7 მსახიობი, რომლებმაც როლისთვის სილამაზე მსხვერპლად გაიღეს

18.03.2019 ვარსკვლავები 55 0 0.0

Загрузка...

1. ქეით უინსლეტი

ქეით უინსლეტმა არაერთი ბრწყინვალე ლამაზმანის როლი ითამაშა, მაგრამ სწორედ გერმანელი ქალის როლმა ფილმში „წამკითხველი“, რომელიც სასტიკი საქციელის გამო გაასამართლეს, მას საოცნებო „ოსკარი“მოუტანა. გრიმიორის გენიალური ნამუშევრის დახმარებით ქეითის გმირი ფილმის მსვლელობისას სულ უფრო და უფრო ბერდებოდა და კარგავდა საკუთარ სილამაზეს.

2. ნატალი პორტმანი

ნატალი პორტმანი პოპულარულია როგორც მრავალმხრივი მსახიობი. ფილმში „V ნიშნავს ვენდეტას“ პორტმანს არ შეეშინდა როლისთვის თავი გადაეპარსა, ფილმში კი „გოიას აჩრდილები“ (ფოტო მარცხნივ) ითამაშა ქალი, რომელიც ინკვიზიციის მსხვერპლი გახდა.

3. ნიკოლ კიდმანი

2003 წელს ნიკოლ კიდმანი წარდგენილი იყო „ოსკარზე“ მწერალი ვირჯინია ვულფის როლისთვის ფილმში „საათები“. გრიმის დახმარებით მსახიობის იდეალური პორტრეტულ მსგავსებას მიაღწიეს ვულფთან. მსახიობის ფილმოგრაფია კი, სადაც ის ლამაზ ქალებს თამაშობს, ძალიან დიდია.

4. შარლიზ ტერონი

შარლიზ ტერონი არაერთხელ გამოჩნდა ეკრანებზე საბედისწერო ლამაზმანების როლში, მაგრამ სახელი და კინოკრიტიკოსების აღიარება „მონსტრიმა“ მოუტანა. ამ კინოსურათში მსახიობმა სერიული მკვლელი ითამაშა. როლისთვის მას 10 კგ-ზე მეტის მომატება მოუწია, გრიმის დახმარებით კი საშინლად გამოიყურებოდა. ამ როლისთვის მან „ოქროს გლობუსი“, „ოსკარი“ და „აშშ-ს კინომსახიობების გილდიის ჯილდო“ მიიღო.

5. მიშელ ფაიფერი

ჰოლივუდის ლამაზმანი მიშელ პფაიფერი საშინელ მოხუც ჯადოქრად გადაიქცამ ეთიუ ვონის ფილმში „ვარსკვლავური მტვერი“. ფილმში გაახალგაზრდავების მომენტში კი უბრალოდ არ შეიძლება არ აღფრთოვანდე მიშელის სილამაზითა და მისი შესანიშნავი ფორმებით. და ეს იმ დროს, როცა მსახიობი ფილმის გადაღების დროს 50 წლის იყო.

6. ენ ჰეთეუეი

ენ ჰეთეუეიმ მიუზიკლში ვიქტორ ჰიუგოს „საბრალონის“ უბედური გოგონა ფანტინა ითამაშა. ენის გმირს, იმისათვის რომ ოჯახი ერჩინა, იძულებული იყო გაეყიდა თმა და კბილები და დაკავებულიყო პროსტიტუციით. ამ როლისთვის მსახიობმა 10 კგ დაიკლო და პირდაპირ კამერების წინ „დაემშვიდობა“ გრძელ თმას - ეს სცენა „ცოცხლად“ იყო გადაღებული. ამ როლისთვის ენ ჰეთეუეიმ „ოქროს გლობუსი“, „ოსკარი“ და „აშშ-ს კინომსახიობების გილდიის ჯილდო“ მიიღო.

7. ჯულია რობერტსი

ჯულია რობერტსს უკვე დიდი ხანია 1990-იანების რომანტიკული ფილმების დედოფალად აღარ აღიქვამენ. „ოსკარის“ დამსახურებული ჯილდოს შემდეგ როლისთვის ფილმში „ერინ ბროკოვიჩი“ მსახიობის დრამატულ ნიჭში ეჭვი არავის ეპარება. ფილმში „საიდუმლო მათ თვალებში“ (ფოტო მარცხნივ) რობერტსმა ითამაშა ქალი - გამომძიებელი, რომლის ქალიშვილიც სასტიკად იყო მოკლული.

წყარო

ქალები, კინო, მსახიობები, გარდასახვა

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar