არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიზეზი

18.05.2019 სექსის შესახებ 50 0 0.0

Загрузка...

ბრიტანელმა გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს დნმ-ის ნაწილი, რომლის გათიშვის შემთხვევაში, ამ ქვეყანას მხოლოდ გოგონები მოევლინებიან. ამჟამად კვლევები მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში, თაგვებზე ტარდება და საკუთარი კვლევის შუადედური შედეგებ მეცნიერებმა ჟურნალ «Science» («მეცნიერება»)-ში გამოაქვეყნეს («Sex reversal following deletion of a single distal enhancer of Sox9»).

იმის გასაცნობიერებლად, თუ რაოდენ დიდ სამეცნიერო აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, იმის თქმაც საკმარისია, რომ «გოგონას» «ბიჭად» გარდაქმნის პროცესში დნმ-ის 1 ან რამდენიმე ნაწილი მონაწილეობს. ხოლო, ადამიანის გენომში მილიონამდე ასეთი ნაწილია, რომელიც საერთო ჯამში, 21 000 გენის აქტიურობას მართავს.

სიცოცხლის პირველ კვირებში, ძუძუმწოვრების უდიდესი ნაწილის ემბრიონში მხოლოდ იმ გენების აქტივირება ხდება, რომლებიც «მდედრობით» X-ქრომოსომას შეიცავს, ხოლო «მამრობითი» Y-ქრომოსომა, უფრო მოგვიანებით ირთვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის პირველ დღეებში ყველა ჩანასახი მდედრობითი სქესის არის. სწორედ მდედრობითი სქესიდან მამრობით სქესში გადასვლის მექანიზმი აღმოაჩინეს ფრენსის კრიკის ინსტიტუტის (ლონდონი) გენეტიკოსებმა. მათ დნმ-ის ჯაჭვში საჭირო მონაკვეთების მოსაძებნად, ექსპერიმენტები თაგვების ემბრიონებზე ჩაატარეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სქესის რაობას ორი გენი – Sox9 და Sry განსაზღვრავს. პირველი გენი სასქესო ორგანოების განვითარებაზე არის პასუხისმგებელი, ხოლო მეორე – საქმეში მაშინ ერთვება, როდესაც ჩანასახის სქესი უკვე განსაზღვრულია. გენეტიკოსებმა გადაწყვიტეს უჯრედებს შორის იმ მუტაციების მოძებნა, რომლებიც ამ გენების სიახლოვეს მდებარეობდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ დნმ-ის მცირე ნაწილი – ენჰანსერ 13 (Enh13), რომელიც Sox9-ის გვერდით მდებარეობს, საჭირო მომენტში, SOX9 პროდუქტიულობას ზრდის (ხდება ცილის უჯრედების დაყოფა: 1-დან 2 მიიღება, 2-დან 4 და ა. შ), რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მამაკაცური სასქესო ორგანოების ჩამოყალიბებას. ხელოვნური ჩარევის და ამ ზონის ამოკვეთის შემდეგ, ყველა ემბრიონს, გამონაკლისის გარეშე, მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი სასქესო ორგანოები განუვითარდა.

ფუნდამენტური ცოდნის გარდა, რომელიც მეცნიერებმა მიიღეს, აღმოჩენა შესაძლებელია მედიცინაშიც სასარგებლო იყოს. მედიკოსები ათწლეულების მანძილზე იკვლევდნენ სქესობრივი განვითარების დარღვებს და მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ ამ ტიპის პრობლემების მიზეზი არა გენია (გენი – დნმ-ს მონაკვეთია, ისევე როგორც Enh13), როგორც აქამდე მიაჩნდათ, არამედ ენჰანსერ 13 არის.

ყოველწლიურად, 5500 ბავშვიდან – ერთი, ერთმანეთთან შეუსაბამო სასქესო ორგანოებით და ქრომოსომების ნაკრებით იბადება. (სწორედ ეს არის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ერთ-ერთი მიზეზი. რედ.). «Enh13 იმდენად მნიშვნელოვანია თაგვებში, რომ სავარაუდოდ, ის მნიშვნელოვან გავლენას ადამიანის განვითარებაზეც ახდენს. შესაძლებელია, მიღებული ცოდნა სექსუალური დარღვევების დიაგნოსტირებისას და ადამიანის სქესობრივი ფუნქციის ცვლილებაშიც იყოს გამოყენებული» — აღნიშნა შრომის ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა პროფ. რობინ ლოველ-ბეჯმა (Robin Lovell-Badge).

ავტორი: ლალი ადიკაშვილი


სექსუალური, არატრადიციული, ორიენტაციის, მიზეზი

10 პროდუქტი, რომელიც სასურველი ფორმების მიღებაში დაგეხმარებათ
15.06.2019
2019 წლის 10 საუკეთესო სმარტფონი
15.06.2019
5 რეკორდი ინტერნეტსივრციდან
15.06.2019
Facebook-ზე რეაქციის გამოხატვას საკუთარი ციფრული გამოსახულებით შეძლებთ
15.06.2019
ვიქტორია ბექჰემი Balenciaga-ს ერთი ზომით დიდი ფეხსაცმლით (ფოტოები)
15.06.2019
კარდაშიანების ყველაზე გახმაურებული ინტერნეტ-სკანდალი!
15.06.2019

სულ კომენტარი: 0
avatar