ასტროლოგია და რელიგია

11.03.2019 ასტროლოგია 29 0 0.0

Загрузка...

თანამედროვე ბუდისტურ ტაძარ-დაცანში, ბერების ერთერთი სპეციალიზაცია დღემდე ასტროლოგიაა. ნეპალში ასტროლოგისა და ღვთის მსახურის ფუნქცია ერთმანეთისგან განუყოფელია და მას ერთი და იგივე პირი ასრულებს. ღვთის მსახური აფიქსირებს ჩვილის დაბადების დროს და მისთვის ადგენს ჰოროსკოპს. ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ნეპალელის ცხოვრებაში, მაგ. ქორწინება, რეგლამენტირებულია ვარსკვლავური ცის მინიშნებებით. ხოლო როცა ნეპალელი კვდება, მის ცხედარს პირად ჰოროსკოპთან ერთად წვავენ.

ასტროლოგია და რელიგია

ქრისტიანული ეკლესია ასტროლოგიის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. V-VI საუკუნეების განმავლობაში ეკლესია მის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას ეწეოდა, ამტკიცებდა რა, რომ უბრალო მოკვდავისათვის ღვთის ნების წინასწარ ცოდნა დაუშვებელია. რამოდენიმე საეკლესიო საბჭომ ასტროლოგია განსაჯა კიდეც. დაწვეს პტოლემეუსის ოთხწიგნეულის კომენტარების ავტორის, პორფირიუსის თხზულებები (234-303 წწ), რომლებიც იმ დროისათვის ასტროლოგიის ძირითად სახელმძღვანელოს წარმოადგენდა. ასტროლოგი-ფილოსოფოსი ბოეციუსი კი დასაჯეს. მაგრამ, ეპარქიების საბჭოებზე ასტროლოგიის მწყევლელ რომის პაპებს, საიდუმლო პირადი ასტროლოგები ჰყავდათ და მათი წინასწარმეტყველებებით წარმატებით სარგებლობდნენ. პაპმა პავლე მესამემ თავის პირად ასტროლოგს ეპისკოპოსობაც კი უბოძა. კარდინალების-რიშელიესა და მარაზინის გადაწყვეტილებები ხშირად იყო განპირობებული ასტროლოგების რჩევებით. გავიხსენოთ მათეს სახარება, სადაც მოთხრობილია მოგვების-მაგების შესახებ, რომლებიც ჩვილ იესო ქრისტეს ეძებდნენ. ბიბლიის მიხედვით, ცაზე კაშკაშა ბეთლემის ვარსკვლავის გამოჩენით, ისინი იგებენ „იუდეველთა მესიის“ მოსალოდნელ მოვლინებას და მიდიან იერუსალიმში, რათა მეფე იროდს სთხოვონ დახმარება მესიის პოვნის საქმეში. იროდის მიერ მოხმობილი მწიგნობრები მას უდასტურებენ, უძველესი წინასწარმეტყველების მიხედვით, ბეთლემში მესიის მოსალოდნელ დაბადებას. სწორედ ბეთლემზე მიუთითებს იროდი მოგვებს, რათა დაადგინოს თავისი პოტენციური მოწინააღმდეგის მოვლინების ადგილი. ვარსკვლავი ჩერდება ქრისტეს დაბადების ადგილის თავზე, მოგვები პოულობენ იესოს და მიართმევენ თავიანთ ძღვენს. ამრიგად, ასტროლოგები-მაგები კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ ადგილზე დაბადებული ბავშვის ჰოროსკოპში, გამოითვლიან რა პლანეტების განსაკუთრებულ მდებარეობას და დაადგენენ მის გამორჩეულ ნიშანთვისებებს, ეძებენ ამ ჩვილს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ აქ მეფე იროდი მწიგნობართაგან იგებს უფრო ადრეული ასტროლოგიური წინასწარმეტყველების შესახებ. 

იხილეთ სტატია სრულიად

ასტროლოგია, რელიგია

ჯასინდა არდენი - ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი და ქალი, რომელიც პოლიტიკოსის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
21.03.2019
მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან
21.03.2019
მშობლების 5 შეცდომა, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს შვილის ცხოვრებაზე
21.03.2019
სახლში ბავშვებთან ყოფნა და მათზე ზრუნვა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურში მუშაობა - ექსპერტთა დასკვნა
21.03.2019
მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ
21.03.2019
სოდის გამოყენების 8 ხერხი, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით
21.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...