აზერბაიჯანელი კომპოზიტორი დათო ხუჯაძეს პლაგიატში ადანაშაულებს

21.10.2018 ხელოვნება 209 0 0.0

Загрузка...

აზერბაიჯანელი კომპოზიტორი ჯავანშირ გულიევი მუსიკოს დათო ხუჯაძეს პლაგიატში ადანაშაულებს და თავის Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. პოსტზე მიბმულია გულიევისა და ხუჯაძის სიმღერები.

გულიევი ამბობს, რომ დათო ხუჯაძემ მისი სიმღერიდან "YARIM GİLƏ" მელოდია მოიპარა და თავის ერთ-ერთ სიმღერაში გამოიყენა.

აზერბაიჯანელი კომპოზიტორის თქმით, მან ეს სიმღერა 1991 წელს, რეჟისორ რამიზ მირზოევის შვილის ქორწინების საპატივსაცემოდ დაწერა.

"იმედი მაქვს, რომ ადამიანს, რომელიც ამ სიმღერის ავტორობისს პრეტენდენტია, აქვს ღირსება, რომელიც ქართველ ხალხს ყველასგან გამოარჩევს და ამ ორი ვიდეოს ნახვის შემდეგ, სულ მცირე გაიაზრებს თავის "ქურდობას" და ბოდიშს მოიხდის", - წერს ჯავანშირ გულიევი Facebook-ზე.

მომღერალი დათო ხუჯაძე imedinews-სთან საუბარში ამბობს, რომ ადგილი გაუგებრობას ჰქონდა. ხუჯაძის თქმით, ეს სიმღერა რამდენიმე წლის წინ დაწერა, ტექსტი მას ეკუთვნის, მუსიკის ნაწილი კი რომელიც აზერბაიჯანელი კომპოზიტორისას ჰგავს, ეგონა, რომ აზერბაიჯანული ფოლკლორის ნაწილი იყო.

ხუჯაძე imedinews-სთან აცხადებს, რომ ამ სიმღერას მისი ახალი ალბომიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ამოიღებენ. ამასთან, ხუჯაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანელმა კომპოზიტორი თანამხაა, რომ სიმღერა დარჩეს ალბომში, მხოლოდ მისი სახელი და გვარი მიეწეროს, თუმცა ხუჯაძემ ამაზე უარი თქვა.

 imedinews.ge


ხუჯაძეს, დათო, ადანაშაულებს, აზერბაიჯანელი, კომპოზიტორი, პლაგიატში

აირჩიეთ პეპელა და გაიგეთ, რა გიშლით ხელს ცხოვრებაში
22.04.2019
10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს
22.04.2019
თვისებები, რომლის გამოც მორიელის შეყვარება ღირს...
22.04.2019
ძალაუფლებით შეპყრობილი ზოდიაქოს ნიშნები
22.04.2019
ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით შთაგონებული ზოდიაქოს ნიშნები
22.04.2019
„შეცდომისა“ და „უშეცდომობის“ ეზოთერული ანატომია
22.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar