2018 წლის 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

06.12.2018 ასტროლოგია 25 0 0.0

Загрузка...

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ყურადღებით იყავით და დაუფიქრებლად ნურაფერს მოიმოქმედებთ, თქვენს გამძლეობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამ პერიოდში საქმიანობის ან სამსახურის შეცვლა არასასურველია. შესაძლოა, მეგობრებმა იმედები გაგიცრუოთ, ამიტომ მთლიანად მათზე დამოკიდებული ნუ იქნებით. ფრთხილად იყავით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ტრავმები და უბედური შემთხვევები.

კურო
ოჯახური პრობლემების მოგვარებისთვის ხელსაყრელი დღეა. სწორედ დღეს დაგიბრუნდებათ სიყვარულისა და პატივისცემის განცდა. ეცადეთ, ეს განცდა დიდხანს გაგყვეთ. შესაძლოა, შემთხვევითმა წარმატებამ თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესოს.

ტყუპები
გამორიცხული არაა, ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ბევრი პრობლემის ერთდროულად მოგვარება მოგიწიოთ. ერიდეთ უსარგებლო კამათს, რომელიც ორმხრივი გაღიზიანების გარდა, არაფერს მოიტანს. გაითვალისწინეთ, რომ მეგობრებისა და კოლეგების დახმარების გარეშე, წარმატების მიღწევის შანსი ნულს უტოლდება.

კირჩხიბი
სასიამოვნო მოულოდნელობა გელით. შესაძლოა, ახლო მეგობარს შეხვდეთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. გამორიცხული არაა, რომ ფინანსური შემოსავალი მიიღოთ.

ლომი
წარმატებული დღე გელით, თუმცა ნებისმიერი საქმის დაწყებამდე მოსალოდნელი შედეგები უნდა გაითვალისწინოთ. ამ პერიოდში სასურველი არაა მოღვაწეობის სფეროს შეცვლა ან გაფართოება, ახალი ნაცნობების გაჩენა და ერთობლივი ღონისძიებები.

ქალწული
დასვენების, ენერგიის ახალი წყაროების მოძიებისა და განწმენდის დღეა. გირჩევთ, საქმის კეთების ნაცვლად, დაისვენოთ. აქტიური დასვენება და სეირნობა თქვენს შვილებს ძალიან გაახალისებთ.

სასწორი
მზად იყავით იმისთვის, რომ ვიღაც ხასიათს დილიდან გაგიფუჭებთ და ეცდებით, საკუთარი დანაშაული სხვას გადააბრალოთ. შესაძლოა, კონფლიქტში რომელიღაც ახლობელი ჩაითრიოთ. ამ დღეს მოსალოდნელია ტრავმები, უბედური შემთხვევები და ტყუილი. ასე რომ, უაღრესად ფრთხილად უნდა იყოთ.

მორიელი
ცვლილებების, ურთიერთობისა და ახალი ნაცნობობის დღეა. ზოგიერთმა მორიელმა შეიძლება სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გადაწყვიტოს. მოსალოდნელია სტუმრების მიღება. სტუმრები თქვენი ყურადღებით აღფრთოვანებულები დარჩებიან.

მშვილდოსანი
მთლიანობაში პოზიტიური დღეა, თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რისკზე წასვლა ან საკუთარ ჯანმრთელობასთან უდიერი დამოკიდებულება შეიძლება თქვენს მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახოს. მეტისმეტმა პირდაპირობამ შეიძლება ახლობლებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. თუ თავი შეუძლოდ იგრძენით, მაშინვე ექიმს დაურეკეთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს დაწყებული დაავადება ძალიან დიდხანს გასტანს.

თხის რქა
ცრუ დაპირებებისა და ფუჭი იმედების დღეა. მოსალოდნელია პრობლემები, რომლებიც კომპრომისულ გადაწყვეტილებას მოითხოვს. თქვენი სასიცოცხლო ტონუსი შემცირებულია, ამიტომ გადაღლა სახიფათოა. კონტაქტები მინიმუმამდე შეამცირეთ და გამორიცხეთ შემთხვევითი ნაცნობობა. მოსალოდნელია უამრავი შეცდომა და გაუგებრობა.

მერწყული
ენერგეტიკულად ძლიერი დღეა. მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში წარმატებები გელით. საინტერესო წინადადებას მიიღებთ, თუმცა ინფორმაცია კარგად უნდა გადაამოწმოთ და დასკვნის გამოტანა არ იჩქაროთ. ერიდეთ ხალხმრავალ და ხმაურიან კამპანიებს.

თევზები
მძიმე და პასიური დღეა. წარმატების მისაღწევად ძალების კონცენტრაცია და ყურადღება დაგჭირდებათ. ახლა კარიერაზე ფიქრის დრო არ არის. სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. უცნობი ადამიანების მხრიდან მოსალოდნელია აგრესია. დღის ბოლოს სრულიად დაღლილი და გამოფიტული იქნებით. ეცადეთ, საღამოს ახლობელ ადამიანებს სტუმრად ეწვიოთ ან საქმიანობის სფერო უფრო შემოქმედებითი გახადოთ.
ავტორი: ნელი თორდია

წყარო

პროგნოზი, 6 დეკემბრის, 2018 წლის, ასტროლოგიური

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია - ფოტო და ვიდეო კადრები
16.12.2018
2018 წლის 17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16.12.2018
2018 წლის 16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
15.12.2018
მეგან მარკლმა პრინც ჰარის მავნე ჩვევაზე ათქმევინა უარი
15.12.2018
Google-მა 2018 წლის ყველაზე ძებნადი ვარსკვლავები დაასახელა
15.12.2018
საოცარი ისტორია “Jingle Bells”– ის სიმღერის მიღმა
15.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...