2019 წლის 9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

09.01.2019 ასტროლოგია 17 0 0.0

Загрузка...

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ოჯახური ბიუჯეტი ნელა, მაგრამ სტაბილურად უმჯობესდება. გირჩევთ, ამ დღეს დაიწყოთ საქმიან პარტნიორებთან კონტაქტების დამყარება. საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს შრომისუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან მსუბუქი კინკლაობა.

კურო
ბედი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს გაძლევთ. ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას სხვადასხვა სფეროში შეძლებთ. თქვენი ენერგეტიკული, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი იმატებს და ეს განსაკუთრებით ქალებს ეხებათ. ახალი რომანტიკული თავგადასავალი გელით. მამაკაცებს ვურჩევთ, ადრე დაწყებული და მიტოვებული პროექტების დასრულებაზე იზრუნონ. ეცადეთ, საკუთარ მოვალეობებს უფრო სერიოზულად მიუდგეთ. ეს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. შესაძლოა, სოლიდური თანხა მიიღოთ, რომელიც უმჯობესია, მომგებიან პროექტებში დააბანდოთ.

ტყუპები
სიყვარული და ჰარმონია, რომელიც თქვენს სახლშია, ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება. თავდაჯერება, რომელსაც ოჯახში გრძნობთ, მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ, თუმცა ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას ნუ ეცდებით. ცხოვრება თავად გიკარნახებთ საჭირო გზას. ამ დღეს თქვენი ენერგეტიკული, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი იმატებს და ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ.

კირჩხიბი
ცვლილებების, მოლაპარაკებების, თავისუფლებისა და ახალი კონტაქტების ძიების დღეა. თქვენი ფინანსური მდგომარეობა, სავარაუდოდ, გაუმჯობესდება. შესაძლოა, სოლიდური თანხა მიიღოთ, რომელიც სასურველია, მომგებიან საქმეში დააბანდოთ. დღის პირველ ნახევარში წარმატებაში ხელს გადაჭარბებული სიმკაცრე შეგიშლით, მეორე ნახევარში კი - აჩქარება.

ლომი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, რაც საშუალებას არ გაძლევთ, საქმიანი და ორგანიზატორული უნარები სრულად გამოავლინოთ. ამ დღეს გლობალური ამოცანების დასახვა არ ღირს. ვარსკვლავები არც სამუშაო ადგილის შეცვლას ან დამატებითი შემოსავლის ძებნას გირჩევენ - მოსალოდნელია ტყუილი და იმედგაცრუება.

ქალწული
თქვენი ბიუჯეტი ნელა, მაგრამ სტაბილურად უმჯობესდება. ამ დღეს სიახლეებისგან თავის შეკავება ჯობს. გირჩევთ, ძველი საქმეები მოაგვაროთ, ისინი ახლა ისე აქტუალურია, როგორც არასდროს. ხელსაყრელი დღეა სასამართლოში სადავო საქმეების გარკვევისთვის.

სასწორი
ხელსაყრელი დღეა მათთვის, ვინც დაწყებული საქმეების შედეგიანად დასრულება გადაწყვიტა. ამ დღეს თქვენი ენერგეტიკული, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი იზრდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ნათესავებთან პრობლემები და უთანხმოება.

მორიელი
მძიმე დღეა, რომელიც შეუფერებელია გარიგებებისთვის, შენაძენებისთვის, რთული ოპერაციებისა და ურთიერთობების გარკვევისთვის. სამუშაო რიტმში დაბრუნება გიჭირთ. გაღიზიანებული და განერვიულებული ხართ, თუმცა ცხოვრება ყველა პრობლემას თქვენს ნაცვლად მოაგვარებს. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში ყველა ვიზიტი გააუქმოთ და დაიძინოთ.

მშვილდოსანი
იუპიტერის მფარველობის წყალობით, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. თანდაყოლილი პასუხისმგებლობის გრძნობა და სწორი მათემატიკური გათვლები პროფესიული საქმიანობის სფეროში წარმატებას მოგიტანთ და კოლეგების თვალში თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. საღამოს მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ან ნაცნობობა, რომელიც სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება.

თხის რქა
მძიმე დღე გელით. მამაკაცებისთვის ახალი რომანტიკული ნაცნობობა ხანმოკლე გამოდგება. პარტნიორთან ურთიერთობას უნდობლობა, ეჭვიანობა ან ღალატი გაართულებს. კარგი იქნება, თუ თხის რქა ქალები საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას მეტ ყურადღებას მიაქცევენ. ეცადეთ, დაიცვათ კვების, დასვენებისა და ძილის რეჟიმი.

მერწყული
ეს დღე ემოციურ დაძაბულობას, მუშაობასა თუ პარტნიორის არჩევაში შეცდომებს განასახიერებს. ამჟამად თქვენი ინტუიცია შესუსტებულია. მოგიწევთ, არჩევანი აუცილებელსა და სასიამოვნოს შორის გააკეთოთ. თავს უკმაყოფილოდ და იმედგაცრუებულად გრძნობთ. გირჩევთ, ნეგატიურ აზრებს ნუ აჰყვებით და ოპტიმიზმი შეინარჩუნეთ.

თევზები
ეს დღე ცხოვრებისეულ არჩევანს განასახიერებს. შესაძლოა, ახლობელ ადამიანებში თავი უცხოდ იგრძნოთ და პირიქით, უცხო ადამიანები ახლობლებად მიიღოთ. შესაძლოა, ახალ სამსახურში გადასვლის წინადადება მიიღოთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით და ყველა მოსალოდნელი შედეგი გაიაზრეთ. შესაძლოა, შეთავაზებული სამსახური თქვენს მსოფლმხედველობასა და ფასეულობებს არ პასუხობს.

ავტორი: ნელი თორდია

წყარო

ასტროლოგიური პროგნოზი, 2019 წლის 9 იანვრის

როგორ მოვიქცეთ გაზის გაჟონვის ან CO-ს დაგროვების შემთხვევაში - რეკომენდაციები
19.01.2019
,,გამორჩეული სანახაობა იქნება'' - სტეფანე ,,საქართველოს ვარსკვლავის" შესახებ
19.01.2019
SAMSUNG-მა MicroLED ტელევიზორი წარადგინა
19.01.2019
SAMSUNG სმარტფონებში M სერიას ამატებს
19.01.2019
თბილისის მერია ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას დაუშვებლად მიიჩნევს
19.01.2019
10 ყველაზე სტრესული სამსახური (ვიდეო)
19.01.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...