6 შემეცნებითი აპლიკაცია 1-დან 10–წლამდე ბავშვებისთვის

05.11.2018 გამოგონებები 20 0 0.0

Загрузка...

მოზარდებზე ელექტრონული მოწყობილობების დიდხანს გამოყენების მავნე ზეგავლენის შესახებ არაერთი კვლევა ჩატარებულა და ყველამ იცის თუ რა ზემოქმედების მოხდენა შეუძლია კომპიუტერს, ტაბლეტსა თუ მობილურ ტელეფონს ბავშვებსა და მოზარდებზე. 

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მათი დახმარებით უდიდესი რაოდენობის ინფორმაციის მიღებაც არის შესაძლებელი. გამოცემა edu.aris.ge-მ შემეცნებითი აპლიკაციების სია შეადგინა.

1. writing wizard

თუ თქვენი შვილი ინგლისურად წერას ახლა იწყებს, ეს აპლიკაცია თითოეული ასოს მოხაზვის სწავლაში დაეხმარება.

2. AniWorld Lite

თამაში, რომლის დახმარებითაც სხვადასხვა ცხოველების სახელების დამახსოვრებაა შესაძლებელი, 1-5 წლის ბავშვებზეა გათვლილი. თავდაპირველად ეკრანზე გამოსახული ცხოველი თვითონ ამბობს თავის სახელს, ეს ქართველ ბავშვებს ცხოველების ინგლისური სახელწოდებების სწავლის საშუალებასაც აძლევს.

3. Homework

პროგრამის ფუნქიცა გართობა სულაც არ გახლავთ, ის სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი და დავალებების, გეგმებისა თუ გამოცდების თარიღების ჩანიშვნისთვის გამოადგებათ.

4. 0-10 Numbers

პატარებს პროგრამის მეშვეობით ინგლისურად დათვლის სწავლა შეუძლიათ.

5. Kids numbers and Math

ბავშვებს აპლიკაცია 1-20-ის ფარგლებში შეკრება-გამოკლებაში „ავარჯიშებს“ და მათემატიკის საფუძვლებს მხიარული გზებით „ასწავლის“.

6. Fish school

ინგლისური ასოები, ციფრები, ფერები – ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი პროგრამა იტევს.

წყარო

ბავშვები, შემეცნებითი, აპლიკაცია

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...