10 რამ, რაც ზრდასრულ ქალს არ ანაღვლებს!

06.12.2018 საკითხავი 91 0 0.0

Загрузка...

ასაკი აქ არაფერ შუაშია - საუბარია ფსიქოლოგიურ სიმწიფეზე, როცა შეგიძლია, ცხოვრება მიიღო ისეთად, როგორიც სინამდვილეშია და თავდაჯერებულად გაუსწორო თვალი რეალობას...

1. არ განაღვლებთ გარშემომყოფთა აზრი

შეიძლება ადრე ძალიან განიცდიდით, რას იტყოდა თქვენზე ხალხი, მაგრამ ახლა აბსოლუტურად სულერთია, რას ფიქრობს თქვენს ახალ კაბასა და ჩანთაზე გამყიდველი ზოია დეიდა. თავადაც კარგად იცით, რომ ეს ტანსაცმელი გიხდებათ და მოგწონთ კიდეც. და სანამ რამეს იტყვით, ათასჯერ არ წონით სათქმელს. საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ.

2. და არ განაღვლებთ პოპულარობა

პოპულარობაზე პატარა გოგოები და უფროსი კლასების მოსწავლეები ფიქრობენ. და რა საჭიროა ის დიდობაში? თავი მოაწონო ადამიანებს იმის გამო, რომ ყველას უყვარდე და ყველგან გეძახდნენ? მოწიფული ქალი ამით თავს არ დაიტანჯავს.

3. არ გაინტერესებთ, როგორაა თქვენი ყოფილი

ყოფილის ფეისბუკგვერდი ამონიტორინგო და საერთო მეგობრების წრეში დაინტერესდე, როგორ აქვს მას საქმეები? საკუთარი თავის მოყვარული და პატივისმცემელი ქალი ამაზე დროს არ დაკარგავს, რადგან კარგად ესმის, რომ ახლა მას თავისი ცხოვრება აქვს, სავსე და საინტერესო.

4. სულ გკიდიათ საზოგადოების აზრი იდეალური სხეულის შესახებ

შეიძლება ადრე სულ სარკეში იყურებოდით და მუდმივად რაღაც ნაკლს ეძებდით საკუთარ გარეგნონაში - ეს ადგილი ცოტა დასაჭიმია, ფეხები არასაკმარისად გრძელია, არც პრესია ქვასავით, ტაკო კი ქიშმიშს უფრო ჰგავს, ვიდრე თხილს. მაგრამ უკვე გაიზარდეთ და იცით, რომ საკუთარი სხეული უნდა გიყვარდეთ. ეს კი ნიშნავს, რომ მასზე უნდა იზრუნოთ - სპორტდარბაზში იაროთ, სწორად იკვებოთ და არავითარ შემთხვევაში არ გამოეკიდოთ იმას, რაც საზოგადოებამ იდეალურად აღიარა.

5. არ განაღვლებთ, გყავთ თუ არა პარტნიორი

„ჯერ კიდევ არ გათხოვილხარ?“ „დრო მიდის, ბავშვები კი არ გყავს!“ „შინაბერად დარჩები, და მერე ვინღა გითხოვს?“ კიდევ რა ფრაზებით გიჭედენ ყურებს მზრუნველი „დაქალები“ და ნათესავები? ერთი ჭკვიანი ადამიანი ამბობდა, რომ მეორე ნახევარი სჭირდება მხოლოდ მეხუთე ელემენტს, ქალი კი თავადაა ერთი მთლიანი. და ასეთიც უნდა იყოს საკუთარი თავის პატივისმცემელი ქალი: მიზანდასახული როგორც ურთიერთობაში, ისე მის გარეშეც.

6. და არც ის, ეწყინება თუ არა ვინმეს მწარე სიმართლე

რა საჭიროა ტკბილი ტყუილი მწარე სიმართლის ნაცვლად? თანაც მუდმივად თავის მართლება? ოღონდ ეს სათქმელის პირში მიხლასა და ბანალურ თავხედობაში არ აგერიოთ.

7. არ გაღელვებთ ჭორები

საკუთარი თავის პატივისცემა იმასაც ნიშნავს, რომ არ გაავრცელოთ ჭორები. პიროვნულად შემდგარი ქალბატონი კოლეგებთან არ დაიწყებს იმის „განხილვას“, რომ ბუღალტერი ლენა ქმარს ღალატობს, ან უფროსი მდივანთან წევს. ეს თქვენს ღირსებას არ შეეფერება.

8. და არც ის, რომ ყოველთვის მართალი უნდა იყოთ

თუ თქვენ ფსიქოლოგიურად მოწიფული ხართ, არ გიჭირთ ბოდიშის მოხდა. რა თქმა უნდა, თუ მართლაც არ იყავით მართალი. ის, რომ ქალს შეცდომის აღიარება შეუძლია, ეს მას ბევრად ჭკვიანს წარმოაჩენს და მასთან ურთიერთობაც გაცილებით იოლია.

9. არ გაღელვებენ გაცოფებული ადამიანები

თქვენი პროვოცირება ახლა არც ისე მარტივია, როგორც ადრე იყო. კარგად გესმით, რომ ენერგიისა და ემოციის იმაზე დახარჯვა, რაც შეიძლება ერთ კვირაში დაგავიწყდეთ, სისულელეა. მით უმეტეს, რომ ადამიანები განსხვავებულები ვართ და არავინაა ვალდებული, ისე მოიქცეს, როგორც თქვენ გსურთ.

10. და სოციალური სტერეოტიპები

ვინ თქვა, რომ აუცილებლად ყველას უნდა ჰქონდეს „აიფონი“, უცხოური მანქანა და ბინა ქალაქის ცენტრში? იქნებ თქვენ ფარნიანი „ნოკია“ და ბუნებაში ცხოვრება გირჩევნიათ, სამსახურში კი ავტობუსით სიარული მოგწონთ. თუ თქვენ შემდგარი, საკუთარი თავის მოყვარული ქალბატონი ბრძანდებით, თავად გადაწყვეტთ, როგორ იცხოვროთ და სხვებს არ შეეჯიბრებით.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

წყარო

ნაღველი, ქალი, ზრდასრული

როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019
2019 წლის თებერვლის თვის ასტროლოგიური პროგნოზი
17.02.2019
ყველის წვნიანი ბარდით / yvelis wvniani bardit
16.02.2019
2019 წლის 17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
16.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...