2019 წლის 10 საუკეთესო სმარტფონი

15.06.2019 გამოგონებები 72 0 0.0

Загрузка...

2018 წლის მიწურულისა და 2019 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო სმარტფონები უკვე გამოვლინდა. ისინი ტექნოლოგიურ ბაზარს უდიდესი მიღწევებით და პოპულარობით იპყრობენ. თითოეულ მათგანს თავისი გამორჩეულად ძლიერი მხარე აქვს. მთავარია მომხმარებელმა განსაზღვროს, რას უფრო ანიჭებს უპირატესობას სმარტფონის შეძენისას. მთლიანობაში ისინი დღეისათვის ყველაზე გამართული და კომფორტული მობილური ტელეფონები არიან.

1. Samsung Galaxy S10 Plus
გამოშვების დრო: მარტი 2019 | წონა: 175გ | ზომები: 157.6 x 74.1 x 7.8მმ | სისტემა: Android 9 | ეკრანის ზომა: 6.4-ინჩი | გარჩევადობა: 1440 x 3040 | RAM: 8/12GB | მეხსიერება: 128/512GB/1TB | ბატარეა: 4,100mAh | კამერა: 12MP + 12MP + 16MP | წინა კამერა: 10MP + 8MP
ეს მოდელი სამსუნგის საუკეთესო მახასიათებლებს წარმოგვიდგენს და ამჟამად სმარტფონებში საუკეთესო გამოცდილების მიღებას გვპირდება.

2. Huawei P30 Pro
გამოშვების დრო: მარტი 2019 | წონა: 192გ | ზომები: 158 x 73.4 x 8.4მმ | სისტემა: Android 9 | ეკრანის ზომა: 6.47-ინჩი | RAM: 8GB | მეხსიერება: 128/256/512GB | ბატარეა: 4,200mAh | კამერა: 40MP + 20MP + 8MP + ToF | წინა კამერა: 32MP
საუკეთესო სმარტფონი, როცა საქმე ფოტოების გადაღებას ეხება! ის გამოსახულების მიახლოების და სინათლის ბრწყინვალე ხარისხით გამოირჩევა. The P30 Pro არამხოლოდ „ჰუავეის“ ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს, არამედ მთლიანად ინდუსტრიის.

3. Samsung Galaxy S10 გამოშვების დრო: მარტი 2019 | წონა: 157გ | ზომები: 149.9 x 70.4 x 7.8მმ | სისტემა: Android 9 | ეკრანის ზომა: 6.1-ინჩი | გარჩევადობა: 1440 x 3040 | RAM: 8GB | მეხსიერება: 128/512GB | ბატარეა: 3,400mAh | კამერა: 12MP + 12MP + 16MP | წინა კამერა: 10MP
ეს თითქმის საუკეთესო სმარტფონია, მის „დიდ ძმას“, Samsung Galaxy S10 Plus-ს რომ არ გადაეფარა. S10 სტანდარტული მოდელია, საოცრად კომპაქტური და შეღავათიანი ფასით.

4. Huawei Mate 20 Pro
გამოშვების დრო: ნოემბერი 2018 | წონა: 189გ | ზომები: 157.8 x 72.3 x 8.6მმ | სისტემა: Android 9 | ეკრანის ზომა: 6.39-ინჩი | გარჩევადობა: 1440 x 3120 | RAM: 8GB | მეხსიერება: 256GB | ბატარეა: 4200mAh | კამერა: 40MP + 20MP + 8MP | წინა კამერა: 24MP
„სმარტფონი უამრავი ენერგიით“ - ეს მოდელი საოცარი დიზაინით, ბატარეით და მახასიათებლებით გამოირჩევა. გვთავაზობს დიდ ეკრანს, სამმაგ კამერას და თითის ანაბეჭდის პრინტერს.

5. Samsung Galaxy Note 9
გამოშვების დრო: აგვისტო 2018 | წონა: 205გ | ზომები: 162 x 76.4 x 9მმ | სისტემა: Android 8.1 | ეკრანის ზომა: 6.4-ინჩი | გარჩევადობა: 2960×1440 | RAM: 6/8GB | მეხსიერება: 128/512GB | ბატარეა: 4,000mAh | კამერა: 12MP + 12MP | წინა კამერა: 8MP
ეს არის სმარტფონი ყველაზე პროდუქტიულად მოაზროვნე მომხმარებლებისთვის. ძვირადღირებული მოდელი ფასის შესაბამის ეკრანის ხარისხს, ბატარეას და კამერას გვთავაზობს.

6. iPhone XS
გამოშვების დრო: სექტემბერი 2018 | წონა: 177გ | ზომები: 143.6 x 70.9 x 7.7მმ | სისტემა: iOS 12 | ეკრანის ზომა: 5.8-ინჩი | გარჩევადობა: 1125 × 2436 | RAM: 4GB | მეხსიერება: 64/256/512GB | ბატარეა: 2,658mAh | კამერა: 12MP + 12MP | წინა კამერა: 7MP
ახალი გმირი აიფონის გულშემატკივრებისთვის, რომელიც მრავალფეროვანი შემოთავაზებებით ხასიათდება. iPhone XS ჯერჯერობით Apple-ის საუკეთესო მოდელად ითვლება. მას სწრაფი პროცესორი, საუკეთესო ეკრანი და ჩარჩო აქვს.

7. Huawei P30
გამოშვების დრო: მარტი 2019 | წონა: 165გ | ზომები: 149.1 x 71.4 x 7.6მმ | სისტემა: Android 9 | ეკრანის ზომა: 6.1-ინჩი | გარჩევადობა: 1080 x 2340 | RAM: 8GB | მეხსიერება: 64/128/512GB | ბატარეა: 3,650mAh | კამერა: 40MP + 16MP + 8MP | წინა კამერა: 32MP
„ჰუავეის“ ამ მოდელის ფორმა ერთი ხელით გამოყენებისთვის ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. ის მის შემდეგ მოდელებზე უფრო იაფია და ერთ-ერთ საუკეთესო სმარტფონად ითვლება.

8. Google Pixel 3 XL
გამოშვების დრო: ნოემბერი 2018 | წონა: 184გ | ზომები: 158 x 76.7 x 7.9მმ | სისტემა: Android 9 | ეკრანის ზომა: 6.3-ინჩი | გარჩევადობა: 1440 x 2960 | RAM: 4GB | მეხსიერება: 64GB/128GB | ბატარეა: 3,430mAh | კამერა: 12.2MP | წინა კამერა: 8MP + 8MP
მისი შეძენით თქვენ იღებთ საოცარ კამერას, დიდ ეკრანს, ხანგრძლივ ბატარეას და უამრავ სხვა გამოსაყენებელ თვისებას.

9. Samsung Galaxy S10e
გამოშვების დრო: მარტი 2019 | წონა: 150გ | ზომები: 142.2 x 69.9 x 7.9მმ | სისტემა: Android 9 | ეკრანის ზომა: 5.8-ინჩი | გარჩევადობა: 1080 x 2280 | RAM: 6/8GB | მეხსიერება: 128/256GB | ბატარეა: 3,100mAh | კამერა: 12MP+16MP | წინა კამერა: 10MP
ამ სმარტფონს ბევრი ლიდერული თვისება აქვს, რითიც კომპანიის სხვა მოდელებისგან ეფექტურად გამოირჩევა. გთავაზობთ მოსახერხებელ ფორმას და ვისაც პატარა ზომის სმარტფონები ურჩევნია, მათთვის ნამდვილად მისწრებაა.

10. iPhone XS Max
გამოშვების დრო: სექტემბერი 2018 | წონა: 208გ | ზომები: 157.5 x 77.4 x 7.7მმ | სისტემა: iOS 12 | ეკრანის ზომა: 6.5-ინჩი | გარჩევადობა: 1242 x 2688 | RAM: 4GB | მეხსიერება: 64/256/512GB | ბატარეა: 3,174mAh | კამერა: 12MP+12MP | წინა კამერა: 7MP
ეს სმარტფონი Apple-ის სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით ეკრანის დიდი დამატებითი ნაწილით გამოირჩევა. მას გაუმჯობესებული კამერა და ახლებური მეხსიერების სისტემა აქვს.

ავტორი: ანი მესხიშვილი

წყარო

10 საუკეთესო, სმარტფონი

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar