ამერიკელი ქალბატონი სმარტფონებს სასტიკად გაუსწორდა!

11.04.2016 საზოგადოება 657 0 0.0

Загрузка...

აშშ-ში მცხოვრებმა ქალბატონმა, თავისი შვილების მხრიდან ინტერნეტ-დამოკიდებულების საპროტესტოდ, რადიკალურ მეთოდს მიმართა: მან თოფით გაანადგურა ბავშვების iPhone -ები!

Apple - ის ელექტრონული მოწყობილობების საზეიმო „დასჯა“, ოჯახის ნაცნობმა ჩაწერა და შემდეგ YouTube -ს ვიდეოჰოსთინგზე ატვირთა! ქალბატონმა, რომელიც საკუთარ თავს „სამხრეთელ დედას“ უწოდებს, სმარტფონები გადაჭრილ ხეზე განათავსა და თოფიდან - გამანადგურებელი ცეცხლი გაუხსნა, ხოლო, მოწყობილობის დარჩენილი დეტალები, ჩაქუჩით დაამსხვრია!

ამ აქტით, მან „ტელეფონებისგან გამოთაყვანებული“ თავისი შვილების დემონსტრაციული დასჯა მოაწყო, რომლებიც ბუნებრივია, უკმაყოფილონი არიან, მაგრამ მრისხანე „სამხრეთელ დედას“, ვერაფრის თქმას უბედავენ... „დასჯის“ პროცესში, ქალბატონმა ახსნა, რომ მოწყობილობებს იმიტომ ანადგურებს, რათა კვლავ თავისი აღსაზრდელების სრულფასოვანი დედა გახდეს, რომლებსაც ინტერნეტ-დამოკიდებულების გამო, მისი არაფერი ესმით.  

შეგხსენებთ, რომ ამერიკის ფსიქოლოგიურმა ასოციაციამ არაერთხელ გააკეთა განცხადება სოციალურ მედიაში ინტერნეტ-დამოკიდებულებით გამოწვეული მავნე ფსიქოლოგიური დაავადებების შესახებ.

 სოციალური ქსელები, არამარტო  შთანთქავენ მოზარდების ყურადღებას და წყვეტენ მათ სწავლის პროცესისგან, არამედ: მათში დეპრესიას, ზედმეტ აღგზნებადობას, მანიას, აგრესიულ გადახრებსა და ანტი-სოციალურ დამოკიდებულებასაც იწვევენ!

სმარტფონებს, ამერიკელი, ამერიკელი ქალბატონი სმარტფონებს სას, გაუსწორდა, სასტიკად, ქალბატონი

მთვარის ჰოროსკოპი: 22 ოქტომბერი (2019)
21.10.2019
22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი (2019)
21.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 21 ოქტომბერი, 2019 წელი
21.10.2019
საცვლების ამ კოლექციამ, თანამედროვე მოდის სამყაროს საზღვრები დაამსხვრია!
21.10.2019
ქათმის რულეტი ყველით
21.10.2019
ანჯელინა ჯოლი ,,ჟივენშის" იისფერი სამოსით „მალეფისენტას" პრემიერაზე
21.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar