არქტიკის ყინულში მიკროპლასტიკის დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს

15.08.2019 ბუნება 13 0 0.0

Загрузка...

მეცნიერების ჯგუფმა, ამერიკელი სპეციალისტების თაოსნობით, არქტიკის ყინულში მიკროპლასტიკის დიდი რაოდენობა აღმოაჩინა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, 18-დღიანი ექსპედიციის ფარგლებში მეცნიერებმა ყინულის ნიმუშები ლანკასტერის სრუტის იზოლირებულ მონაკვეთებზე აიღეს და აღმოაჩინეს, რომ მიკროპლასტიკის ნაწილაკები 2 მეტრის სიღრმიდან ამოჭრილი ყინულის ზედაპირზეც კი შეუიარაღებელი თვალით ჩანს.

15 აგვისტოს ასევე გამოქვეყნდა პლასტიკის გადაადგილებისადმი გერმანელი და შვეიცარიელი მეცნიერების მიერ მიძღვინილი კვლევა. სპეციალისტების ვარაუდით, პლასტიკის ნაწილაკები ჰაერს გადააქვს, არქტიკის მსგავს შორეულ ადგილებში კი ისინი თოვლთან ერთად ილექება. მეცნიერების თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პლასტიკით დაბინძურებამ ეპიდემიის მასშტაბი მიიღო.

გაეროს მონაცემებით, ოკეანეში უკვე 100 მილიონი ტონა პლასტიკური ნარჩენია გადაყრილი, რაც უზარმაზარ ზიანს აყენებს ზღვის ფლორას და ფაუნას. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ზღვის ფრინველთა 95% პლასტიკის გამო კვდება.


რაოდენობა, არქტიკა, დიდი, მიკროპლასტიკა, ყინული

10 გენიალური გამოცანა, რომლებიც 7 წამში უნდა ამოხსნათ
17.08.2019
დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა
17.08.2019
სექსუალური სერფერი დების ათი ფოტო, რომლებიც ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ
15.08.2019
როუზი ჰანტინგტონის იდეალური სხეულის საიდუმლო!
15.08.2019
სახლი, რომელზეც ქრის ჰემსვორსმა 20 მილიონი დოლარი დახარჯა!
15.08.2019
ირინა შეიკმა ვერსაჩეს ბიკინი მოირგო! როგორ ისვენებს მოდელი ქალიშვილთან ერთად იბიცაზე!
15.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar