2019 წლის 13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

12.01.2019 ასტროლოგია 87 0 0.0

Загрузка...

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
იქნებ, ვიღაცასთან თქვენი კავშირის დასრულების და ახალი, უფრო კონსტრუქციული კავშირის მოძიების დროა? რაც უფრო მალე მიხვდებით ამას, მით უკეთესია.

კურო
ამჟამად, სერიოზული ურთიერთობის დასაწყისში ან ფინალში იმყოფებით და როგორ განვითარდება მოვლენები, მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული.

ტყუპები
კარგად დააკვირდით გარშემომყოფ ადამიანებს და ეცადეთ, მათი შეცდომები არ გაიმეოროთ. რთულია, ამ დღეს წარმატებული უწოდოთ. ბევრი შრომა დაგჭირდებათ, რომ ის ნეიტრალური იყოს.

კირჩხიბი
ემოციებს თუ აჰყვებით, შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ, რაც თქვენთვის ძვირფასია, თუმცა ახლა ამას ვერ ხვდებით. გირჩევთ, სანამ რამეს იტყოდეთ, კარგად დაფიქრდით, რამდენად აუცილებელია თქვენთვის განტვირთვა.

ლომი
ეცადეთ, ფული და ენერგია ტყუილად არ გაფლანგოთ, რადგან ერთიც და მეორეც მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ. გირჩევთ, ისეთ საქმეს ნუ დაიწყებთ, რომელსაც დღესვე ვერ დაამთავრებთ.

ქალწული
გაურკვევლობის ბურუსი, რომელშიც ბოლო დროს ხართ გახვეული, ბოლოს და ბოლოს, გაიფანტება. დროა, მკლავები დაიკაპიწოთ და აქტიურ საქმიანობას შეუდგეთ.

სასწორი
შესაძლოა, ამ დღეს მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადამცემი ტელეფონის როლი შეასრულოთ. ძალიან უნდა ეცადოთ, რომ თქვენი ტელეფონი გაფუჭებული არ აღმოჩნდეს.

მორიელი
ამ დღეს ყველაფერი იმაზე უკეთაა, ვიდრე გუშინ იყო. თქვენი მოქმედებებიც მათ შორის.

მშვილდოსანი
არავითარ შემთხვევაში არ დაჰპირდეთ იმას, რასაც ვერ შეასრულებთ. ამას იმდენჯერ და ისე მწარედ გაგიხსენებენ, რომ ძალიან ინანებთ.

თხის რქა
შესაძლოა, ვიღაცის მიმართ ყურადღების გამოსავლენად საუკეთესო საშუალება ვერ მოძებნეთ და ამ ადამიანმა უბრალოდ, ვერ გაიგო, რას ითხოვთ მისგან. ეცადეთ, უფრო მარტივად მოიქცეთ.

მერწყული
შესაძლოა, ამ დღეს თვითკრიტიკასა და თვითგვემას მიეცეთ. გამორიცხული არაა, რომ ეს სხვა დროს სასარგებლოც იყოს, მაგრამ ამჟამად ამის არავითარი მიზეზი არ გაქვთ. დროსა და ენერგიას ამაოდ ნუ დახარჯავთ.

თევზები
შესაძლოა, ამ დღეს იმ ადამიანთან მოლაპარაკების რეალური შანსი გაგიჩნდეთ, ადრე რომ ვერ იოცნებებდით. ეცადეთ, ადამიანების დარწმუნების თანდაყოლილი უნარი გამოიყენოთ.

ავტორი: ნელი თორდია

წყარო

13 იანვრის, 2019 წლის, ასტროლოგიური პროგნოზი

ჯასტინ ბიბერი თავს უკეთესად გრძნობს და ეს ჰეილის დამსახურებაა! (ვიდეო)
24.03.2019
ბელა და ჯიჯი ჰადიდები ცინიკური კომენტარების ქარ-ცეცხლში მოექცნენ
24.03.2019
რა გახდა ბრუკლინ ბექჰემისა და ჰანა კროსის ჩხუბის მიზეზი?
24.03.2019
ევროპის პირველი წყალქვეშა რესტორანი
24.03.2019
9 ფსიქოლოგიური კითხვა, რომლებიც ადამიანების ამოცნობაში დაგეხმარებათ
24.03.2019
სხეულის რომელ ადგილას გაქვთ უფრო ხშირი თმა და ჯანმრთელობის რა პრობლემებს უკავშირდება ის ქალებში?
24.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...