5 რამ, რაც ფარისებრ ჯირკვალს ანადგურებს

09.10.2018 ჯანმრთელობა 20 0 0.0

Загрузка...

აღმოჩნდა, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკვებს, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ ან გვაკლია.

მაშ ასე, მთავარია, ის შეცდომები ავირიდოთ თავიდან, რომლებსაც ჭამის დროს ვუშვებთ

1. ჭამის დროის გამოტოვება

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები იწვევს წონის მატებას. მაგრამ დღის მანძილზე რომელიმე კვების გამოტოვება ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. ამგვარად ორგანიზმი დაიწყებს ენერგიის ეკონომიას და არა ხარჯვას, რაც ორგანიზმში დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. გარდა ამისა, არ გამოირიცხება ქოლესტერინის დაგროვებაც.

2. ნახშირწყლებზე უარის თქმა

წონაში დაკლებისთვის რეკომენდებულია ნახშირწყლების რაოდენობის შემცირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულად ვთქვათ უარი ამ ნივთიერებაზე. რაციონიდან ნახშირწყლების ამოღებას ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც ჭამის დროის გამოტოვებას, რადგან ნახშირწყლები ორგანიზმისთვის ერთგვარი ძრავია.

3. არ იღებთ გლუტეინს

თუკი თქვენი ორგანიზმი გლუტეინს ვერ ეგუება, აუტოიმუნური თირეოიდიტის დაავადების რისკი იზრდება, რაც ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას ხელს უშლის და მას ზომაში მკვეთრად ზრდის.

აუტოიმუნური თირეოიდიტი გამოიმუშავებს იგივე ანტისხეულებს, რაც გამომუშავდება ცელიაკიის (საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება) დროს. ეს უკანასკნელი კი ფარისებრ ჯირკვალს დიდ საფრთხეს უქმნის.

4. დიდი რაოდენობით კომბოსტოს მიღება

უპირობოა, რომ ბოსტნეული ორგანიზმისთვის სასარგებლოა. განსაკუთრებით, ბროკოლი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, თუმცა, მხოლოდ კომბოსტოს მიღება ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის პროცესს ანელებს. იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას და ყელის შეშუპებას. გადაწყვეტილება მარტივია: ნუ მიიღებთ კომბოსტოს უმად. მიირთვით მოხარშული, მოთუშული ან შემწვარი.

5. არ ითვალისწინებთ იოდის მნიშვნელობას

ფარისებრი ჯირკვლისთვის იოდი უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა ჰორმონების გამომუშავებისთვის. იოდით მდიდარი პროდუქტებია - ორგანული იოგურტები, წყალმცენარეები და ზღვის სხვა პროდუქტები, მოცვი და მარწყვი.

წყარო 

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია


5 რამ, ანადგურებს, რაც ფარისებრ, ჯირკვალს

10 ამოუხსნელი რამ რაც ყინულებში იპოვეს (ვიდეო)
15.10.2018
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე (ვიდეო)
15.10.2018
ბანანის კექსი - ძალიან მარტივად და სწრაფად!
15.10.2018
აირჩიეთ ბეჭედი და გაიგეთ თქვენი ხასიათის საიდუმლო
15.10.2018
თუკი სიზმარში სექსით დაკავდით...
15.10.2018
ყავაზე, როგორც ნარკოტიკზე, დამოკიდებული ზოდიაქოს 3 ნიშანი
15.10.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...