ათი ქალი, რომლებმაც თავიანთი ექსცენტრიკული სტილით მოდის სამყარო შეცვალეს

13.05.2019 მოდის სამყარო 20 0 0.0

Загрузка...

არიან ადამიანები, რომლებიც თავიანი ექსცენტრიკული სტილით უდიდეს გავლენას ახდენენ მოდაზე. ზოგიერთი მათგანი დიზაინერია, ზოგიც დიზაინერთა მუზა. ვნახოთ 10 ქალი, რომლებმაც თავიანთი უნიკალური სტილით მოდა შეცვალეს.

1. ელზა შიაპარელი - ელზა იტალიელი დიზაინერი იყო. ის კოკო შანელის პერიოდში მუშაობდა და შანელის მთავარ კონკურენტად მიიჩნევდნენ. კოკოსგან განსხვავებით, რომელიც მოდაში სიმარტივის შემოტანას ცდილობდა და კლასიკურ სამოსს ქმნიდა, ელზას სამოსი სრულიად განსხვავებული და ექსტრაორდინალური იყო, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა.


2. კარმენ მირანდა - კარმენი იყო ბრაზილიელი მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი და ექსტრაორდინალური ქალი, რომელმაც თავისი ფერადი სამოსით მსოფლიო მოდა შეცვალა. ხილისა და სხვადასხვა მცენარეების ელემენტებით გაფორმებულმა სამოსმა მოდაში ბევრი ახალი ფერი შეიტანა. მას უყვარდა ზეიმი, მხიარულება, კარნავალები და შინაგან სამყაროს სამოსით გამოხატავდა.

3. მარკიზა ლუიზა კასატი - ეს ქალი ცნობილია, როგორც დიზაინერების მუზა, შთაგონების წყარო. მეოცე საუკუნის 20-იან წლებში უჩვეულო სტილით დიდ გავლენას ახდენდა მოდაზე. ის იყო გამბედავი და უშიშარი ქალი, რომელსაც შეეძლო ჩაეცვა ის, რაც სურდა და რაც მოსწონდა. მისი გავლენა თანამედროვე მოდაზეც დიდია და დღემდე ქმნიან დიზაინერები ახალ კოლექციებს ლუიზა კასატის სტილის შთაგონებით.

4. ნენსი კუნარდი - ამ ქალს საოცარი გავლენა ჰქონდა მოდაზე. ის ხშირად ატარებდა მამაკაცურ სამოსს და დღემდე ტრენდულია სტილი, რომელიც მოდაში ნენსიმ შემოიტანა.

5. ანა პიაჯი - ანა პიაჯის მოდის დედოფალსაც უწოდებენ. ის მოდის შესახებ წერდა, მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო. ის ქმნიდა მოდას და თავისი უნიკალური სტილით დიდ გავლენას ახდენდა მსოფლიო მოდაზე. ვინტაჟური და თანამედროვე სამოსის კომბინაცია - ასე უწოდებენ პიაჯის სტილს. მისი სამოსი ყოველთვის ფერადი იყო.

6. ირის აპფელი - ეს არის ქალი, რომელიც ბევრი თვალსაზრისით შეიძლება გახდეს ჩვენი ინსპირაციის წყარო. ის 97 წლისაა და დღემდე წარმატებული ბიზნესლედია, ის ინტერიერის დიზაინერი და ცოცხალი ლეგენდაა მოდის სფეროში. ირისს მოსწონს მხიარული ფერების სამოსი და ბევრი სამკაული. მან ასეთი სტილი ტრენდად აქცია.

7. დეფნე გუნეში - ეს ქალი მოდის სამყაროში გამორჩეული და განსხვავებული სტილით შემოვიდა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისმა უჩვეულო ვარცხნილობებმა და ბევრი ადამიანის ინსპირაციის წყარო გახდა.

8. ლეიდი გაგა - მომღერალს თაყვანისმცემლებთან ერთად, ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის წითელი ხალიჩის დედოფალია. ლეიდი გაგას უნიკალური სტილი აქვს, ყველასგან განსხვავებული და გამორჩეულია. თანამედროვე ქალებს შორის ის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული ქალია. ჩაცმის სტილით ყოველთვის იპყრობს ყურადღებას და არაერთი მიმბაძველი ჰყავს.

9. მიშელ ლამი - მიშელი დიზაინერ რიკ ოუნსის ცოლი, მუზა და შთაგონების წყაროა, თუმცა ის თავადაც ქმნის სამოსს. მისი სტილი შოკისმომგვრელია, ზოგჯერ შიშსაც იწვევს, მაგრამ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ მიშელი ქმნის რაღაც განსაკუთრებულს და გამორჩეულს.

10. ტილდა სვინტონი -ის შესანიშნავად გამოიყურება როგორც ქალის, ისევე მამაკაცის სამოსში. მხოლოდ ამ ქალს შეუძლია მსგავსი სტილის სამოსი ჩაიცვას და იდეალური ვიზუალი ჰქონდეს. ტილდას მართლაც უნიკალური, ყველასგან გამორჩეული სტილი აქვს და სწორედ ამიტომ, მოდის სფეროზე უდიდეს გავლენას ახდენს.

წყარო

რჩევები, ქალები, მოდა, მსოფლიო

ერთი ნახატის საიდუმლო - ''სიკვდილის ტრიუმფი''...
21.05.2019
არასასიამოვნო ფაქტები, რომლებიც მაინც გვაინტერესებს.
21.05.2019
ვარსკვლავების აშკარად უცნაური კოსტიუმების ფოტოები
21.05.2019
"მე ვიჯექი ჟიურის სკამზე, როგორც სწორად ჩავთვალე, ისე მოვიქეცი…"
21.05.2019
მერიემ უზერლი კანის ფესტივალზე თავისი სექსუალური კაბით!...
21.05.2019
"მართლა ისეთი ლამაზი იყო, რომ უცებ თვალები ცრემლებით ამევსო"...
21.05.2019

სულ კომენტარი: 0
avatar