2019 წლის 13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

13.03.2019 ასტროლოგია 37 0 0.0

Загрузка...

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი
წინააღმდეგობრივი დღეა. დაღლილობამ, უცხო ადამიანების გავლენამ ან გარემოებათა არასასურველმა განვითარებამ შეიძლება თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. გირჩევთ, წვრილმანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს მხოლოდ თქვენი მიზანსწრაფულობა გაანეიტრალებს.

კურო
მთლიანობაში პოზიტიური დღეა. ეცადეთ, სამოქმედო გეგმა დილიდან შეადგინოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. საქმიანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ, რადგან მეორე ნახევარში ოჯახური პრობლემები გელით. ამ დღეს მერკური გმფარველობთ. ფულის დაბანდება წარმატებული იქნება.

ტყუპები
დღის პირველ ნახევარში საქმიანი შეხვედრები და კონტაქტები გართულდება. გაუფრთხილდით საკუთარ ძალებს. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, საქმიანი უნარები გამოავლინოთ. პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებულად დასრულდება და სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ და შორეულ გზაზე გაემგზავროთ.

კირჩხიბი
თუ წინასწარ დაგეგმავთ, წარმატებული დღე გელით. საქმიანი შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ, რადგან მეორე ნახევარში შესაძლოა, სწორი გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხოთ. კარგი დღეა შოპინგისთვის, რადგან ნებისმიერი შენაძენი წარმატებული იქნება.

ლომი
თუ რამის შეძენას აპირებთ, ამის გაკეთებას დღის პირველ ნახევარში გირჩევთ, რადგან დღის მეორე ნახევარში გარეშე პირთა გავლენამ შეიძლება ფინანსური პრობლემები მოგიტანოთ. გირჩევთ, დამატებითი შემოსავლის წყაროები აქტიურად ეძებოთ, მაგრამ საეჭვო წინადადებებს მოერიდოთ.

ქალწული
წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში უცხო პირთა გავლენამ, მცდარმა რჩევამ ან სუბიექტურმა შეფასებამ შეიძლება საქმიანი შეხვედრის შედეგზე ნეგატიურად იმოქმედოს. ეცადეთ, მეორეხარისხოვან დეტალებზე დრო არ დახარჯოთ.

სასწორი
პასიური დღეა. დღის პირველ ნახევარში თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად შემცირებულია, რომ საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში ეჭვი გეპარებათ და მუშაობა გიჭირთ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც სამგზავროდ წასვლას გაიძულებთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები - შესაძლოა, ძველი ვალები მოგთხოვონ.

მორიელი
მძიმე და ქაოსური დღეა. ამ დღეს ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. აუცილებელია საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება. დიდი ხნის უნახავ ადამიანთან სანატრელი შეხვედრა გელით.

ქალწული
ამ დღეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. თუ სამგზავროდ წასვლა ან მანქანის მართვა გიწევთ, გზაში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. მოსალოდნელია ტრავმები და კატასტროფები. გირჩევთ, ახლობლების აზრსა და საკუთარ ინტუიციას ყურადღებით მოუსმინოთ. ერიდეთ სპირტიან სასმელებს.

თხის რქა
თხის რქების უმეტესობას ამ დღეს ახალი, მაცდური ნაცნობობა ელით, მაგრამ, სავარაუდოდ, იმედგაცრუებაა მოსალოდნელი. ბედი თქვენს მოთმინებასა და მიზანსწრაფულობას გამოცდის.

მერწყული
ახალი კონტაქტების დასამყარებლად არახელსაყრელი დღეა. ნუ ეცდებით მოვლენების დაჩქარებას და დღის ჩვეული რეჟიმის შეცვლას. ნუ ენდობით მაცდურ წინადადებებს და ერიდეთ ავანტიურებს. საკუთარი სისუსტეების აყოლამ შეიძლება თქვენი სულიერი განვითარება შეაფერხოს და უამრავი პრობლემის მიზეზი გახდეს.

თევზები
მშვიდი სამუშაო დღე გელით. გირჩევთ, შვებულება დაგეგმოთ და ყველა აუცილებელი ნივთი დროულად შეიძინოთ. გაითვალისწინეთ, რომ წინ ფინანსური პრობლემები გელით. დღის მეორე ნახევარში ბავშვებთან სირთულეებია მოსალოდნელი. გირჩევთ, მათ მიმართ მეტი ყურადღება და მოთმინება გამოიჩინოთ.

ავტორი: ნელი თორდია


ასტროლოგიური პროგნოზი, 13 მარტის, 2019 წლის

ჯასინდა არდენი - ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი და ქალი, რომელიც პოლიტიკოსის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
21.03.2019
მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან
21.03.2019
მშობლების 5 შეცდომა, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს შვილის ცხოვრებაზე
21.03.2019
სახლში ბავშვებთან ყოფნა და მათზე ზრუნვა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურში მუშაობა - ექსპერტთა დასკვნა
21.03.2019
მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ
21.03.2019
სოდის გამოყენების 8 ხერხი, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით
21.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...