ავსტრალიაში პედოფილიის ბრალდებით გაასამართლეს აქამდე არსებული ყველაზე მაღალჩინოსანი მღვდელი

26.02.2019 რელიგია 215 0 0.0

Загрузка...

image

ავსტრალიაში გაასამართლეს უმაღლესი იერარქიის კათოლიკე მღვდელი, რომელიც ბრალდებულია ბავშვების მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში .

77 წლის კარდინალი ჯორჯ პელი არის ვატიკანის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იერარქიის წევრი, მას ბრალად ედება სექსუალური ძალადობა ბავშვების მიმართ, სასამართლომ მისი ბრალეულობა 5 შემთხვევაში სცნო.

ეს ხდებოდა ძირითადად 1970 - 1990 წლებში, შემდეგ კი 1996-1997 წელს, მალევე, როდესაც იგი გახდა მელბურნის არქიეპისკოპოსი, მელბურნის სასამართლომ განაჩენი ჯერ კიდევ დეკემბერში გამოიტანა, თუმცა სასამართლომ გამოიყენა დუმილის ფიცის უფლება.

image

განმეორებითი სასამართლო 27 თებერვალს გაიმართება, მაღალჩინოსან მღვდელს 50 წელი პატიმრობა ელოდება.

კარდინალი ჯორჯ პელი იერარქიით მესამე ფიგურაა ვატიკანში, ხელმძღვანელობდა დე-ფაქტოდ ფინანსურ საკითხებს და ძალზე ახლოს იყო რომის პაპთან ფრანცისკოსთან, პელი მას შემდეგ გადააყენეს თანამდებობიდან, როდესაც გასული წლის დეკემბერში მის მიმართ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა.

ავსტრალიის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში აქამდე აკრძალული იყო ამ პროცესის გაშუქება, ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში დანიშნული იყო მსხვილი ჯარიმა და პატიმრობაც კი.

"ეს შემთხვევა საზოგადოებრივი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.ნაფიცმსაჯულთა და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდა ხალხი და მედია მთელი მსოფლიოდან, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება გამომეყენებინა დუმილის უფლება მონაცემთა გამოქვეყნების თაობაზე "-განმარტა მელბურნის საქალაქო სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ პიტერ კრიდმა.

წყარო

მღვდელი, არსებული, მაღალჩინოსანი, ყველაზე, ავსტრალია, ბრალდება, პედოფილია

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar