10 სახეობის გველი, რომელთა მოშინაურება სავსებით შესაძლებელია

11.07.2018 ბუნება 17 0 0.0


loading...
Загрузка...

დროთა განმავლობაში ხშირდება გველების მოშინაურება. უკვე შეგვიძლია რამოდენიმე გველის მოშინაურება, რომლებსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ...

image

10. გაბონური გველგესლა

image

აფრიკის ტროპიკული ტყეების შხამიანი წარმომადგენელი. გველგესლებრთა ოჯახის ყველაზე მძიმე წარმომადგენელია, გარდა ამისა, შხამიან გველებს შორის ყველაზე დიდი კბილები აქვს. ზრდასრული გაბონური გველგესლის ზომა 123-152 სანტიმეტრს უდრის, გამომდინარე იქიდან, რომ არიან ძალიან მორჩილი ქვეწარმავლები, იშვიათად ფიქსირდება მათ მიერ დაკბენილი ადამიანები. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ გველგესლას ფეხი არცერთ შემთხვევაში არ უნდა დააბიჯოთ.

9. ეგვიპტური გველი

image

ბინადრობენ ძირითადად ფერმებსა და ღია მინდვრებში. არიან ძალიან მორჩილები და მათ მიერ დაკბენილი ადამიანები თითქმის არ მოიძებნება. იზრებიან დაახლოებით 180 სატიმეტრამდე და ცხოვრობენ საშუალოდ 15-20 წელს. ლამაზი ვიზუალით მარტივად იპყრობენ ადამიანთა ყურადღებას, ეგვიპტეში უკვე 1000-ზე მეტ ადამიანს ჰყავს მოშინაურებული ეს გველი.

8. სამეფო პითონი

image

სამეფო პითონი იზრდება 100-150 სანტიმეტრამდე და იწონია 750-1500 გრამს. საშუალოდ ცხოვრობენ 20 წელს, 1 წლის შემდეგ ითვლებიან ზრდასრულები. წარმოვლობით მდინარე ნილოსის დასავლეთიდან არიან. ზომიდან და უშხამობიდან გამომდინარე, სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში შესაძლოა ხშირად ნახოთ მოშინაურებული სამეფო პითონი.

7. რძის გველი

image

ბინადრობენ ეკვადროში, ვენესუელაში, კოლუმბიასა და კანადაში. შეუძლიათ საკუთარი სახეობის ჭამაც, აქედან გამომდინარე აუცილებლად მარტოდ უნდა შეინახოთ. გარე ვიზუალი შედგება წითელი, ყვითელი და შავი ფერებისგან. კანი შედგება კერატინისგან. საშუალოდ 25 წელს ცხოვრობენ, მოსაშინაურებლად იდეალური გველის სახეობაა.

6. Xenodermis javanicus

image

ამ სახეობის გველები ძირითადად ბაყაყებით იკვებებიან. მათი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, უმეტესად ამ რეგიონში ბინადრობენ. გარდა ბაყაყებისა, ისინი სხვა ქვეწარმავლებითაც იკვებებიან, ბაყაყების შემდეგ, უპირატესობას ხვლიკებს ანიჭებენ. ამ სახეობის გველები მხოლოდ ორი ფერისა გვხვდებიან: შავი და ნაცრისფერი.

5. ხის მწვანე პითონი

image

პითონების ოჯახის წარმაომდგენელის მაქსიმალური ზომა 220 სანტიმეტრია. ძირითადად ბინადრობენ ხეებზე, თუმცა საკვების მოსაძებნათ ხმელეთზეც უწევს ხოხვა. სამწუხაროდ მწვანე პითონები გადაშენების პირას დგანან.

4. უსინათლო გველი

image

ბინადრობენ თურქეთში, ავღანეთში ირანსა და კავკასიურ ქვეყნებში. გველებს შორის ყველაზე უსაფრთხო სახეობაა. საშუალო ზომა 25 სანტიმეტრია, თუმცა 35 სანტიმეტრიან უსინათლო გველსაც შესაძლოა წააწყდეთ. ექსპერტთა ჯგუფების მტკიცებით, ეს ქვეწარმავალი გველების სახეობას არ ეკუთვნის, თუმცა გველების ოჯახის წარმომადგენლები არიან ამ ეტაპზე.

3. ყვითელი გველი

image

როგორც სახელიდან მიხვდით, ყვითელი ფერისაა, რომელსაც ამშვენებს თეთრი კოპლები. საშუალოდ იზრდებიან 230 სანტიმეტრამდე და იკვებებიან მღრღნელებით. ყვითელი გველები შხამიანები არიან. სახეობა გადაშენების პირას დგას, როგორც ცნობილია, ტურისტები ხშირად იჭერენ ამ გველს და მიჰყავთ საკუთარ ქვეყნებში.

2. ალბინო რუთვენის მეფე გველი

image

საშუალოდ 36 სანტიმეტრამდე იზრდებიან და 20 წლამდე ცოცხლობენ. იკვებებიან საკუთარი სახეობითაც, თუმცა ადამიანების მიმართ არ არიან აგრესიულები.

1. შავი მამბა

image

და ბოლოს... ალბათ ყველასთვის მოულოდნელი გველის სახეობა, რომელიც ამ ჩამონათვალში მოხვდა. წარმოუდგენელია, მაგრამ შავი მამბას მოშინაურება სავსებით შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მას წამებში ათობით ადამიანის მოკვლა შეუძლია. საშუალოდ 2-4 მეტრამდე იზრდებიან და ბინადრობენ აფრიკულ ქვეყნებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სახეობის გველის მოშინაურება და გამოკვება საკმაოდ რთულ პროცებსთან არის დაკავშირებული, თუმცა კაცობრიობას ყოველთვის შეუძლებელის შეძლება სურს, აქედან გამომდინარე აფრიკულ ქვეყნებში 2014 წლიდან დღემდე 100 ზე მეტი შავი მამბა მოიშინაურეს.

imageimageimage

intermedia.ge

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


გველი, შესაძლებელია, მოშინაურება, სავსებით, 10 სახეობა

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე სექსუალური ქალები?
20.07.2018
ჭიჭინაძე ივანიშვილზე: “არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არც მაგას მიუღია გადაწყევტილება ჩემი მაჟორიტარად წარდგენაში”
19.07.2018
დაეცემა თუ არა, ასტეროიდი აპოფისი 2029 წელს დედამიწაზე? - ნასას ოფიციალური განცხადება
19.07.2018
უჩვეულო ფაქტები სამყაროზე, რასაც ენციკლოპედიაში ვერ იპოვით
19.07.2018
გამაოგნებელი პარანორმალური მოვლენები ამერიკაში - მეოთხე დონის კონტაქტი
19.07.2018
19 წლის მამამ ჩვილი გაგუდა, რადგან ის ძილის საშუალებას არ აძლევდა
19.07.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...