12- წლის გოგონას აბორტის გაკეთების ნება დართეს

28.04.2016 საზოგადოება 670 0 0.0

Загрузка...

ქვინსლენდის უმაღლესმა სასამართლომ, 12 წლის როკჰემპტონელ გოგონას აბორტის ნებართვა მისცა, მას შემდეგ, რაც იგი თავისი თანატოლისგან დაორსულდა.

გოგონამ მთელი თვე დაკარგა აბორტის გაკეთების მცდელობაში,სანამ საქმეში სასამართლო ჩაერეოდა... თავდაპირველად, კონსულტაცია  ექიმთან გაიარა, შემდეგ სოცმუშაკთან, ფსიქიატრთან და ორ ბებია ქალთან.

ქვინსლედის შტატში აბორტი კანონიერ ქმედებად ითვლება იმ შემთხვევაში, თუკი ორსულობის ვადა 22 კვირაა. პროცედურა მაშინ ტარდება, თუკი საშიშროება ემუქრება პაციენტის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიურ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

მოსამართლე დუნკან მაკმიკინმა სხდომაზე განაცხადა, რომ გოგონამ: „ემოციური სტრესი განიცადა“. გაიქცა სახლიდან, დაიჭრა თავი და ორჯერ სცადა თვითმკვლელობა...მას არანაირი სურვილი არა აქვს გახდეს დედა. სულაც არ არის გასაკვირი, რომ იგი ამ საქმეს თავს ვერ გაართმევს“.

აქვე მან დასძინა, რომ აბორტის გაკეთება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული და ამიტომ ყველაფერი დიდი სიფრთხილით უნდა გაკეთდეს ისე, რომ ზიანი არ მიადგეს ბავშვის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას.

მოსამართლემ დაადგინა, რომ სამედიცინო პერსონალს უფლება ეძლევა შეწყვიტოს ორსულობა მედიკამენტების საშუალებით, ხოლო, თუკი საჭირო გახდება -აწარმოოს ქირურგიული პროცედურები.


დართეს, აბორტი, გოგონა, 12წლის, გაკეთების, 12- წლის გოგონას აბორტის გაკეთების , ნება

მთვარის ჰოროსკოპი: 22 ოქტომბერი (2019)
21.10.2019
22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი (2019)
21.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 21 ოქტომბერი, 2019 წელი
21.10.2019
საცვლების ამ კოლექციამ, თანამედროვე მოდის სამყაროს საზღვრები დაამსხვრია!
21.10.2019
ქათმის რულეტი ყველით
21.10.2019
ანჯელინა ჯოლი ,,ჟივენშის" იისფერი სამოსით „მალეფისენტას" პრემიერაზე
21.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar