ახალგაზრდა ამერიკელმა, ბარბის რომ დამსგავსებოდა, 35 ათასი დოლარი დახარჯა

14.03.2018 ფაქტები 216 0 0.0

Загрузка...

ამერიკელმა ქალმა, აზიური ფესვებით, თვალებზე პლასტიკური ოპერაცია იმისთვის გაიკეთა, რომ ბარბის დამსგავსებოდა. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

ლოს-ანჯელესელი ოფელია ვენიტი გამოტყდა, რომ პოპულარულ თოჯინას რომ დამსგავსებოდა ოპერაციებში საერთო ჯამში 35 ათასი დოლარი გადაიხადა.

“ახლა ბევრი თოჯინაა, რომელიც გამოირჩევა ზომით, კანის ფერით, თუმცა მე ყველაზე მეტად ყოველთვის მომწონდა ბარბის კლასიკური ვერსია. ამიტომაც, ყოველთვის მინდოდა, ევროპეიდს დავმსგავსებოდი.“, - განაცხადა ქალმა და იქვე განმარტა, რომ არ უნდა ვინმეს რასისტი ეგონოს.

ცოტა ხნით ადრე მან ბლეფაროპლასტიკა გაიკეთა - თვალის ჭრილის და ღაწვების ფორმის ოპერაცია. ეს პროცედურა მას 4 ათასი დოლარი დაუჯდა.

მისი თქმით, ადრე დაბალი თვითშეფასება ჰქონდა, მაღალ კლასებში კი - ანორექსია.

“რადგან კოსმეტიკური პროცედურები მეხმარება თოჯინას ვგავდე, თვეში მინიმუმ ერთხელ ვიკეთებ ბოტოქსს და ვიღიავებ თმას“, - თქვა ოფელიამ.

წყარო: imedinews.ge

ფოტო: Facebook


ამერიკელმა, ოპერაცია, თვალებზე, ბარბის, პლასტიკური, გაიკეთა, აზიური, ქალმა, ფესვებით, იმისთვის

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...