ახალი კვლევის შედეგი - წითურ მამაკაცებს უფრო მეტი სექსი აქვთ და ქალებში უფრო პოპულარულები არიან

13.07.2019 სექსის შესახებ 17 0 0.0

Загрузка...

ახალი კვლევის თანახმად, ბოლო წლებში წითური მამაკაცების პოპულარობა გაიზარდა, მათ ახლა უფრო მეტად სექსუალურებად მიიჩნევენ და შესაბამისად, წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი სექსი აქვთ. როგორც კვლევის დასკვნაშია აღნიშნული, საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა წითურებისადმი ცნობილ წითურ პოპვარსკვლავს, ედ შირანს უკავშირდება.

დღეს ამ მშვენიერი „ცეცხლოვანი“ ადამიანების მიმართ სულ უფრო მეტი ინტერესია.

მკვლევარებმა გამოკითხვა ინტერნეტის საშუალებით ჩაატარეს. მასში ჩართული იყო 175 წითური მამაკაცი და 1000 არაწითური ქალი.

კვლევამ აჩვენა, რომ ქალების მესამედს წითური მამაკაცების მიმართ დადებითი დამოკიდებულება განსაკუთრებით მას შემდეგ გაუჩდათ, რაც მომღერალი ედ შირანი პოპულარული გახდა.

კვლევის დასკვნაში აღნიშნულია,რომ წითურების პოპულარობის გაზრდა და საზოგადოების აზრის შეცვლა მათდამი გასაკვირი არ არის.

„არ არის გასაკვირი, რომ წითურების პოპულარობა ბოლო წლებში უფრო გაიზარდა და ისინი საზოგადოების უფრო მეტ ყურადღებას იპყრობენ, ვიდრე წინა წლებში. დღეს ჩვენ უამრავ მომხიბლელ „ცეცხლოვან“ ვარსკვლავს ვიცნობთ. მათ შორისაა ემა სტოუნი, ისლა ფიშერი და ა.შ.

პოპ ვარსკვლავი ედ შირანი გვიჩვენებს, რომ გარეგნობას არანაირი ეფექტის მოხდენა არ შეუძლია წარმატებაზე და ის ვერ დაჩრდილავს ნიჭს და დღეს სწორედ თავისი ნიჭის წყალობით შირანის ბუნებრივ წითურ ფერს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს“, - აღნიშნულია კვლევაში.

წყარო

სექსი, წითური, მამაკაცები, წყვილი

2019 წლის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
18.07.2019
2019 წლის 18 ივლისის მთვარის ჰოროსკოპი
18.07.2019
რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება? - ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის.
18.07.2019
სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ
17.07.2019
რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე
17.07.2019
რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად
17.07.2019

სულ კომენტარი: 0
avatar