აი, როგორ უნდა გაშიფროთ სისხლის ანალიზი ექიმის დახმარების გარეშე

08.04.2019 ჯანმრთელობა 28 0 0.0

Загрузка...

სამედიცინო განათლების გარეშე სისხლის ანალიზის გარჩევა გაგიჭირდებათ. ის პაციენტისთვის არ არის შედგენილი, არამედ ექიმისთვის, რომელმაც ანალიზის მონაცემებით პაციენტის მდგომარეობა უნდა განსაზღვროს.

თუმცა ზოგადი წარმოდგენა, თუ ეს თუ ის მაჩვენებელი რას ნიშნავს, ხელს არ შეგიშლით.

ექიმი ანდრეი ლასლაუ გიამბობთ, როგორ წაიკითხოთ სისხლის ანალიზი:

image

1. ჰემოგლობინი (HB)

რთული ცილები, რომლის მთავარი კომპონენტია ერითროციტები. მისი მთავარი ფუნქცია ფილტვებიდან ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდებს და CO2-ის გამოდევნა.

ნორმა: მამაკაცებისთვის - 130-160 გ/ლ, ქალებისთვის - 120-140 გ/ლ

თუ ჰემოგლობინი შემცირებულია, ეს შესაძლო ანემიაზე ან სისხლის დაკარგვაზე მეტყველებს, ხოლო გაზრდილი მაჩვენებელი გაუწყლოებაზე, სისხლის დაავადებასა და ზოგიერთი სახის გულის უკმარისობაზე მიგანიშნებთ.

2. ერითროციტები

სისხლის სხეულები, რომელსაც ჰემოგლობინი შეიცავს.

ნორმა: მამაკაცებისთვის - 4, 0–5, 1 × 10¹² უჯრედი/ლ, ქალებისთვის - 3, 7–4, 7 × 10¹² უჯრედი/ლ

ჯანმრთელ ადამიანს ერითროციტების ჭარბი რაოდენობა მთაზე, მაღალ სიმაღლეზე აქვთ. ჩვეულებრივ ეს ბრონქების, ფილტვების, თირკმლების, ღვიძლის ან გულის დაავადებაზე მეტყველებს.

ერითროციტების დეფიციტი ანემიაზე, მწვავე სისხლის დაკარგვაზე, ქრონიკულ ანთებით პროცესებზე საუბრობს. ზოგჯერ ორსულობის ბოლო ეტაპზე ვლინდება.

3. ლეიკოციტები

სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ძვლის ტვინსა და ლიმფურ კვანძებში იწარმოება, რომ ორგანიზმი ტოქსინების, ვირუსებისა და ბაქტერიებისგან დაიცვას.

ნორმა: 4, 0–9, 0 × 10⁹ უჯრედი/ლ

ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში ანთებაზე ან ბაქტერიულ ინფექციაზე საუბრობს. ზოგჯერ ლეიკოციტების რაოდენობა ძლიერი სტრესის, ფიზიკური დაძაბულობის ან ორსულობის დროს იზრდება.

ვირუსული ინფექცია, ასევე ანალგეტიკების და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება ლეიკოციტების რაოდენობას ამცირებს.

4. თრომბოციტები

უჯრედები, რომლებიც სისხლის დაკარგვას ამცირებენ.

ნორმა: 180–320 × 10⁹ უჯრედი/ლ

ჭარბი რაოდენობა შეიძლება უთითებდეს ტუბერკულოზს, წყლულოვან კოლიტს ან ღვიძლის ციროზს.

დეფიციტი გვხვდება ალკოჰოლის მოხმარების, რთული ლითონებით მოწამვლის, სისხლის დაავადების, თირკმლის უკმარისობის, ღვიძლის და ლორწოვანი გარსის დაავადებისა და ჰორმონალური დარღვევის დროს.

5. ESR

ერითროციტების დალექვის სიჩქარე.

ნორმა: მამაკაცებისთვის - 2–10 მმ/სთ, ქალებისთვის - 2-15 მმ/სთ.

მაღალი მაჩვენებელი გვხვდება ინფექციების, ანთების, ანემიის, თირკმლის დაავადების, ჰორმონალური დარღვევის, დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომი შოკის, ორსულობის და მენსტრუაციის დროს.

შემცირება - სისხლის მიმოქცევის უკმარისობით და ანაფილაქსიური შოკის დროს.

6. გლუკოზა, შაქარი სისხლში

ნორმა: 3, 5–6, 5 მმოლ/ლ

მაღალი მაჩვენებელი შაქრიან დიაბეტზე მიგანიშნებთ.

დაბალი კი არარეგულარულ კვებასა და ჰორმონალურ დარღვევაზე.

7. საერთო ცილა

ნორმა: 60-80 გ/ლ

მცირდება მკაცრი დიეტის შემდეგ, ასევე ღვიძლის და თირკმლის მუშაობის დარღვევის დროს.

8. საერთო ბილირუბინი

ბილირუბინი ნაღვლის წითელი პიგმენტია, რომელიც ღვიძლის მუშაობას გიჩვენებთ.

ნორმა: 20, 5 მმოლ/ლ

ჰეპატიტის, შარდკენჭოვანი დაავადების დროს ან ერითროციტების მაჩვენებლის დარღვევისას მაჩვენებელი იზრდება.

9. კრეატინინი

ნორმა: 0, 18 მმოლ/ლ

გაზრდილი მაჩვენებელი თირკმლების უკმარისობაზე მეტყველებს.

წყარო

სისხლის ანალიზი, დახმარება, ექიმი

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar