411 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში 1 ლარად გადაეცა

04.12.2018 საზოგადოება 25 0 0.0

Загрузка...

თბილისის მერიის ინიციატივით, იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, დაკმაყოფილებულია 411 ოჯახის განაცხადი. აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს ისეთი, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობენ და სხვადასხვა ბიუროკრატიული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით. პროცესი რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება და ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი - ფართები დაუკანონდეს, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე კახა კალაძემ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2018 წელს ოპერაცია და მედიკამენტები 30 000 ადამიანს დაუფინანსა; თბილისის ათივე რაიონში სოციალური პროგრამებით 169 257 ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც 34 655 319 ლარი დაიხარჯა.

წყარო

411 ოჯახი, გადაეცა, ლარი, ფართები, საკუთრება, საცხოვრებელი

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია - ფოტო და ვიდეო კადრები
16.12.2018
2018 წლის 17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16.12.2018
2018 წლის 16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
15.12.2018
მეგან მარკლმა პრინც ჰარის მავნე ჩვევაზე ათქმევინა უარი
15.12.2018
Google-მა 2018 წლის ყველაზე ძებნადი ვარსკვლავები დაასახელა
15.12.2018
საოცარი ისტორია “Jingle Bells”– ის სიმღერის მიღმა
15.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...