ამერიკული სანქციების გამო რუსეთის საფონდო ბაზარზე მკვეთრი ვარდნაა

09.04.2018 მსოფლიო ამბები 192 0 0.0

Загрузка...

გასულ პარასკევს შეერთებული შტატების მიერ რუს ოლიგარქებზე დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის საფონდო ბაზარმა ორშაბათს მკვეთრი ვარდნით უპასუხა. ყველაზე მკვეთრი ვარდნა იმ კომპანიების აქციებმა განიცადა, რომელთა ხელმძღვანელები სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი ცხრა პროცენტით, ხოლო რუსეთის ელექტრონული ბირჟის ინდექსი 10.7 პროცენტით გაუფასურდა.

ყველაზე მკვეთრი, 26.7-პროცენტიანი ვარდნა განიცადა „რუსალმა“, რომელიც მსოფლიოში ალუმინის წარმოების ერთ-ერთი ლიდერია. 6.7 პროცენტით დაეცა „ვნეშტორგბანკის“ აქციები, 6.8 პროცენტით – „სბერბანკის“, ხოლო მსოფლიოში ალმასის ერთ-ერთი უმსხვილესი მომპოვებლის, „ალროსას“ აქციები შვიდი პროცენტით გაუფასურდა.

7 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. მათ შორის ლაპარაკია, ოლეგ დერიპასკაზე, იგორ როტენბერგსა და  კირილ შამალოვზე.

ე.წ. კრემლის სია ვაშინგტონში 2018 წლის იანვარში შედგა და მასში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვა შედის. კერძოდ, სიაშია ყველა რუსი მეწარმე, რომლის ქონებაც მილიარდ დოლარს აჭარბებს. მთლიანობაში საუბარი 38 რუს ბიზნესმენზე.

წყარო: imedinews.ge

ფოტო: shutterstock.com


ბაზარზე, სანქციების, საფონდო, გამო, ამერიკული, რუსეთის, ვარდნაა, მკვეთრი

5 ბნელი სიმართლე იაპონიის შესახებ (ვიდეო)
13.12.2018
რა ნახეს მეცნიერებმა სინამდვილეში მარიანას ღრმულში? (ვიდეო)
13.12.2018
10 საიდუმლო ხრიკი, რომელსაც ფილმებში იყენებენ
13.12.2018
10 ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიოში
13.12.2018
5 ადამიანი,რომელიც ზვიგენის თავდასხმას გადაურჩა
13.12.2018
დროის 10 საიდუმლო
13.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...