19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19.09.2019 ასტროლოგია 26 0 0.0

Загрузка...

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ყველა მნიშვნელოვანი საქმე გადადეთ და მძიმე ფიზიკური შრომისგან თავი შეიკავეთ. ეგოიზმი და სხვათა ინიციატივების იგნორი კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას გაგირთულებთ. ეცადეთ, რეალობა ობიექტურად შეაფასოთ. მოსალოდნელია შეყვარებულების კამათი ან ოჯახურ ურთიერთიბებში პრობლემები.

კურო

შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისა და სპორტული აქტივობებისთვის. მატერიალური მდგომარეობის თვალსაზრისით, ცვლილებები გელით. სავარაუდოდ, ერთობლივი პროექტები სასურველ შედეგს მოგიტანთ, თუმცა სარისკო ოპერაციებისა და ავანტიურებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.

ტყუპები

ტყუპ მამაკაცებს მძიმე დღე ელით. შესაძლოა, პრობლემებმა, რომლებსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით, კოლეგებთან ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა გაგირთულოთ. სავარაუდოდ, საქმიანი შეხვედრები წარუმატებლად დასრულდება. მიზნის მისაღწევად, ეცადეთ ახლობელი ადამიანები ერთობლივ პროექტში ჩართოთ.

კირჩხიბი

დიდი ცვლილებები გელით. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტი წარმატებას მოგიტანთ. პლანეტების კეთილგანწყობა საშუალებას მოგცემთ, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. ბოლოს და ბოლოს, პირად ცხოვრებაში სტაბილურობის პერიოდი დგება.

ლომი

ამ დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ხელსაყრელი პერიოდია კომერციული საქმეებისა და პირადი ურთიერთობებისთვის. ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ. ფინანსურ წარმატებას მხოლოდ პარტნიორებისა და გავლენიანი მფარველების დახმარებით მიაღწევთ. კარგი დროა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის.

ქალწული

ამ დღეს მძიმე ფიზიკურ შრომას და მნიშვნელოვან საქმეებს უნდა ერიდოთ. ეცადეთ, მეტი დაისვენოთ და ვითარება ობიექტურად შეაფასოთ. ასეთ შემთხვევაში, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. ამ დღის დევიზია კეთილსინდისიერება და ურთიერთგაგება.

სასწორი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, თავდაჯერებულობამ და ზედაპირულმა მსჯელობამ დაგაზარალოთ. ეცადეთ, წინდახედულება გამოიჩინოთ და საკუთარი ემოციები აკონტროლოთ. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს - შესაძლოა, უცხო ადამიანების გავლენის ქვეშ მოექცეთ. ერიდეთ ბნელ ადგილებს - მოსალოდნელია ტრამვები და ავადმყოფობა.

მორიელი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია შემოქმედებითი შეხვედრები და საყვარელ ადამიანთან რომანტიკული პაემანი. წინა კვირის გეგმაზომიერი მოქმედებები და ოჯახური კეთილდღეობა გრძნობების ჰარმონიას შეუწყობს ხელს. გამორიცხული არ არის, წლის ბოლოსთვის საზოგადოებრივი და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ამ დღეს საქმიანი შეხვედრები წარუმატებლად დასრულდება, თუმცა უამრავ დროს და ენერგიას დახარჯავთ. გირჩევთ, ახალ პროექტებში ახალი ადამიანები ჩართოთ, რომელთა მონაწილეობა მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასრულების, განვლილი გზის შეფასებისა და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. სავარაუდოდ, თქვენს აქტიურობას ხელმძღვანელობა ღირსეულად დააფასებს. მიზნის მისაღწევად ეცადეთ, საკუთარი ძალები სხვა ადამიანებთან გააერთიანოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი, საინტერესო ნაცნობობა დიდ სიყვარულში გადაიზარდოს.

მერწყული

მძიმე და პასიური დღეა. გირჩევთ, ახალი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავოთ და მხოლოდ კარგად ნაცნობი, ძველი საქმეები აკეთოთ. დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, მძიმე და ხანგრძლივი იქნება. მასთან გამკლავებას მხოლოდ დიდი ძალისხმევით და ვარსკვლავების დახმარებით შეძლებთ.

თევზები

ეს დრე ხელსაყრელია საქმეების რეორგანიზაციისთვის. ეცადეთ, საკადრო პოლიტიკის წარმოებისას კოლეგები არ გაანაწყენოთ. დაძაბულობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ეცადეთ, ოქროს შუალედი შეინარჩუნოთ და წონასწორობა არ დაკარგოთ.

ავტორი: ნელი თორდია


პროგნოზი, ასტროლოგიური, 19 სექტემბრის

დილის ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან (19 ოქტომბერი, 2019)
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 18 ოქტომბერი, 2019 წელი
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 17 ოქტომბერი, 2019 წელი
18.10.2019
ნებისმიერი გოგოს "შებმის" 24 მარტივი ქცევა...
17.10.2019
სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს
17.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 16 ოქტომბერი, 2019 წელი
16.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar