9 მარტივი მეთოდი იმისთვის, რომ საოცნებო მამაკაცი ხელიდან არ გაუშვათ

13.05.2019 საკითხავი 24 0 0.0

Загрузка...

ხშირად ხდება ისე, რომ ქალი გრძნობს, მზადაა სასიყვარულო ურთიერთობისთვის, საოცნებო მამაკაციც ჰყავს, მაგრამ ყურადღებას ვერ იპყრობს და პაემანზე არავინ ეპატიჟება. ამას ბევრი მიზეზი აქვს. შესაძლოა, მამაკაცს უბრალოდ აშინებს თქვენთან ურთიერთობა, რთულ ადამიანად ეჩვენებით.

ვნახოთ, მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ საოცნებო მამაკაცის გულის მოგების შანსი გაზარდოთ.

1. ეცადეთ ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ - არ ვამბობთ, რომ ყოველთვის ისე ჩაიცვათ, თითქოს, მოდის კვირეულზე, წითელ ხალიჩაზე ხართ, მაგრამ მაღაზიაში ჩასვილის დროსაც კი ეცადეთ, მოწესრიგებულები იყოთ და ლამაზად გამოიყურებოდეთ, რადგანაც არავiნ იცის გზად ვის გადაეყრებით. გახსოვდეთ, რომ პირველი შთაბეჭდილება ძალიან ბევრს ნიშნავს და თუ ყოველთვის კარგად გამოიყურებით, იზრდება შანსები იმისა, რომ სწორედ „მას“ შეხვდეთ და მოხიბლოთ, თუმცა ისიც გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ ბიჭს არ ადარდებს ვიზუალური მხარე.

2. ყურადღება მიაქციეთ სიარულის მანერას - შესაძლოა, ეს რჩევა სასაცილოდ გეჩვენებათ, მაგრამ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სულ ტყუილად. გამართეთ მხრები და ივარჯიშეთ სარკის წინ სიარულის მანერის დასახვეწად. ლამაზად სიარულi ქალს თავდაჯერებულობას ჰმატებს, თავდაჯერებულობა კი ის მახასიათებელია, რომელიც კაცებს ძალიან ხიბლავთ.

3. ნუ იქნებით მიუწვდომელი - იმისთვის, რომ საოცნებო მამაკაცმა პაემანზე დაგპატიჟოთ, ნუ მოაჩვენებთ თავს, თითქოს მიუწვდომელი ხართ. თუ მოღუშული სახით დადიხართ, არასოდეს იღიმით, ჩათვლიათ, რომ არ გსურთ ურთიერთობა. ასევე, ვერავის მოხიბლავთ, თუ თავი მუდამ სმარტფონში გაქვთ ჩარგული. გადადეთ ელექტრონული მოწყობილობები და გაიღიმეთ უფრო ხშირად.

4. ყურადღების მისაპყრობად ნუ იქნებით ყველაფერზე წამსვლელი - ასეთი ქალების მიმართ, როგორც წესი, კაცები ინტერესს კარგავენ. ყურადღების მისაპრყობად არ არის საჭირო გარშემომყოფებს შორის ყველაზე ხმამაღლა ისაუბროთ.

5. ისწავლეთ თვალებით კონტაქტი - თუ ვერ ახერხებთ სასურველ მამაკაცს აგრძნობინოთ თქვენი სიმპათიები, თვალებით კონტაქტი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. ამ მეთოდით მიახვედრებთ მას, რომ დაინტერესებული ხართ. გახსოვდეთ, რომ ხანგრძლივად არ მიაშტერდეთ. იყავით ბუნებრივები. გვერწმუნეთ, თვალებით რამდენიმეწამიანი კონტაქტიც საკმარისია.

6. გაატარეთ დრო მარტო - თუ მეგობრებთან ერთად ხართ და სასურველი მამაკაციც ახლოსაა, მოიქეცით ისე, რომ რამდენიმე წუთით მარტო დარჩეთ. ზოგიერთი კაცი ვერ გამოხატავს სიმპათიებს მაშინ, როცა გარშემო ბევრი ადამიანია და თუ ჯგუფს ცოტა ხნით გამოეყოფით, ამით მას თქვენთან მოსვლისა და საუბრის საშუალებას მისცემთ.

7. აჩვენეთ მას, რომ პრობლემები გაქვთ და მისი დახმარება გჭირდებათ - ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს მამაკაცის ყურადღების მიპყრობის, მისი უკეთ გაცნობის და ურთიერთობის აწყობის საუკეთესო საშუალებაა. კაცებში კოდურადაა მცველის ინსტიქტი და თუ აგრძნობინებთ, რომ მისგან დაცვა, ან დახმარება გჭირდებათ, მარტივად მიიპყრობთ ყურადღებას.

8. იყავი ისეთი, როგორიც ხარ - იმისთვის, რომ საოცნებო მამაკაცი ხელიდან არ გაუშვათ, პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა მიიღოთ ისეთი, როგორც სინამდვილეში ხართ.

9. დაივიწყეთ სრულყოფილებაზე ფიქრი - რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვურს, გვერდით მისტერ სრულყოფილება გვყავდეს, მაგრამ დაგვიჯერეთ, სრულყოფილი ადამიანი არ არსესბობს. ნუ ეძებთ ასეთს და გახსოვდეთ, რომ არც თქვენ ხართ სრულყოფილი.

წყარო

იმისთვის, მარტივი, საოცნებო, ხელი, მამაკაცი, მეთოდი

ერთი ნახატის საიდუმლო - ''სიკვდილის ტრიუმფი''...
21.05.2019
არასასიამოვნო ფაქტები, რომლებიც მაინც გვაინტერესებს.
21.05.2019
ვარსკვლავების აშკარად უცნაური კოსტიუმების ფოტოები
21.05.2019
"მე ვიჯექი ჟიურის სკამზე, როგორც სწორად ჩავთვალე, ისე მოვიქეცი…"
21.05.2019
მერიემ უზერლი კანის ფესტივალზე თავისი სექსუალური კაბით!...
21.05.2019
"მართლა ისეთი ლამაზი იყო, რომ უცებ თვალები ცრემლებით ამევსო"...
21.05.2019

სულ კომენტარი: 0
avatar