ახალი სექსუალური ორიენტაცია მსოფლიოს იპყრობს! +15

15.05.2019 სექსის შესახებ 28 0 0.0

Загрузка...

ეს ყოველგვარ საზღვარს სცდება და იწვევს საზოგადოების სრულ შოკს და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები უარყოფენ ამ ფაქტს, ის მაინც ხდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. თემა ეხება ახალ ორიენტაციას, რომელსაც სექსოლოგები "პანსექსუალიზმს" უწოდებენ და წინასწარმეტყველებენ მის დიდ ტირაჟს მომავლის ადამიანებში.

image

სექსუალური ორიენტაცია აღწერს კაცების, ქალების, ორივეს ან არცერთის მიმართ ემოციურ, რომანტიკულ და/ან სექსუალური მიმზიდველობას. „ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის“ მიხედვით სექსუალური ორიენტაცია ასევე გამოხატავს „პიროვნული და სოციალური იდენტობის განცდას, რომელიც დამყარებულია იმ მიზიდულობებზე, მათ გამომხატველ ქცევებსა და იმ ჯგუფის მიკუთვნებულობაზე, რომლის წევრებიც ამ ემოციებს იზიარებენ“. მკვლევართა შორის არსებული კონსენსუსის თანახმად, სექსუალური ორიენტაცია არ არის არჩევანი. არ არსებობს სექსუალური ორიენტაციის გამომწვევი მარტივი, ერთი მიზეზი, არამედ კვლევები გვიჩვენებენ, რომ ესაა გენების, ჰორმონებისა და გარემოს გავლენათა კომბინაცია. ისინი ემხრობიან ბიოლოგიაზე დაფუძნებულ თეორიებს, რომლებიც გენეტიკურ და სოციალურ ფაქტორებზე მიუთითებენ. სექსუალური ორიენტაცია, როგორც წესი, სამი სახის ტერმინით გამოიხატება: ჰეტეროსექსუალობა, ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა (ასექსუალობა ზოგი მკვლევარის მიერ მიიჩნევა სექსუალური ორიენტაციის მეოთხე კატეგორიად).

image

თუ ადამიანების მხოლოდ ამ ორიენტაციებს იცნობდით - ჰომოსექსუალი, ბისექსუალი, ჰეტეროსექსუალი და ტრანსექსუალი, ახლა ეს კონცეფცია წარსულს ბარდება და მას სრულიად სხვა, ტერმინით პანსექსუალი ანაცვლებს.

პანსექსუალიზმი გავრცელებული ყოფილა უძველეს საბერძნეთში და ჰყავდა უამრავი მიმდევარი. გაგიკვირდებათ და ამ მიმდევრობას თავისი ღმერთი "პანიც" ჰყავდა.

image

რაში მდგომარეობს "პანსექსუალიზმის" არსი?

გაგიკვირდებათ და პანსექსუალიზმის არსი იმაშია, რომ ადამიანს მთავარია ჰქონდეს სურვილი და ვისთან და როდის დაიკმაყოფილებს მას, ამას საერთოდ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა (ეს იქნება სხვა სქესის წარმომადგენელი თუ ვინმე ახლობელი).

პანსექსუალიზმი აქტიურად ვრცელდება მთელს მსოფლიოში. ის არავის ავალდებულებს, არავის არაფერს უმტკიცებს და არ ეწინააღმდეგება სხვებს. ის იპყრობს მსოფლიოს ომის გარეშე და ანიჭებს სიყვარულს ყველას, ვისაც ის სჭირდება ამ კუთხით. ის სცდება საზღვრებს და ხსნის ახალ ჰორიზონტს მომავლის ადამიანებისთვის, რადგან ამჟამად ეს კონცეფცია სრულიად ეწინააღმდეგება გარკვეული სტერეოტიპების შეხედულებებს.

ავტორი: მეამეა

წყარო

მსოფლიო, +15, ორიენტაცია, ახალი, სექსუალური

ერთი ნახატის საიდუმლო - ''სიკვდილის ტრიუმფი''...
21.05.2019
არასასიამოვნო ფაქტები, რომლებიც მაინც გვაინტერესებს.
21.05.2019
ვარსკვლავების აშკარად უცნაური კოსტიუმების ფოტოები
21.05.2019
"მე ვიჯექი ჟიურის სკამზე, როგორც სწორად ჩავთვალე, ისე მოვიქეცი…"
21.05.2019
მერიემ უზერლი კანის ფესტივალზე თავისი სექსუალური კაბით!...
21.05.2019
"მართლა ისეთი ლამაზი იყო, რომ უცებ თვალები ცრემლებით ამევსო"...
21.05.2019

სულ კომენტარი: 0
avatar