აირჩიეთ ტუბი, რომელიც თქვენსას ჰგავს და გაიგეთ, როგორი ხასიათი გაქვთ

07.11.2018 ტესტები 18 0 0.0

Загрузка...

ამ უმნიშვნელო მოქმედებას - კბილის პასტის ტუბზე ხელის მოჭერას უამრავი რამის თქმა შეუძლია თქვენი პიროვნების შესახებ.

1. პერფექციონისტი

თუ თქვენ კბილის პასტის ტუბს ქვემოდან ზემოთ კეცავთ, საკმაოდ ხელმომჭირნე და სისუფთავის მოყვარული ბრძანდებით. და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ზრუნავთ საკუთარ ნივთებზე, თქვენთვის სულერთი არ არიან გარშემომყოფი ადამიანები.
პერფექციონისტი ბრძანდებით და არ გიყვართ უაზრო ურთიერთობები და დროის ფუჭად კარგვა, ამიტომაც რესურსებს მთლიანად იყენებთ. მიჩვეული ხართ თავდაუზოგავ შრომასა და საკუთარი საქმის პროფესიონალურად კეთებას, ამიტომაც ადამიანებს ყოველთვის შეუძლიათ, დაგეყრდნონ. სახლში იდეალური წესრიგი გაქვთ, ცხოვრებაში კი ყველაფერი - მოწესრიგებულ-ორგანიზებული.

2. რეალისტი

თუ თქვენ კბილის პასტის ტუბს შუაში უჭერთ ხელს, შეიძლება ითქვას, რეალისტი და აქტიური პიროვნება ბრძანდებით, რომელიც თითქმის სულ ჩქარობს.
ვერავინ გიწოდებთ აკურატულსა და მობილიზებულს, მაგრამ სირთულეებს პირისპირ ხვდებით და არ გაურბიხართ. შეგიძლიათ, სულიერად არ დაეცეთ და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოხვიდეთ.
საკმაოდ კომუნიკაბელური ხართ, ადვილად ემეგობრებით ადამიანებს და გიყვართ წინა პლანზე დგომა. ემოციურად სტაბილური ბრძანდებით და წონასწორობის შენარჩუნებაც შეგიძლიათ.

3. ჯიუტი

თუ თქვენ კბილის პასტის ტუბს ზემოთ, სახურავთან ახლოს უჭერთ ხელს, საკმაოდ ჯიუტი ბრძანდებით და საკუთარ პრინციპებს არასოდეს ღალატობთ. ყველაფრისთვის მზად ხართ, ოღონდ კი დასახულ მიზანს მიაღწიოთ.
ხანდახან პესიმიზმი გეძალებათ და ძალიან ფრთხილობთ ახალი ადამიანების გაცნობისას. უბრალოდ, მიეჩვიეთ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლება გქონდეთ.
თვითკმაყოფილი ადამიანი ხართ და გიყვართ საკუთარი თავი. და ეს ძალიან კარგია. მაგრამ ფრთხილად იყავით - ეს ყველაფერი ავადმყოფურ ეგოიზმში არ გადაიზარდოს.

4. შემოქმედებითი

თუ თქვენ ცდილობთ კბილის პასტის ტუბი პრაქტიკულად ხელშეუხებელი დატოვოთ, ე.ი. მარტოობა გიყვართ. მეოცნებე და შემოქმედებითი ადამიანი ხართ. და ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს საკუთარ სამყაროში ცხოვრობთ.
თუ თქვენ ძალიან ცოტა კბილის პასტას დებთ ჯაგრისზე, შეიძლება ასე დაგახასიათოთ: მგრძნობიარე, დელიკატური, დიდსულოვანი, გონიერი და მომთმენი. ხოლო ისინი, ვინც ბევრ პასტას დებენ ჯაგრისზე, როგორც წესი, პირდაპირები და გულუხვები არიან.
თავში უამრავი აზრი და იდეა მოგდით, და მზად ხართ, სხვებსაც გაუზიაროთ.

5. გახსნილი

თუ თქვენ ჩვევაში არ გაქვთ, მაინცდამაინც ერთ კონკრეტულ ადგილას მოუჭიროთ ხელიკბილის პასტის ტუბს, ე.ი. თქვენ მდიდარი წარმოსახვის უნარითა და გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ბრძანდებით. ზოგჯერ თქვენი ცხოვრება გაურკვევლობებითაა სავსე.
მოგწონთ დაუგეგმავად ცხოვრება. ოპტიმისტი და მიუკერძოებელი ადამიანი ხართ, რომელსაც უკეთესი მომავლის სჯერა.
არ გახასიათებთ ადამიანების დამცირება და დადანაშაულება. ხშირად გიჩნდებათ ძლიერი სურვილი რაღაცის მიღწევისა, მაგრამ ზოგჯერ საამისოდ ნებისყოფა არ გყოფნით.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

წყარო

თქვენი, ჰგავს, როგორი, აირჩიე ტუბი, გაიგეთ, ხასიათი, გაქვთ

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...