აი რა გავლენას ახდენს წყვილების ურთიერთობაზე პორნო ფილმების ყურება! +15

08.01.2019 სექსის შესახებ 237 0 0.0

Загрузка...

ციფრული ეპოქის ერთ-ერთი სწრაფად და რეგულარულად მოხმარებადი მემკვიდრეა პორნოგრაფია. ბოლო მონაცემების მიეხდვით, მხოლოდ აშშ-ში 40 მილიონი ადამიანია დამოკიდებული პორნოგრაფიაზე. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ დამოკიდებული ადამიანებიდან უმეტესი მოზარდები არიან და მათ შორის მოზარდი ქალების მცირე ნაწილი, რაც მათი თქმით ნორმალურია, თუმცა გვინმარტავენ, რომ უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს გონებაზე.

image

კოლეჯის სტუდენტების გამოკითხულიდან მამაკაცის 70.8% და ქალის 45.5% გამოტყდა, რომ უყურებს პორნოს და კვლავაც განაგრძობს მომავალში. მამაკაცთა 22.3% და ქალთა 26.3% მიიჩნევს, რომ პორნოგრაფია არანაირ როლს არ ასრულებს მათ რომანტიკულ ურთიეთობაში. ამრიგად, მხოლოდ ქალები ფიქრობენ პორნოგრაფიაზე დამოკიდებულების საფრთხეზე, მამაკაცებს კი ეს მორიგ გასართობად მიაჩნიათ მხოლოდ და მხოლოდ.

Nathaniel Lambert-ისა და მისი დამხმარე მკვლევარების აზრით, პორნოგრაფიის ხშირი ყურება საფრთხეს უქმნის წყვილის რომანტიკულ და სტაბილურ ურთიერთობას.

სამი კვლევის შედეგი ადასტურებს, რომ პორნოს შუძლია მეტი ზიანი მოგიტანოთ, ვიდრე სარგებელი - ამბობენ Psychology Today-ს სწავლულები.

1. ადამიანების ურთიერთობა, რომლებიც გულგრილნი არიან პორნოს მიმართ, უფრო ძლიერია.

image

ამანდა მედოქსმა და მისმა გუნდმა გამოკითხა 18-დან 34 წლამდე ასაკის მამაკაცები და ქალები, რომლებიც რომანტიკულ ურთიერთობებში იყვნენ. ამ ინტერვიუთი მკვლევარებმა შეაფასეს წყვილების უარყოფითი კომუნიკაციის დონე, ურთიერთობების კორელაციები, ვალდებულებები ან ინტერპერსონალური ვალდებულებები, სექსუალური კმაყოფილება და ღალატი.

გამოკითხული წყვილებიდან 76.8% მამაკაცი და 34.6% ქალი ცალკე, მარტო უყურებს სექსუალური შინაარსის ვიდეოებს. ხოლო მათ, ვინც არ უყურებს მსგავსი შინაარსის ვიდეოებს, ჰქონდათ ნეგატივის დაბალი დონე. უფრო ჰარმონიული ურთიერთობა და უფრო მეტი სექსუალური კმაყოფილება. მათი ღალატის დონეც დაბალი აღმოჩნდა. წყვილებს, რომლებიც ერთად უყურებდნენ პორნო მასალას, უფრო მჭიდრო და კმაყოფილი ჰქონდათ სექსი, ხოლო წყვილებს, რომლებიც ცალ-ცალკე უყურებდნენ, არც ისე ეწყობოდნენ საწოლში.

2. პორნოს ყურება წყვილებს შორის ვალდებულებების არსებობას ანულებს.

image

Nathaniel Lambert, Cesen Negash და სხვების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პორნოს ხშირმა ყურებამ წყვილებს ერთმანეთის მიმართ არსებული მხოლოდ ვალდებულებები კი არა, არამედ ცნება ერთგულებაც დაავიწყა. დიახ, ადამიანები, რომლებიც ხშირად უყურებენ და დამოკიდებულნი არიან პორნომასალაზე, უფრო არიან მიდრეკილნი ფლირტისკენ, ტყუილისა და ღალატისკენ.

3. ალტერნატიული ფანტაზიები რეალურ სამყაროში გვატყუებენ.

image

პირველ რიგში, ეკრანიდან ნანახი მიმზიდველი ქალი თუ კაცი, არ შეიძლება თქვენთვისაც იყოს ხელმისაწვდომი და მეორე, ეს ფაქტი გაიძულებთ შეცვალოთ თქვენი პარტნიორი, გაგიმართლებთ თუ არა იდეალურის მოძებნაში, ეს უკვე ცალკე თემაა, თუმცა თქვენს გონებას უკვე სხვა სურს.

პორნოს ხშირი ყურება პარტნიორებს ერთგულებას ავიწყებს, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნე. ღალატის და მათი შეცვლის სურვილი უჩნდებათ აგრეთვე იმ ადამიანების პარტნიორებს, რომლებიც ფიზკურად სექსუალურები და მიმზიდველები არიან, საქმე უკვე მათი პარტნიორის გონებაშია.

წყარო

პორნო, ურთიერთობა, წყვილები, ფილმები, გავლენა

დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები!
20.09.2019
ვინ არის გოგონა,რომლის დანახვაზეც კომენტატორს ენა დაება
20.09.2019
დესერტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რომელი შეგეფერებათ?
20.09.2019
ბრედ პიტი GQ-ის გარეკანზე! მსახიობის ახალი ფოტოსესია!
20.09.2019
2019 წლის საშემოდგომო ეკომეგობრულ კოლექციას
20.09.2019
12 ყველაზე ლამაზი მუზეუმი მსოფლიოში
20.09.2019

სულ კომენტარი: 0
avatar