არქიტექტურული გიდი - ვარშავა

09.01.2019 სურათები 99 0 0.0

Загрузка...

ძველი ქალაქი
აქ ძველ ქალაქს მხოლოდ პირობითად თუ აღვიქვამთ: 1939 და 1944 წელს, ჰიტლერის არმიამ თითქმის ყველა XVIII–XIX საუკუნის შენობა გაანადგურა. მაგრამ, მთავრობის ხელშეწყობით, ძველმა ქალაქმა თავისი მომხიბვლელობა და სადღესასწაულო იერი მაინც დაიბრუნა.



პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი
მუზეუმი, რომელიც ებრალების ათასწლიან ისტორიას და ტრაგიკულ ჰოლოკოსტს ეძღვნება. 2013 წელს გაიხსნა. პროექტის ავტორები ფინელი არქიტექტორები ილმარ ლანდელმი და რეინერ მაჰლამიოკი არიან. შენობა ვარშავის ძველი გეტოს ტერიტორიაზეა განთავსებული.



საცხოვრებელი კომპლექსი ZLOTA 44
ცნობილი დენიელ ლიბესკინდის პროექტის მიხედვით აშენებული 192 მეტრიანი ცათამბჯენი, ჩაფიქრებულია როგორც ვარშავის მომავლის სიმბოლო. 52 სართულზე საცხოვრებელი ბინები, სპა-ცენტრი აუზით და მარანია განთავსებული, პანორამული ხედით. შენობას ცხრა სართულიანი მიწისქვეშა პარკინგის ადგილი აქვს.



კულტურისა და მეცნიერების სასახლე
პოლონეთში ყველაზე მაღალი შენობა 1952-1955 წლებში აშენდა და საბჭოთა კავშირის მიერ საჩუქარს წარმოადგენდა. პროექტის ავტორი და არქიტექტორია ლევ რუდნევი.



სავაჭრო ცენტრი ZLOTE TARASY
ეს სავაჭრო ცენტრი 2007 წელს გაიხსნა და ფუტურისტული არქიტექტურის გამო, მაშინვე ვარშავის ღირსშესანიშნაობად იქცა.



ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
ეს ბიბლიოთეკა 1816 წელს დაარსდა, მეოცე საუკუნის დასაწყისში კი მისთვის განცალკევებული შენობა ააგეს. 100 წლის შემდეგ, გადაწყვიტეს გაეკეთებინათ ახალი, თანამედროვეობის შესაფერისი ბიბლიოთეკა და კონკურსი გამოაცხადეს. გამარჯვებულმა არქიტექტორებმა, მარეკ ბუძინსკიმ და ზბიგნევ ბადოვსკიმ სახურავზე ბოტანიკური ბაღი გააშენეს.



მეცნიერების ცენტრი „კოპერნიკი“
ვისლას სანაპიროზე ცენტრის აგების იდეა 2004 წელს გაჩნდა. 2010 წელს კომპლექსის პირველი შენობა გაიხსნა. ახლა ცენტრის ტერიტორიაზეა პლანეტარიუმი, ტექნოპარკი, ლაბორატორია და მუდმივი ექსპოზიცია 450-ზე მეტი ექსპონატით.

წყარო
ავტორი: ანი მესხიშვილი

არქიტექტურული, ვარშავა, გიდი

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კეფირი სახლის პირობებში?
26.03.2019
ნამდვილი გურმანებისთვის - ასე შეკმაზული ჭარხლის სალათა ნამდვილი შედევრია!
26.03.2019
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კექსი კეფირისა და კვერცხის გარეშე?
26.03.2019
5 რამ, რასაც სოციალურ ქსელში დაბალი თვითშეფასების ადამიანები აქვეყნებენ
26.03.2019
10 რამ, რაც სექსში ყველაზე მეტად გაშინებთ
26.03.2019
რას ნიშნავს ეს ნიშნები პლასტმასის ჭურჭელზე - გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას!
26.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...