2019 წლის 8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

07.03.2019 ასტროლოგია 36 0 0.0

Загрузка...

ვერძი
შენდობის, მიტევებისა და ზნეობრივი განწმენდის დღეა. გამორიცხეთ ნებისმიერი აგრესია და დომინირების სურვილი. მიეცით გარშემომყოფებს თქვენი საუკეთესო თვისებების შეფასების საშუალება. ერიდეთ ტირილს, კამათსა და თხოვნაზე უარის თქმას. ეცადეთ, ეს დღე ოჯახისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

კურო
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა, ამიტომ ეცადეთ, ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ. გამორიცხეთ ყველანაირი აგრესია. ერიდეთ ავეჯის გადაადგილებას, ხეების ჭრასა და ყვავილების მოკრეფას. გირჩევთ, ეს დღე ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ერიდეთ სპირტიან სასმელებს.

ტყუპები
ზნეობრივი განწმენდის დღეა. შესაძლოა, თქვენმა ცვალებადმა შინაგანმა სამყარომ ახალი განცდები ან არატრადიციული გარემოცვა მოითხოვოს, მაგრამ ერიდეთ შემთხვევით ნაცნობობას. ამ ადამიანის გავლენამ შეიძლება პირად ცხოვრებაში არასასურველი შედეგები მოგიტანოთ.

კირჩხიბი
თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. უახლოეს ხანებში ფულადი შემოსავლის იმედი არ უნდა გქონდეთ. ეცადეთ, ეკონომიურ რეჟიმზე გადახვიდეთ. ჯერ ძველი საქმეები დაასრულეთ და ახლები შემდეგ დაიწყეთ. ეს დღე სიყვარულში იმედგაცრუების ნიშნით ჩაივლის.

ლომი
ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობისთვის. შესანიშნავად გამოგივათ საქმე, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას, სკრუპულოზურობასა და გულმოდგინედ შესრულებას მოითხოვს.

ქალწული
ამ დღეს ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ - ერიდეთ მაცდურ წინადადებებს, შემთხვევით ნაცნობებსა და სარისკო ოპერაციებს. მოულოდნელმა შეტყობინებამ შეიძლება გეგმები შეგაცვლევინოთ. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი სისუსტეების აყოლამ შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ.

სასწორი
ხელსაყრელი დღეა შორეული მგზავრობისთვის, მოგზაურობისა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებისთვის. ახალი შთაბეჭდილებები დაღლილობას დაგავიწყებთ და სიმხნევესა და ოპტიმიზმს შეგმატებთ. პირად ცხოვრებაში დილემა გელით - შესაძლოა, რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ.

მორიელი
გაორებული და წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ქაოსი და წვრილმანი პრობლემები, რომლებსაც დროულად უნდა გაუმკლავდეთ. თავი შეიკავეთ ფულის დაბანდებისა და ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან, რადგან პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება დაგაზარალოთ. დღის მეორე ნახევარი მშვიდი გელით, ამიტომ საღამო დასვენებას დაუთმეთ. ეცადეთ, რომ საყვარელი ადამიანი საკუთარი გულცივობით არ გაანაწყენოთ.

მშვილდოსანი
კრიტიკული დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი თანდათან იკლებს. ყველა მხარეს ურთიერთობების პრობლემები გელით. დასვენების ნაცვლად მომაბეზრებელი საქმიანობა და არასასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა გელით. ნებისმიერი კამათი შეიძლება დიდ კონფლიქტად იქცეს, გაუფრთხილებლად ნათქვამ სიტყვას კი შორსმიმავალი შედეგები მოჰყვეს. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ტრავმები და ინტოქსიკაცია.

თხის რქა
აქტიური, შემოქმედებითი დღეა, რომელიც საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის. ამ დღეს უფრო თავშეკავებულად უნდა მოიქცეთ - ერიდეთ მაცდურ წინადადებებს, შემთხვევით ნაცნობობასა და სარისკო ოპერაციებს. მოულოდნელმა შეტყობინებამ შეიძლება გეგმები შეგაცვლევინოთ.

მერწყული
ხელსაყრელი დღეა თვითრეალიზაციისთვის. ნებისმიერი წამოწყება, სარისკოც კი, კარგ შემოსავალს მოგიტანთ. პირადი ურთიერთობები სიხარულსა და სიამოვნებას მოგანიჭებთ. თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა და შარმი იზრდება. გამორიცხული არაა, რომ ძველ მეგობარს შეხვდეთ.

თევზები
ამ დღეს ყველაფერში ზომიერება გმართებთ. ეცადეთ, ოცნებასა და რეალობასა შორის განსხვავება დაინახოთ. ნუ მოჰკიდებთ ხელს საქმეს, რომელსაც სწრაფად და ხარისხიანად ვერ გაართმევთ თავს. ამ დღეს კატეგორიულად აკრძალულია ნებისმიერი კაპიტალდაბანდება - შესაძლოა, ძალიან დაზარალდეთ. ამჟამად ყველაზე მეტად მცირე შესვენება გჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და სპორტით დაკავდეთ.

ავტორი: ნელი თორდია


2019 წლის, 8 მარტის, ასტროლოგიური პროგნოზი

ჯასინდა არდენი - ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი და ქალი, რომელიც პოლიტიკოსის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
21.03.2019
მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან
21.03.2019
მშობლების 5 შეცდომა, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს შვილის ცხოვრებაზე
21.03.2019
სახლში ბავშვებთან ყოფნა და მათზე ზრუნვა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურში მუშაობა - ექსპერტთა დასკვნა
21.03.2019
მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ
21.03.2019
სოდის გამოყენების 8 ხერხი, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით
21.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...