ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოსთან მრავალმხრივი თანამშრომლობის პირობას დებს

04.12.2018 ახალი ამბები 33 0 0.0

Загрузка...

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ სამშაბათს, 4 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს მარტში ეწვია, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ქვეყნებს შორის 60-ზე მეტი სხვადასხვა ორმხრივი შეთანხმებაა გაფორმებული.

ლუკაშენკომ საქართველოს ელჩს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულება მიულოცა და სთხოვა ყველაზე თბილი სიტყვები გადაეცა არჩეული პრეზიდენტისთვის.

„პირველად საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ქალი აირჩიეს პრეზიდენტად და ეს შეიძლება კარგი გამოცდილება იყოს, ვნახავთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ. ბელარუსის პირველმა პირმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ კომენტარი გააკეთა და პროცესი დადებითად შეაფასა.

„ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ მოძმე და მეგობარ ერთან ურთიერთობას და მზად ვართ, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით განვავითაროთ“ , - აღნიშნა ლუკაშენკომ.

2017 წლისთვის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $93.5 მლნ-ს შეადგენდა.

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დამყარდა.


თანამშრომლობა, ლუკაშენკო, ალექსანდრე, პირობა, საქართველო, მრავალმხრივი, დებს

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია - ფოტო და ვიდეო კადრები
16.12.2018
2018 წლის 17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16.12.2018
2018 წლის 16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
15.12.2018
მეგან მარკლმა პრინც ჰარის მავნე ჩვევაზე ათქმევინა უარი
15.12.2018
Google-მა 2018 წლის ყველაზე ძებნადი ვარსკვლავები დაასახელა
15.12.2018
საოცარი ისტორია “Jingle Bells”– ის სიმღერის მიღმა
15.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...