ამერიკული კურიოზი!

25.03.2016 ახალი ამბები 719 0 5.0

Загрузка...

აშშ-ს მისურის შტატში, საკმაოდ კურიოზული შემთხვევა მოხდა, რომელმაც ცხადყო, რომ გადაჭარბებულ დიასახლი- სობას და სისუფთავისკენ მანიაკალურ სწრაფვას, ხანდახან ზიანი მოაქვს! შესაძლოა, ამ მიზეზითაც (ან სულაც ბანალური უყურადღებობის გამო) ამერიკელმა ბერნ სკუტიერმა თავის ცოლს ძვირფასი საქორწინო ბეჭედი „დაუკარგა“.

ABC ტელეარხზე მიცემულ ინტერვიუში ბერნმა განაცხადა, რომ დაბნეულობა მას შემდეგ მოხდა, როცა მან თავის სახლთან ნაგავმზიდი მანქანის ხმა გაიგონა. მამაკაცმა, როგორც „ოჯახის ნამდვილმა მეურნემ“, საკვების ნარჩენებისგან გაათავისუფლა სასადილო მაგიდა და ნარჩენები ნაგვის ტომარაში ჩაყარა. შემდეგ კი - ეს უკანასკნელი, სანაგვე მანქანას გადაულოცა.

მხოლოდ ამის შემდეგ ჰკითხა მას გაოცებულმა ცოლმა: „კი მაგრამ, სად არის ჩემი ბრილიანტებით გაწყობილი 12,5 კარატიანი ქორწინების ბეჭედი, რომელიც 400 000 დოლარი ღირს და მაგიდაზე მედო?“ რთულია გადმოსცე, რას განიცდიდა იმ მომენტში ცოლ-ქმარი. მაგრამ, როცა აზრზე მოვიდნენ, ძვირფასი ნივთი უკვე, ქალაქის ნაგავსაყრელისკენ მიექანებოდა.

მოგვიანებით, მათ შესძლეს ნარჩენების გადამუშავების ადგილობრივი კომპანიის დარწმუნება, რათა დახმარება გაეწიათ ბეჭდის პოვნაში. მართლაც, 25 წუთის შემდეგ, ბეჭედი მის კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდა!

ამერიკული კურიოზი

ვის მოუტანს წარმატებასა და დოვლათს 2019 წელი ანუ ვის ემეგობრება ღორი?
18.12.2018
5 წესი 2019 წლის საახალწლო მაგიდის გასაწყობად ფენ-შუის მიხედვით
18.12.2018
ზოდიაქოს ყველაზე არამზადა ნიშნები
17.12.2018
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ათი ლედი
17.12.2018
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია - ფოტო და ვიდეო კადრები
16.12.2018
2018 წლის 17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...