12 ყველაზე ლამაზი მუზეუმი მსოფლიოში

20.09.2019 დიზაინი და ინტერიერი 30 0 0.0

Загрузка...

მოგზაურობის დროს ხშირად ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად "კულტურულ დანაყრებას" ანუ მუზეუმების მონახულებას ვისახავთ. მაგრამ, ყველაზე პოპულარული მუზეუმების მიღმა შესაძლოა რამდენიმე, ყველაზე ლამაზი და საინტერესო მოსანახულებელი სივრცე გამოგრჩეთ.

#1 გალიერის მუზეუმი, პარიზი
მოდის ლეგენდარული მუზეუმი პარიზში ჰერცოგინია გალიერის სასახლეში მდებარეობს. აქ გამოფენილი ნამუშევრების, მაგალითად Alaïa-ს, Dalida-ს და Margiela-ს წყალობით მუზეუმმა პოპულარობა 1977 წლიდან მოიპოვა. დღეს მუზეუმში რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, მაგრამ 2019 წლის ბოლოს კვლავ გაიხსნება.



#2 დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი, პარიზი
მუზეუმის ძირითად ექსპოზიციას დეკორატიული ხელოვნების და დიზაინის ნივთების მონუმენტური კოლექცია წარმოადგენს. არქივში 150 000 ექსპონატი ინახება, მათ შორის ისეთი დიზაინერების ნივთები, როგორებიც არიან ბალენსიაგა და ლაკრუა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს გამოფენა, რომელიც „დიორის“ საკულტო იმიჯებს ეძღვნება.



#3 თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი
ნიუ-იორკის შუაგულში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მხატვრული გალერეა იმალება - Metropolian Museum of Modern Art. აქ 2 მილიონზე მეტი ხელოვნების ნიმუში ინახება, მთელი მსოფლიოდან. აქ შეხვდებით ძველ ქანდაკებებს, ფრანგი ლეგენდარული მხატვრების ნამუშევრების და ამერიკული ხელოვნების შთამბეჭდავ ქმნილებებს.



#4 ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმი, ლონდონი
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მუზეუმი დეკორატიულ ხელოვნებას ეძღვნება. აქ შეხვდებით იუველური ნაწარმის, სამოსის, ავეჯის, შუშის ნაკეთობების, ანტიკური ქმნილებების კოლექციებს.



#5 ივ სენ-ლორანის მუზეუმი, პარიზი
2017 წელს მარსოს გამზირზე, სასტუმროს შენობაში, სადაც პიერ ბერჟეს ფონდი მდებარეობს, ცნობილი დიზაინერის მუზეუმი გაიხსნა. აქ 50 პროექტის რეტროსპექტივები, ესკიზები, ფოტოები და ვიდეო მასალაა შემონახული. ეწყობა თემატური გამოფენები. განსაკუთრებით აღსანიშნავია სენ-ლორანის ძველი დარბაზი და სახელოსნო.



#6 მუზეუმი FIT, ნიუ-იორკი
აქ შეძლებთ დააკვირდეთ მოდის ასწლოვან განვითარებას, საზოგადოებრივ გავლენას, სიურეალისტურ ქმნილებებს და მაქქუინის სტრუქტურირებულ მოდელებს.



#7 კრისტიან დიორის მუზეუმი, გრანვილი
კრისტიანი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში გაიზარდა. ეს ტიპური ვარდისფერ-ნაცრისფერი სახლი ყოველთვის იყო მისი შთაგონების წყარო. „საკუთარ ცხოვრებას და სტილის ჩამოყალიბებას საკუთარი სახლის არქიტექტურას და მოწყობას უნდა ვუმადლოდე“ - წერდა დიორი. დიაინერის პროექტებში მართლაც სჩანს ის ელეგანტურობა, რაც ამ სახლს უდაოდ სდევს თან.

#8 კრისტობალ ბალენსიაგას მუზეუმი, გეტარია
2011 წელს ესპანეთში, დიზაინერის მშობლიურ ქალაქში მუზეუმი გაიხსნა, ბალენსიაგას შემოქმედების პატივსაცემად. ის სან-სებასტიანთან ახლოს მდებარეობს. 6 დარბაზი ცნობილი მოდის სახლის ისტორიას ეძღვნება. წარმოდგენილია მაღალი მოდის მდიდრული კოლექცია.



#9 MoMu, ანტვერპენი
ეს მუზეუმი ბელგიური მოდის თვალსაჩინოებაა. ამჟამად რეკონსტრუქციის გამო 2020 წლამდე დაკეტილია. ანტვერპენის ნაცონალურ მუზეუმში 30 000 ექსპონატია. მათ შორისაა Dries van Noten.



#10 Gucci Garden, ფლორენცია
2018 წელს „გუჩის“ კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიკელემ ფანტაზიას ფრთები შეასხა და მუზეუმი გახსნა, რომელიც მთლიანად ბრენდს ეძღვნება. აქვეა მაღაზია და ექსკლუზიური პროდუქტებით აღჭურვილი რესტორანი პოპულარული მზარეულით: მასიმო ბოტურათი.



#11 მაქმანის მუზეუმი, კალე
საფრანგეთის ამ ქალაქში გაეცნობით მაქმანის ისტორიას და მის 3000-ზე მეტ დიზაინს დაწყებულს 1850 წლიდან. მუზეუმში ქსოვილების ბიბლიოთეკაცაა, რომელშიც ნახევარი მილიონი მაგალითია თავმოყრილი. წარმოდგენილია იუბერ დე ჟივანშის დიზაინებიც.



#12 სალვატორე ფერაგამოს მუზეუმი, ფლორენცია
1995 წელს, ფლორენციის გულში ამ ცნობილ დიზაინერსაც განსაკუთრებული პატივი დასდეს. მუზეუმში გამორჩეულია 1 ოთახი, სადაც იატაკიდან ჭერამდე 1950-60-იანი წლების ფეხსაცმლის კოლექციებია მოთავსებული.

ავტორი: ანი მესხიშვილი


ლამაზი, მსოფლიო, მუზეუმი

დილის ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან (19 ოქტომბერი, 2019)
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 18 ოქტომბერი, 2019 წელი
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 17 ოქტომბერი, 2019 წელი
18.10.2019
ნებისმიერი გოგოს "შებმის" 24 მარტივი ქცევა...
17.10.2019
სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს
17.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 16 ოქტომბერი, 2019 წელი
16.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar