არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ ბულგარულად გამოიცა

23.11.2018 ხელოვნება 178 0 0.0

Загрузка...

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით,  არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ ბულგარულ ენაზე გამოიცა.

წიგნი ბულგარულ ენაზე ირინა პირაევამ თარგმნა და გამომცემლობა AGATA-A Publishers-მა გამოსცა.  

„სამხრეთული სპილო“ ურბანული რომანია, რომელშიც მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება. რეჟისორი, რომელიც კინოს აღარასოდეს გადაიღებს, თავის ბინას მეგობარს უთმობს იქ საყვარელ ქალთან შესახვედრად, თავად კი, დრო რომ გაიყვანოს, თბილისის ქუჩებში დაეხეტება. ეს წარსულის სარკეში ჩახედვისა და საკუთარი ცხოვრების გადაფასების დღეა, სადაც კინოკადრებად ჩაირბენს ბავშვობა, სიყვარული, ვნება, ფათერაკები და ტრაგედიები. მთავარი გმირის მოგონებების ფონზე იშლება საქართველოს უახლესი ისტორია, რომელიც მთხრობელს მუდმივ აჩრდილად ასდევნებია და პასუხისმგებლობას აკისრებს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება.

არჩილ ქიქოძეს მკითხველი იცნობს, როგორც რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორს. მათგან ორს ლიტერატურული პრემიები – „გალა“ (2009) და „საბა“ (2014) მიენიჭა.

„სამხრეთული სპილო“ არჩილ ქიქოძის პირველი რომანია.

წიგნი ნათარგმნია გერმანულ და აზერბაიჯანულ ენებზეც.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით, ბულგარულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის AGATA-A Publishers მიერ გამოიცა არჩილ ქიქოძის 'სამხრეთული სპილო'. წიგნი ბულგარულ ენაზე ირინა პირაევამ თარგმნა.

The Southern Elephant by Archil Kikodze was translated and published by Bulgarian Publishing House AGATA-A Publishers with support of the Georgian National Book Center. The book was translated into Bulgarian by Irina Piraeva.

წყარო

სამხრეთული სპილო“ ბულგარულად გამოიც, არჩილ ქიქოძე

აირჩიეთ პეპელა და გაიგეთ, რა გიშლით ხელს ცხოვრებაში
22.04.2019
10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს
22.04.2019
თვისებები, რომლის გამოც მორიელის შეყვარება ღირს...
22.04.2019
ძალაუფლებით შეპყრობილი ზოდიაქოს ნიშნები
22.04.2019
ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით შთაგონებული ზოდიაქოს ნიშნები
22.04.2019
„შეცდომისა“ და „უშეცდომობის“ ეზოთერული ანატომია
22.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar