2019 წლის 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

15.04.2019 ასტროლოგია 23 0 0.0

Загрузка...

ვერძი 
მოიმატებს დაძაბულობა გარშემო მყოფებში. აღიარეთ საკუთარი შეცდომები და გამოასწორეთ ისინი. საღამოს რომანტიკულობა და სიმშვიდე მოგინდებათ. მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას. 

კურო 
დილას უამრავი ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი. თუ ცუდი დამოკიდებულება გაქვთ კოლეგებთან, ეცადეთ, ამან არ გაგიფუჭოთ საქმეები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ახლა სიყვარული ყველაზე ძვირფას წამალზე მეტად გჭირდებათ. 

ტყუპი
ახალი მწვერვალის დაპყრობა საჭირო არაა. გააუმჯობესეთ არსებული საქმეები და ურთიერთობები. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ შვილები. საღამოს დაისვენეთ, მეტი დრო გაატარეთ სიმშვიდეში. 

კირჩხიბი
შეიძლება დისკომფორტის გრძნობა გქონდეთ სახლშიც და სამსახურშიც. მაგრამ თუ მნიშვნელოვანი ვალდებულებები გაქვთ შესასრულებელი, გარემო პირობებს ყურადღებას არ მიაქცევთ. ნუ იქნებით პასიური. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. 

ლომი
დილა მიმოსვლასა და საქმიან შეხვედრებს დაუთმეთ.ოჯახური საქმეები ნათესავებთან ერთად მოაგვარეთ. საღამოს კარგია პაემანი, სტუმრად წასვლა, მაგრამ გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით. 

ქალწული
მთელი დღე ვალდებულებების შესრულებით იქნებით დაკავებული. დაფიქრდით, რა საფასური უნდა გაიღოთ სურვილის ასასრულებლად. საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ, ვინც უსიტყვოდ გიგებთ. ასეთი შეიძლება ნათესავი ან საყვარელი ადამიანი იყოს. 

სასწორი 
აქტიური ვალდებულებები დღის პირველ ნახევარში შეასრულეთ. ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ. მოერიეთ რევანშს, სამაგიეროს გადახდას. საღამომდე აფორიაქებული და გაღიზიანებული იქნებით. გაინებივრეთ თავი რაიმე გემრიელით. 

მორიელი
დღის საკუთარი სურვილისამებრ გატარება არ გამოგივათ. საკუთართან ერთად ახლობლების პრობლემებიც უნდა მოაგვაროთ. ნუ გაამხელთ იდეებს, განსაკუთრებით, თუ გარშემო ინტრიგანი ხალხი გახვევიათ. საღამოს გამონახეთ დრო მუსიკის, რომანტიკისა და ფანტაზიისთვის. 

მშვილდოსანი
ჯერ კოლექტივის საქმეები შეასრულეთ და მერე იფიქრეთ პირად სიამოვნებაზე. დღეს მიხვდებით, ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი. შეყვარებული ნიშნები საღამოს საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარებენ. 

თხის რქა
ნუ შეიცვლით საქმიანობას, არჩეულ კურსს. ზოგიერთებს დააფიქრებს მომავალი, დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. აგრეთვე, დაფიქრება გმართებთ ფინანსებისა და მეგობრებზე. 

მერწყული
გრანდიოზულ გეგმებს ნუ დაისახავთ. უმჯობესია, დაწყებული საქმეები დაასრულოთ. კარგი დღეა ახალი გამოცდილების, ცოდნის მისაღებად. გაანალიზეთ წაკითხული, მოსმენილი. 

თევზები
საქმიანი კავშირები ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. მეტი ყურადღება მიაქციეთ საქმის (ჰობი) ფინანსურ და იურიდიულ მხარეს. ნუ აიღებთ ზედმეტ ვალდებულებას. ეცადეთ, არ გაანაწყენოთ საყვარელი ადამიანი; ისწავლეთ ბოდიშის მოხდა.

წყარო

2019 წლის 15 აპრილის, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ასტროლოგიური პროგნოზი

თვალისმომჭრელი ირინა შეიკი Versace-ს ახალ სარეკლამო რგოლში! (ვიდეო)
19.04.2019
წლის ტრენდი: კაილი ჯენერი გამჭვირვალე სამოსს იხდენს!
19.04.2019
კიმ და კანიე უესტების სამზარეულოს საიდუმლო ამოხსნილია! (ვიდეო)
19.04.2019
სომხური ტოლმა(დოლმა)
19.04.2019
თვალებს ვერ დაუჯერებთ! - სოფლებში აღმოჩენილი 4 შემზარავი არსება!
19.04.2019
ბუდას გამონათქვამები
19.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar