ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან გაყრის პროცესს გამიზნულად ანელებს

16.04.2019 ვარსკვლავები 15 0 0.0

Загрузка...

უკვე ორ წელზე მეტი გავიდა, რაც ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინების საქმეს მსვლელობა მისცეს, თუმცა სიტუაცია დღემდე გაიწელა და მათ შორის გარკვეული საკითხები, ჯერაც მოუგვარებელია.

 

თუმცა თუ აქამდე ეს ყველაფერი ლეგალურ საბუთებსა თუ დავებს უკავშირდებოდა, ამჯერად The Sun-ის გამოცემით ირკვევა, რომ ანჯელინას ამ ყველაფრისთვის პირადი მიზეზები აქვს.

გამოცემასთან საუბარში სანდო წყარომ აღნიშნა რომ 43 წლის მსახიობს ყოფილი მეუღლის დაბრუნება სურს.



"მას (ანჯელინას) სურს რომ ისინი კვლავ ოჯახი გახდნენ და არ შეუძლია ამ ყველაფრის უკან დატოვება" - აღნიშნულია სტატიაში.

თუმცა ამავე წყაროს ცნობით, ბრედ პიტი ანჯელინას ამ ინტერესებს  არ იზიარებს და უბრალოდ სურს ყველაფერი დროულად დალაგდეს.

როგორც ირკვევა  ყველაფრის საბოლოოდ მოგვარება ჯერ კიდევ გასულ წელსაც შეიძლებოდა, თუმცა ანჯელინას ეს არ სურს.

ავტორი: თამარ დევდარიანი

წყარო

ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტი, პროცეს. გამიზნული, გაყრა

თვალისმომჭრელი ირინა შეიკი Versace-ს ახალ სარეკლამო რგოლში! (ვიდეო)
19.04.2019
წლის ტრენდი: კაილი ჯენერი გამჭვირვალე სამოსს იხდენს!
19.04.2019
კიმ და კანიე უესტების სამზარეულოს საიდუმლო ამოხსნილია! (ვიდეო)
19.04.2019
სომხური ტოლმა(დოლმა)
19.04.2019
თვალებს ვერ დაუჯერებთ! - სოფლებში აღმოჩენილი 4 შემზარავი არსება!
19.04.2019
ბუდას გამონათქვამები
19.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar