ადვოკატ, დავით კაკოიშვილის განცხადებით ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორი ცრუობს...

12.08.2017 საკითხავი 499 0 0.0

Загрузка...

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დავით კაკოიშვილის განცხადებით ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ სააკაშვილს ოფიციალური ვიზიტებისას გაწეულ ხარჯებს არ ედავებიან. როგორც სააკაშვილის ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა განმარტა, საქმეში არსებული მტკიცებულებები და დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ხარჯების უმეტესობა, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტების დროს გაიწია. 

ადვოკატმა ამის დამადასტურებელი რამდენიმე დოკუმენტიც წარადგინა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის დაცვის წევრის პატაკი, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა თანხა რაში დაიხარჯა.
„პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ედავებიან იმ თანხებს, რომელიც გასწია ოფიციალური ვიზიტების დროს. მე მაქვს საქმის მასალიდან ამოღებული რამდენიმე მაგალითი. ასეთი დოკუმენტი საქმეში ძალიან მრავლადაა. საქმეში არის პატაკი, დაცვის თანამშრომლის მიერ შედგენილი 2011 წელს, რომელშიც მითითებულია, რომ გერმანიაში, პრეზიდენტ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტის დროს გაიწია გარკვეული ხარჯები და ეს თანხა ამ დოკუმენტში არის მითითებული. 

2011 წლის 4-6 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მიუნხენის 47-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე. შესაბამისად გამოდის, რომ რაც ნათია სონღულაშვილმა თქვა არის ტყუილი, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს ედავებიან იმ წარმომადგენლობით ხარჯებს, რომელიც მან გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს გასწია. ასევე არის დოკუემნტები, რომლებიც ეხება პრეზიდენტ სააკაშვილის დიდ ბრიტანეთში და იტალიაში ოფიციალურ ვიზიტებს, რა დროსაც გაიწია შესაბამისი ხარჯები“, - განაცხადა კაკოიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე ასეთი განცხადებებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით იმის დამტკიცებას, რომ სააკაშვილი ხარჯებს საკუთარი ფუფუნებისთვის წევდა.  „ბრალდების მხარე ცდილობს ამ საქმეში წარმოაჩინოს, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი არა წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, არამედ საკუთარი ფუფუნებისთვის გასწევდა ამ ხარჯებს არამიზნობრივად. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება პროკურორის ის განცხადება, რომ თითქოს ოფიციალური ვიზიტების დროს გაწეულ ხარჯებს არ ედავებიან მიხეილ სააკაშვილს. 

რეალურად მიხეილ სააკაშვილს ედავებიან სწორედ წარმომადგენლობით ხარჯებს, რომელიც გაიწია ვიზიტების დროს, სასტუმროს დასაჯავშნად გაწეულ ხარჯებს, ასევე კვების, სტუმრებისთვის გადასაცემის საჩუქრების, სანდრა რულოვსის მიერ გაწეული საქველმოქმედო, გვირგვინებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლებიც მიტანილი იქნა ლეხ კაჩინსკის საფლავზე, ვაცლავ ჰაველის მემორიალთან და ა.შ. ასეთი ხარჯებისგან შედგება ბრალდების ეს აბსურდული საქმე“, - აღნიშნა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა.


დავით კაკოიშვილის განცხადებით ე.წ. , ადვოკატ

2019 წლის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
18.07.2019
2019 წლის 18 ივლისის მთვარის ჰოროსკოპი
18.07.2019
რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება? - ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის.
18.07.2019
სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ
17.07.2019
რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე
17.07.2019
რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად
17.07.2019

სულ კომენტარი: 0
avatar