2019 წლის 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

08.02.2019 ასტროლოგია 23 0 0.0

Загрузка...

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
კარგი დღეა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის, რომლებიც კომერციულ საქმიანობას ეწევიან. პლანეტები პროფესიულ საქმიანობაში და დასახული მიზნის მიღწევაში გეხმარებიან. მამაკაცებისგან განსხვავებით, ვერძ ქალებს კომერციულ საქმიანობაში ნაკლებად გაუმართლებთ. მეტიც, შესაძლოა, მოტყუებულები დარჩნენ. ერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს.

კურო
წვრილმანი უსიამოვნებები განწყობას გაგიფუჭებთ. ეცადეთ, ნაკლებად ეჭვიანი იყოთ და ყველაფერი მოგვარდება. ამ დღეს ძლიერდება წინასწარმეტყველების ნიჭი და ინტუიცია. გირჩევთ, ურთიერთობაში მეტი ტაქტი და თავშეკავება გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, მხოლოდ ერთი სიტყვა შეიძლება უამრავი უსიამოვნების მიზეზი გახდეს.

ტყუპები
ამ დღეს გაძლიერებულია ინტუიცია და წინასწარმეტყველების ნიჭი, თუმცა ურთიერთობამ რომ პოზიტიური შედეგები მოიტანოს, მეტი ტაქტი და თავშეკავებაა საჭირო. პარტნიორებთან სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ, რომ მათი თავმოყვარეობა არ შელახოთ და არ გაანაწყენოთ. გამორიცხული არაა, რომ მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემა გაჩნდეს.

კირჩხიბი
ეცადეთ, წვრილმან უსიამოვნებებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ - გავა დრო და ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. ეცადეთ, ხელქვეითებისთვის ჯანსაღი მორალური კლიმატი შექმნათ. გამორიცხული არაა, რომ ძველმა მეგობრებმა მოგინახულონ. მოულოდნელობები გელით და ეცადეთ, არ დაიბნეთ.

ლომი
ძლიერდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, შემოქმედებითი და საქმიანი უნარები. ქალები შესაძლოა, სასიყვარულო ურთიერთობებში მოტყუებულები დარჩნენ. მამაკაცებს კომერციულ საქმიანობაში წარმატებები ელით. ორგანიზატორული შესაძლებლობები და დროის რაციონალურად განაწილების უნარი მუშაობის საბოლოო შედეგზე სასიკეთოდ აისახება.

ქალწული
ხელსაყრელი დღეა სახლის კეთილმოწყობისა და უფროსთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისთვის. პირადი მომხიბვლელობა და მონდომება საუკეთესო შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. ვენერას მფარველობა პირად ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება. გამორიცხული არაა, რომ ძველ მეგობრებს შეხვდეთ.

სასწორი
ამ დღეს ისე, როგორც არასდროს ურთიერთობაში ტაქტი და თავშეკავება გჭირდებათ. პირადი მომხიბვლელობა უამრავი პრობლემის ერთდროულად მოგვარებაში დაგეხმარებათ. სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, რომ უნებურად ოჯახის წევრი ან პარტნიორი არ გაანაწყენოთ.

მორიელი
ეცადეთ, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნოთ და სუფთა ჰაერზე ფიზიკური ვარჯიშებით დაკავდეთ. ეცადეთ, არ გაცივდეთ, თორემ გამორიცხული არაა, რომ ავადმყოფობა გაგირთულდეთ.

მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენი ენერგიულობა, სექსუალურობა, ინტუიცია და წინასწარმეტყველების ნიჭი მაქსიმალურად გაძლიერებულია. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, ფიზიკური დატვირთვისთვის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის და ძვირად ღირებული შენაძენისთვის. პაემანი ან მეგობრული შეხვედრა გელით. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ, ეს ორივეზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.

თხის რქა
ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. სირთულეებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ყველა პრობლემას გაუმკლავდებით.

მერწყული
შეწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის ხელსაყრელი დღეა. მზად იყავით ძველ მეგობრებთან ან ახლობელ ადამიანებთან მოულოდნელი შეხვედრისთვის. ერიდეთ სასიყვარულო თავგადასავლებს, რადგან ტყუილი და იმედგაცრუება გელით. თუ ამის საშუალება მოგეცათ, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

თევზები
ხელსაყრელი დღეა სიყვარულის, ბავშვის ჩასახვისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ კოლეგების მიმართ. ხელიდან ნუ გაუშვებთ შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობას. დღის ბოლოს სასიამოვნო ინფორმაცია ან შემოსავალი გელით. ამ დღეს თქვენი მთავარი მტერია უხეშობა და ალკოჰოლური სასმელები.

ავტორი: ნელი თორდია


ასტროლოგიური პროგნოზი, 9 თებერვლის, 2019 წლის

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...