1. ის ყველაფერი, რაც გჭირდებათ მთელი დღის მანძილზე - არის დასვენება და სურვილი წამოწვეთ, თუნდაც ცოტა ხნით. თქვენ ხშირად ჯდებით ხოლმე დასასვენებლად, ცდილობთ ჩათვლიმოთ პირველივე შესაძლებლობის დროს, გიძნელდებათ დილას ადრე ადგომა.

2. გრძნობთ მტკივნეულ შეგრძნებებს მთელს სხეულში. შეიძლება იგრძნოთ დაძაბულობა, თავბრუსხვევა, კუჭის ტკივილი, ბუნდოვანი მხედველობა და თავის ტკივილი - უეცრად და ყველანაირი მიზეზების გარეშე.

3. როცა ვინმე გეკითხებათ, რა ხდება თქვენს თავს, არც კი იცით, რა უპასუხოთ ამაზე. გრძნობთ, რომ ხდება რაღაც რთული და ღრმა, მაგრამ არ შეგიძლიათ ახსნათ, რატომ გრძნობთ თავს ასე, და არა სხვანაირად, და მითუმეტეს - რატომ ვერ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან.

4. ხშირად გრძნობთ როგორ დაირღვა სინქრონიზაცია თქვენ სხეულსა და სულს შორის.

5. ყველა თქვენი ემოცია ძლიერდება - პოზიტიურიც, და ნეგატიურიც. თქვენ ხდებით ძალიან ემოციური და შეგიძლიათ უმიზეზოდაც უცბად დაიწყოთ ტირილი. თქვენთვის ჩვეული ხდება განწყობის ცვალებადობა.

6. მუდმივად განიცდით მსუბუქ პანიკურ შეტევებს ან ქრონიკულ მღელვარებას.

7. გრძნობთ თავს მარტო, მაშინაც კი როცა ირგვლივ ხალხია. თქვენ ეჭვის თვალით უყურებთ გარშემომყოფებს, ცდილობთ გაარკვიოთ, რაიმე ცუდი ხომ არ ჩაიფიქრეს, შეიძლება ენდოთ მათ თუ არა. ამიტომაც, მათთან ურთიერთობისას, ხშირად აჩენთ ბრჭყალებს.

8. განიცდით სიმწარეს, შურს, რისხვას ან წუხილს იმასთან მიმართებაში, რაც ხდება თქვენს ირგვლივ. თუმცა, როგორც წესი, ძალიან მგრძნობიარე, მიმტევებელი და მზრუნველი ადამიანი ხართ.

9. მუდმივად გრძნობთ სისუსტეს, და ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა იწვევს თქვენში დაღლილობას.უდმივად გაკლიათ ენერგია ფიზიკური აქტივობისთვის, სპორტდარბაზში სიარულსა და ფიზიკურ ვარჯიშებს არ მოაქვთ სიხარული.

10. ხშირად განიცდით შიშს და ურწმუნოებას საკუთარი მომავლისადმი. ხანდახან საკუთარ თავს გრძნობთ ისეთ გამოფიტულს და დაცარიელებულს, რომ სურვილი გიჩნდებათ უბრალოდ აიღოთ ნივთები და გაემგზავროთ სადღაც შორს, იქ, სადაც შეძლებთ ახლიდან დაიწყოთ ცხოვრება. თქვენ აღარ გაინტერესებთ ის, რასაც ადრე სიხარული მოჰქონდა.

თუ საკუთარ თავს გრძნობთ სწორედ ასე, მოვიდა დრო საკუთარი ინტერესები პირველ ადგილაზე დააყენოთ და საკუთარ სულზე იზრუნოთ. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას, გამორთეთ ტელეფონი და კომპიუტერი და თავისუფალი დრო მიუძღვენით იმას, რასაც მოაქვს სიხარული.

საკუთარ თავთან დიალოგის დროს მოერიდეთ ნეგატიურ აზრებსა და თემებს. ნუ აკრიტიკებთ საკუთარ თავს და ნუ საუბრობთ საკუთარ თავზე დამამცირებელი მანერით.

როდესაც ისწავლით უფრო ხშირად მიაქციოთ ყურადღება იმას, რა უნდა თქვენს სულს, თანდათან შეძლებთ ამოიღოთ თქვენი ცხოვრებიდან ყველაფერი, რაც გაიძულებთ იგრძნოთ თავი გამოფიტული. და ამის ნაცვლად კონცენტრირება მოახდინოთ სასიამოვნო აზრებსა და სილამაზითა და პოზიტიური ენერგიით აღსავსე ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებაზე.

წყარო

10 ნიშანი იმისა, სული დაიღალა, რომ თქვენი სხეული კი არა