12 საინტერესო სამეცნიერო ფაქტი, რომელიც სკოლაში რატომღაც არ გვასწავლეს

08.02.2019 ფაქტები 31 0 0.0

Загрузка...

image

სკოლაში ვეცნობით მეცნიერების ბევრ საინტერესო და განმაცვიფრებელ მხარეს, იქნება ეს ელემენტების პერიოდული სისტემა, დნმ-ის გაორმაგება, აინშტაინის ფარდობითობის თეორია თუ სხვა. სკოლაში მიღებული ცოდნა გვიქმნის ერთგვარ საძირკველს, რაზე დაყრდნობითაც ვაგრძელებთ სწავლას და მოღვაწეობას განათლების უფრო მაღალ საფეხურებზე.

ქვემოთ მოყვანილია გასაოცარი სამეცნიერო ფაქტები კი ჩვენთვის სკოლაში არასდროს უსწავლებიათ, არადა, კარგი იქნებოდა, ესწავლებინათ.

1. წყალი შეიძლება ერთდროულად დუღდეს და იყინებოდეს

ამ მოვლენას ეწოდება წყლის “სამმაგი წერტილი.” ამ დროს წნევა და ტემპერატურა ისე ემთხვევა ერთმანეთს, რომ ის შესაძლებელს ხდის სამი სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობის (აირი, სითხე და მყარი ნივთიერება) ერთდროულად არსებობას.

2. წყლის ნაკადს შეუძლია, ლაზერის სხივები ჩაიჭიროს

როდესაც სინათლის სხივი წყლიდან, რომელიც არის მაღალი ოპტიკური სიმკვრივის მქონე გარემო, მოძრაობს ჰაერისკენ, რომელიც არის დაბალი ოპტიკური სიმკვრივის მქონე გარემო, ხოლო დაცემის კუთხე კი ცდება გარკვეულ ზღვარს, სინათლის სხივი სრულად აირეკლება და ის არ გადადის სხვა გარემოში. ამ მოვლენას სრული შიდა არეკვლა ეწოდება, ამ ეფექტს ჩვენ უბრალო წყლის ბოთლითა და ლაზერითაც შეგვიძლია დავაკვირდეთ.

საინტერესო ისაა, რომ იმავე პრინციპით მუშაობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენი (სადენი, რომლითაც ინტერნეტი ჩვენამდე აღწევს) ისევე როგორც ბოთლიდან გამოსული წყლის ნაკადი იჭერს ლაზერს, ასევე იჭერს ოპტიკური კაბელი სინათლის სხივებს და ატარებს მას საჭირო მიმართულებით, რაც როგორც ჩანს ძალიან გამოსადეგია, რადგან ჩვენ ამ სინათლის სხივებში შეგვიძლია დავშიფროთ და გადავცეთ ერთმანეთს ნებისმიერი ინფორმაცია, მაგალითად ჩვენი საყვარელი სერიალის ახალი ეპიზოდი.

3. გატეხილი კვერცხი წყალში უცნაური მედუზასავით მოძრაობს

სამზარეულოში გატეხილმა კვერცხმა შეიძლება ნერვები მოგვიშალოს და გაგვაბრაზოს, თუმცა ეს პრობლემა მარტივი გადასაჭრელია. როდესაც კვერცხის შეწვა მოგვინდება მხოლოდ და მხოლოდ ისაა საჭირო, რომ ჩავიდეთ წყლის ქვეშ 18 მეტრის სიღრმეზე, სადაც ხმელეთთან შედარებით კვერცხზე 2, 8-ჯერ მეტი ატმოსფერული წნევა მოქმედებს. ამის გამო გატეხილ კვერცხს ცილა გარსივით შემოეკვრება და ის ფორმას არ დაკარგავს.

4. პითაგორას თეორემის დამტკიცება სითხითაც შეიძლება

თუ გეომეტრიის მასწავლებლის მათემატიკური მტკიცება დამაჯრებლად არ ჟღერს, ამის გადამოწმება თავადაც შეგიძლიათ.

5. ეს ხდება, როცა შავი ხვრელი ვარსკვლავს ყლაპავს

შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავისს შთანთქმისას გამოიტყორცნება პლაზმის უზარმაზარი ნაკადი, რომელიც ასობით სინათლის წლის მანძილზე მიმოიფანტება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი, სუვი გეზარი ასე ხსნის ამ მოვლენას: “როდესაც ვარსვლავს ხლეჩს შავი ხვრელის მიზიდულობის ძალა, ვარსკვლავის ნაწილი იკარგება შავ ხვრელში, ხოლო ნაწილი - მაღალი სიჩქარით გარეთ გამოიტყორცნება

6. როგორ დავინახოთ სათვალის გარეშე

თუ კი სათვალე სახლში დაგრჩათ, შეგიძლიათ მუშტი ისე შეკრათ, რომ მასში პატარა ჭუჭრუტანა დატოვოთ, მუშტი თვალთან ახლოს მიიტანოთ და მასში გაიხედოთ. ეს დაგეხმარებათ თვალის ბადურისკენ მიმართული სინათლის სხივები მოაქციოთ ფოკუსში. ეს სრულად ვერ მოაგვარებს მხედვალობის პრობლემას, თუმცა სათვალის არ ქონის შემთხვევაშა შეიძლება კარგი ალტერნატივა იყოს.

7. ასე ყალიბდება ბავშვის სახე საშვილოსნოში

ემბრიონის ჩამოყალიბების პროცესი ჯერ კიდევ შეუსწავლელი და რთული მოვლენაა, თუმცა მკვლევარებმა მოახერხეს შეექმნათ გრაფიკული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ყალიბდება სახის ნაკვთები.

8. თითების ტკაცუნს არანაირი სავალალო შედეგი არ მოჰყვება

ერთ-ერთი მეცნიერი 60 წლის განმავლობაში იტკაცუნებდა სახსრებს მხოლოდ ერთ ხელზე, ხოლო მეორეზე - არა. თავისი ექსპერიმენტის დასასრულს კი ამ ორ ხელს შორის ართრიტის განვითარების დონე ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა.

9. ერთ მზიურ ამოფრქვევას შეუძლია 100-მეგატონიანი ატომურ ბომბის ეკვივალენტური ენერგია გამოჰყოს

და ასეთი აფეთქებები იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე წარმოგვიდგენია.

10. კატები მიწაზე უსაფრთხოდ ფიზიკის გამო ეშვებიან

კატები თავიანთი სხეულის ორ ნახევარს დამოუკიდებლად იყენებენ იმისთვის, რომ სწრაფად შეძლონ ჰაერში ამოტრიალება (სახლში ნუ გაიმეორებთ!)

11. ბევრად უფრო დიდი შანსია, აფეთქებულ ყუმბარას ხმელეთზე გადაურჩეთ, ვიდრე წყალში

ხედავთ ამ ბუშტებს? ზუსტად იგივე დაემართება თქვენს ფილტვებს თუ წყლის ქვეშ თქვენს ახლოს აფეთქება მოხდება. რადგანაც ჰაერი შეკუმშვადია, აფეთქების მიერ გამოწვეული ტალღა მასში ადვილად იფანტება და ის ნაკლებად გვაზიანებს. ხოლო წყლის შეკუმშვა შეუძლებელია, ამიტომ აფეთქების ტალღა შედარებით უსაფრთხოდ ჩაივლის ჩვენი სხეულის უმეტეს ნაწილში, მაგრამ როდესაც ის ფილტვებს და ჩვენი სხეულის სხვა ჰაერით სავსე ნაწილებს მიაღწევს, ის იქ არსებულ ჰაერს შეკუმშავს და დაგვაზიანებს.

და ბოლოს

12. თუ ბურთს გადაგდებასთან ერთად დავატრიალებთ კიდეც, გაფრინდება

როდესაც მბრუნავი ობიექტის წინ ჰაერი იმავე მიმართულებით მოძრაობს, რა მიმართულებითაც ობიექტი ბრუნავს, ხდება ობიექტის გარშემო არსებული ჰაერის ნაკადების განცალკევება, ეს კი საბოლოოდ იწვევს იმას რომ ბურთი გარკვეული მიმართულებით უხვევს. ამ მოვლენას მაგნუსის ეფექტი ეწოდება და ის ხშირად შეიმჩნევა ფეხბურთის ან კალათბურთის თამაშისას.

ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო ამ ეტაპზე 12 ფაქტი უნდა ვიმყოფინოთ.

წყარო

სკოლა, სამეცნიერო, საინტერესო, ფაქტი

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...