"არ დავუშვებთ, რომ საქართველო პროვოკაციაში იყოს ჩათრეული..."

27.09.2019 ახალი ამბები 28 0 0.0

Загрузка...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისიდან გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  "ქართულ ოცნებას" რუსეთთან მიმართებაში პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა აქვს.

"არ დავუშვებთ, რომ საქართველო პროვოკაციაში იყოს ჩათრეული და არ დავუშვებთ, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებით შეცდომა იყოს დაშვებული საგარეო პოლიტიკის და დეოკუპაციის პოლიტიკის პროცესში. როგორც ხედავთ, ჩვენ 2012 წლიდან დღემდე შევძელით, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა.

როგორც იცით, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორების შუამდგომლობით და მათთან შეთანხმებით საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია, მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პოზიციის  პრინციპულად დაცვით არის შესაძლებელი ეს პროცესი მომავალში განვითარდეს," - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


არჩილ თალაკვაძე, საქართველო, პროვოკაცია

დილის ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან (19 ოქტომბერი, 2019)
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 18 ოქტომბერი, 2019 წელი
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 17 ოქტომბერი, 2019 წელი
18.10.2019
ნებისმიერი გოგოს "შებმის" 24 მარტივი ქცევა...
17.10.2019
სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს
17.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 16 ოქტომბერი, 2019 წელი
16.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar