ადამიანის ყველაზე უცნაური დაავადება

29.08.2019 ჯანმრთელობა 28 0 0.0

Загрузка...

ეს რთული, ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, მას ზოგჯერ "დოქტორ სტრეინჯლავის სინდრომსაც" უწოდებენ – პერსონაჟი სტენლი კუბრიკის ფილმიდან, რომელსაც უცნაური მოვლენები ხდება თავს: მისი ერთი ხელი ხან თვითნებურად მოულოდნელად ზემოთ იწევა და ნაცისტურად ესლმება ხალხს, ხან კი საკუთარ მფლობელს ახრჩობს. თუმცა, მიუხედავად სიტუაციის კომიკურობისა, რომელშიც დოქტორი სტრეინჯლავი ხვდებოდა, სხვისი ხელის სინდრომში სასაცილო ნამდვილად არაფერია – აღნიშნული დაავადება ნამდვილად შემაშფოთებელი და ნაკლებად შესწავლილია.


image

რას წარმოადგენს ეს დაავადება

სინდრომის გამოვლენა სხვადასხვაგვარად ხდება, მაგრამ უმეტესად პაციენტის მიერ საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე კონტროლის დაკარგვით ხასიათდება. უფრო ხშირად მსგავს "თვითნებობას" ერთი ხელი ავლენს, რომელიც ისეთი მოქმედებების კეთებას იწყებს, გონებას რომ არ ექვემდებარება. ჩვეულებრივ ეს არის აგრესიული ან მოუხერხებელი გამოვლინებები, რომელიც ზიანს აყენებს ან ხელს უშლის ადამიანს.

მაგალითისთვის, სამედიცინო პრაქტიკაში არსებულ ორ შემთხვევას გამოვყობთ: ერთ-ერთი პაციენტი, პროფესიით პიანისტი, ჩიოდა რომ მისი მარჯვენა ხელი სულ სხვა რამეს უკრავდა, ვიდრე მას სურდა. მეორე პაციენტს, ხანშიშესულ მამაკაცს, პრობლემები კითხვასთან დაკავშირებით გაუჩნდა – მაშინ როდესაც მოისურვა ერთი ხელით წიგნი გადაეფურცლა, მეორე, ე.წ. "უცხო" ხელი მას ხურავდა კაცის სურვილის საწინააღმდეგოდ. გასული საუკუნის ბოლოს ბევრი ამის მსგავსი კიდევ უფრო უცნაური ფაქტები დაფიქსირებულა.

ვინ და როდის აღმოაჩინა

პირველად ეს დაავადება აღწერა გერმანელმა ფსიქიატრმა კურტ გოლშტეინმა ჯერ კიდევ შორეულ 1908 წელს. საკუთარ წიგნში – " მთლიანობის პრინციპი მედიცინაში, " მან 57 წლის პაციენტის საინტერესო ისტორია ახსენა. ქალი ყვებოდა თუ როგორ გაეღვიძა იმის გამო, რომ საკუთარი ხელი მის დახრჩობას ცდილობდა და ამ მოქმედების კონტროლი მას საერთოდ არ შეეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევა მეტად აღარ განმეორებულა, გოლშტეინმა ჩათვალა, რომ პაციენტს ფსიქიკური გადახრები ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო. მხოლოდ ქალბატონის სიკვდილის და გვამის გაკვეთის შემდეგ დადასტურდა, რომ მას ტვინში დარღვევები ჰქონდა – კავშირის დაზიანება ორ ნახევარსფეროს შორის. მეცნიერმა ივარაუდა, რომ ეს იყო მიზეზი აღნიშნული სინდრომისა და ამჯერად ის მართალი აღმოჩნდა.

რა არის ამის მიზეზი

დღესდღეობით ამ სინდრომის განვითარების სხვა ახსნა, გარდა გოლშტეინის ჰიპოტეზისა, არ არსებობს. დაავადების გამოვლენის აღწერილი შემთხვევები მსოფლიოში სულ რამდენიმე ათეულია. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მისი შესწავლით ამერიკელი ფსიქოლოგები სტივენ ბრიონი და კარელ ედინიაკი იყვნენ დაკავებულები. საკუთარ ნაშრომში, "ჰემისფეროებს შორის კავშირის დარღვევა, " შემდეგი დასკვნა გააკეთეს –სინდრომი წარმოიქმნება იმ შემთხვევაში თუ ტვინი აგზავნის სიგნალს კიდურებისკენ რაიმე მოქმედების გასაკეთებლად და ამ დროს არ ვითარდება მკაფიო სურვილი ზუსტად ამ ქმედების შესასრულებლად.

უფრო ახალმა კვლევებმა (როი მაქევეის ხელმძღვანელობით), რომელიც 2011 წლით თარიღდება, აჩვენა, რომ ადამიანს თავში მექანიზმი აქვს, რომელიც დესტრუქციული ქმედებებისკენ სპონტანურად გაჩენილი აზრებისა და სურვილების ბლოკირებას ახდენს. როგორც ჩანს, იმ პაციენტებს, რომელთაც სხვისი ხელის სინდრომი სჭირთ, აღნიშნული მექანიზმები მოშლილი აქვთ. სამწუხაროდ, მისი განკურნება შესაძლებელია თუ არა და რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ავტორი:Lerato

წყარო

ყველა, უცნაური, დაავადება, ადამიანი

დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები!
20.09.2019
ვინ არის გოგონა,რომლის დანახვაზეც კომენტატორს ენა დაება
20.09.2019
დესერტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რომელი შეგეფერებათ?
20.09.2019
ბრედ პიტი GQ-ის გარეკანზე! მსახიობის ახალი ფოტოსესია!
20.09.2019
2019 წლის საშემოდგომო ეკომეგობრულ კოლექციას
20.09.2019
12 ყველაზე ლამაზი მუზეუმი მსოფლიოში
20.09.2019

სულ კომენტარი: 0
avatar