3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც 13-ში ყველაფერში გაუმართლებს (13 ივლისის რჩეულები)

13.07.2019 ასტროლოგია 16 0 0.0

Загрузка...

თითოეულ დღეს თავისი რჩეული ჰყავს, რომელსაც განსაკუთრებულად მფარველობენ პლანეტები. გთავაზობთ 13 ივლისის რჩეულებს, ანუ 3 ზოდიაქოს ნიშანს, რომელსაც ამ დღეს ყველაფერში გაუმართლებთ. 

ტყუპი

13 ივლისს გააქტიურდება თქვენი ქარიზმატულობა, რისი დახმარებითაც ყველაფერს მიიღებთ, რასაც მოისურვებთ.  გამოიყენეთ ვარსკვლავთა კეთილგანწყობა და გარისკეთ. თუ ადრე კომპრომისზე წასვლა გიწევდათ, დღეს თამამად შეგიძლიათ ნაბიჯების გადადგმა. თუ სამსახურს ეძებთ, დააგზავნეთ რეზიუმე ვაკანსიებზე; თუ დაწინაურება გსურთ - შედით უფროსთან, მოუყევით რას, როგორ და რამდენი ხანია აკეთებთ. არც ხელფასზე მოგერიდოთ საუბარი. კარგი პერიოდია გაწყვეტილი ურთიერთობის აღსადგენად. თუ მეორე ნახევარს გული ატკინეთ, დაუკავშირდით და შეხვედრა სთხოვეთ. ნივთი, რომელსაც დღეს ონლაინმაღაზიიდან გამოიწერთ, იმედს არ გაგიცრუებთ.

Astrologia 

ლომი

ყურადღების ცენტრში მოექცევით. თქვენ ხომ ძალიან გიყვართ, როდესაც თავს გევლებიან? ასევე,
თქვენი რჩევა ან დახმარება დასჭირდება თქვენზე ფინანსურად დაწინაურებულ, გამოცდილ ან
სტატუსობრივად ზემდგომ ადამიანს, რაც გაგრძნობინებთ, რომ საჭირო და სასურველი ხართ. მოსალოდნელია ახალი საინტერესო ნაცნობობა, რომელიც მომავალში პარტნიორობაში გადაიზრდება და შემოსავლის მომტანი გახდება. ვარსკვლავები კირჩევენ თამამად გამოთქვათ აზრი. სწორად შერჩეული დღეა გეგმების განსახორციელებლად. ელოდეთ ახალ შემოსავალს. უკვალოდ არ ჩაივლის თქვენი თავდადებული შრომა. 

Astrologia

მერწყული

პასუხისმგებლობა, რომლის კისრებაც მოგიწიათ, არც თუ ისე მძიმე აღმოჩნდება, როგორც ელოდით. სამსახურში არსებული პრობლემები, შეიძლება ითქვას, თავისით, ზედმეტი ჩარევის გარეშე, მოგვარდება. მერწყულები, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავცშირებული პრობლემები აწუხებდათ, დღეს შვებას იგრძნობენ. მართალია, საზოგადოებისთვის დღეს ძალიან თვალშისაცემი იქნება თქვენი განსხვავებულობა, მაგრამ თქვენი გარიყვის ნაცვლად, ადამიანები თქვენ გარშემო მოგროვდებიან.
მოსალოდნელია სიანტერესო შემოთავაზება, რომელზეც უარის თქმა არ ღირს. ზოგიერთი მერწყული დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებს. სხვები კი დაასრულებენ ურთიერთობას, რომელიც სიმსივნესავით ტანჯავს მათ.

 

Astrologia

წყარო

ასტროლოგია, ზოდიაქოს ნიშანი

2019 წლის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
18.07.2019
2019 წლის 18 ივლისის მთვარის ჰოროსკოპი
18.07.2019
რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება? - ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის.
18.07.2019
სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ
17.07.2019
რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე
17.07.2019
რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად
17.07.2019

სულ კომენტარი: 0
avatar