2019 წლის 8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

07.02.2019 ასტროლოგია 29 0 0.0

Загрузка...

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ემოციური თვალსაზრისით უკიდურესად დაძაბული და ნეგატიური დღეა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. მოსალოდნელია ქონებასთან ან სახლთან დაკავშირებული პრობლემები. მოსალოდნელია უამრავი კრიტიკული სიტუაცია. ქალებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ უფროსთან და პარტნიორთან ურთიერთობაში. უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, შედეგით უკმაყოფილო დარჩებით.

კურო
თქვენი დაბნეულობის გამო, დღის პირველი ნახევარი უსიამოვნოდ ჩაივლის. პროფესიული საქმიანობის სფეროში უფროსთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა გართულდება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უსიამოვნებები გელით, ამიტომ ერიდეთ მკვეთრ გამოთქმებს და დაუფიქრებელ მოქმედებას. დღის ბოლოს სიტუაცია მოგვარდება, ამიტომ პროვოკაციებს ნუ აჰყვებით.

ტყუპები
სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, ამიტომ მოსალოდნელია გადაღლა და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ამ დღეს ყოველგვარი რისკი გაუმართლებელია. მინიმუმამდე დაიყვანეთ საკუთარი მოვალეობები. ეცადეთ, პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

კირჩხიბი
ვარსკვლავები მოსალოდნელი უსიამოვნებების შესახებ გაფრთხილებენ, ამიტომ ერიდეთ სპირტიან სასმელებსა და მკვეთრ გამოთქმებს. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ კოლეგების მიმართ. დღის ბოლოს კონფლიქტური სიტუაცია გელით. შეიკავეთ ემოციები და პროვოკაციებს ნუ აჰყვებით.

ლომი
უკიდურესად ნეგატიური დღეა. მოსალოდნელია ქონებასთან ან საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემები. ერიდეთ უფროსობასთან კონფლიქტს, თორემ სიტუაციას თქვენს წინააღმდეგ განაწყობთ. ლიდერობის სურვილი შესაძლოა, მნიშვნელოვნად აისახოს მატერიალურ მდგომარეობაზე.

ქალწული
კომერციულ საქმიანობაში ჩართული მამაკაცებისთვის ნეგატიური დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი უკიდურესად შემცირებულია. უფროსთან და პარტნიორებთან კონტაქტი გართულებულია და შედეგი მოლოდინს ვერ ამართლებს. ქალები ახალ კონტაქტებსა და არასერიოზულ ქცევას უნდა ერიდონ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, ნუ დაუჯერებთ დაპირებებს და ემოციები მოთოკეთ. გამორიცხული არაა, რომ მამაკაცებმა მოულოდნელი საჩუქარი მიიღონ. ყურადღებით დაათვალიერეთ, რას გჩუქნიან - ზოგჯერ საჩუქარი შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს.

სასწორი
დღის პირველ ნახევარში საკუთარი წინდაუხედაობის ან დაბნეულობის გამო პრობლემები გელით. მინიმუმამდე შეამცირეთ საკუთარი მოვალეობები და ეცადეთ, უკეთესობისკენ შეცვალოთ პირადი ცხოვრება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. არახელსაყრელი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან კონტაქტისთვის.

მორიელი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენცია მაღალია და ენერგიით სავსე ხართ. ყველა დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობით უდიდეს სარგებელს მიიღებთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავაზიანობასა და ტაქტს გამოიჩენთ. უფროსთან ურთიერთობის დროს თავშეკავება გმართებთ. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც შესაძლოა, სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი
ამ დღეს მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამიტომ ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, გადაღლასა და გაუმართლებელ რისკს. მინიმუმამდე შეამცირეთ საკუთარი ვალდებულებები, თუმცა ერიდეთ უფროსის კრიტიკულ შენიშვნას. გაითვალისწინეთ, რომ შეფთან ურთიერთობის გაფუჭება ხელს შეგიშლით კარიერულ წინსვლაში. ეცადეთ, წარსულის შეცდომებისგან გამოცდილება მიიღოთ და მომავლის გეგმები სწორად დასახოთ.

თხის რქა
ნეგატიური დღეა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, ამიტომ უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობა გიჭირთ. ოჯახური საქმეები თქვენგან დამატებით ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. ქალებს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე ელით. გამორიცხული არაა, რომ წარმატებით გადაჭრათ სასიყვარულო პრობლემები, თუმცა დაპირებებს ნაკლებად უნდა ენდოთ.

მერწყული
ამ დღეს თქვენი წარმატება მთლიანად დამოკიდებულია სიტუაციის სწორი ანალიზისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროულად მიღების უნარზე. შესაძლოა, ერთობლივ პროექტში მონაწილეობის მაცდური წინადადება მიიღოთ, თუმცა წარმატების მიღწევა ადვილი არ იქნება. მოულოდნელი წინააღმდეგობები გელით, რომლებიც თქვენი მიზნების მიღწევას განუსაზღვრელი დროით გადაწევს.

თევზები
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების, სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობებისა და სასამართლოში საქმის წარმოებისთვის. შესაძლოა, მაცდურმა წინადადებამ მოგება და მორალური კმაყოფილება მოგიტანოთ, თუმცა ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავება სჯობს. ეცადეთ, ყველაფერი კარგად და დეტალურად გაიაზროთ.

ავტორი: ნელი თორდია


2019 წლის, ასტროლოგიური პროგნოზი, 8 თებერვლის

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...