა. თუ რომელიმე კონკრეტული კრემი თქვენი სახისთვის კარგია, ის მუდამ კარგი იქნება და თუ ვეღარ იღებთ ადრინდელ შედეგს, ამას რაიმე სხვა მიზეზი ექნება.

მითი № 5: სახის კრემი უნდა წაისვათ ქვემოდან ზემო მიმართულებით.

ბევრ ადმაიანს სჯერა, რომ რაიმე მნიშვნელობა აქვს კრემის წასმის დროს ხელის მოძრაობის მიმართულებას. გვერწმუნეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქვემოდან ზემოთ წაისვამთ, თუ ხელის წრიული მოძრაობით. ეფექტი ერთნაირი იქნება.

მითი № 6: უნდა დალიოთ რაც შეიძლება მეტი წყალი ნაოჭების მოსაშორებლად.

ბევრი წყალი უნდა დალიოთ, რადგანაც მისგან ბევრ სარგებელს იღებთ, მაგრამ ნაოჭების გაქრობის თვალსაზრისით ის ვერაფერს შეცვლის.

მითი № 7: თუ სახის ვარჯიშებს რეგულარულად გააკეთებთ, გაგიქრებთ მიმიკური ნაოჭები.

სამწუხაროდ, ასე არ არის. სახის ვარჯიშებით ნაოჭები არ ქრება.

მითი № 8: მზის აბაზანა აქრობს აკნეს.

რეალურად მზე აშრობს თქვენი სახის კანს. კანზე ფართოვდება ფორები და აკნესთან ერთად სხვა პრობლემებიც იჩენს თავს.

მითი № 9: რუჯი სხეულს უფრო ლამაზს ხდის.

მართალია, ვიღაცისთვის გარუჯული სხეული უფრო მომხიბვლელია, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ნამზეურის რეგულარულად მიღებამ შესაძლოა ისე ნეგატიურად იმოქმედოს თქვენს კანზე, რომ ის საერთოდ ვეღარ გამოაჩინოთ.

მითი № 10: ხალის მოშორება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

ხალები კანზე პიგმენტური წარმონაქმნია. ხალს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა და შეფერილობა. ხალების უმეტესობა არ არის სახიფათო და არც მათი მოშორებაა ჯანმრთელობისთვის ხიფათის შემქმნელი. თუმცა სანამ მის მოშორებას გადაწყვეტთ, უნდა მიმართოთ ექიმს და დაადგინოთ არის თუ არა რაიმე გართულება მოსალოდნელი.

წყარო

სილამაზე, რჩევები, ჯანმრთელობა, ყველა, ასაკში, ქალებს

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...