ბაღი აივანზე: რეკომენდაციები ბუნების მოყვარულთათვის

04.04.2019 დიზაინი და ინტერიერი 26 0 0.0

Загрузка...

იმისთვის, რომ შექმნათ საკუთარი ბაღი, აგარაკი სულაც არ გჭირდებათ, საკმარისია აივანი! როგორ უნდა მოვაწყოთ ყველაფერი მინიმალური სირთულით?

1. სინათლე
ჩამოყალიბდით, რა რაოდენობის სინათლე გჭირდებათ აივანზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დააკვირდით, მზის სხივებს ხეები ხომ არ ჩრდილავს, რომელ მხარეს გადის ფანჯარა... თუ ბუნებრივი სინათლე საკმარისია, შეგიძლიათ დარგათ მარწყვი, ლავანდა, სალათის ფოთოლი, ორეგანო, პიტნა თუ რეჰანი. თუ სინათლე ცოტაა, სიცოცხლეს შეძლებენ ლილიები, ბეგონიები, გვიმრები და კაქტუსები.



2. აირჩიეთ ქოთნებიმნიშვნელოვანია, რომ მცენარეები შესაფერის ქოთნებში და კონტეინერებში დარგოთ, რათა საკმარისი წყალი მიიღონ. ქარიან რაიონებში უფრო ხშირი მორწყვაა საჭირო, ასევე საყრდენები, რომ არ დაზიანდნენ.

3. არ გამოიყენოთ ქუჩიდან აღებული მიწა
იყიდეთ შესაბამისი ნიადაგი. ის არაა ძვირადღირებული და სპეციალურად საშინაო მცენარეებისთვისაა განკუთვნილი.



4. არ გადააჭარბოთ წყლის დოზას
თუ მცენარე ძალიან ბევრ წყალს იღებს, შეიძლება გახმეს, ამიტომაც, ნუ გაგიტაცებთ მორწყვა. დაიცავით ნორმები.
5. მოუარეთ
ბევრ აივნის მცენარეს შესაძლოა დამატებითი ან განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდეს. უნდა გაარკვიოთ იქამდე, სანამ იყიდით და დარგავთ.



ქალაქის ოაზისი: ავეჯი აივნისთვის
თბილ და ცხელ დღეებში შეგიძლიათ ბუნება ქალაქის დატოვების გარეშე იგრძნოთ. როცა საქმეები გაქვთ და ჯერ შვებულების დრო არაა, დასასვენებელი სივრცე საკუთარ აივანზე მოიწყვეთ. მცენარეებთან ერთად, ყურადღება უნდა გაამახვილოთ სწორ ავეჯზე.



1. ქოლგა Meteo by Kettal


2. მაგიდის გრილი


3. წამოსაწოლი დივანი Kartell


4. დეკორატიული ქოთნები ალუმინის კორპუსით Fermob


5. დაწნული ხალიჩა


6. დაკიდული სანათები Unopiu


7. დასაკეცი სკამი Knoll
8. ხის ჯორკო Riva 1920


9. პორტატული სანათები, ბუნებრივი სინათლის წყარო Ethimo


10. მინიმალისტური სავარძელი Unopiu


რეკომენდაციები, მოყვარული, ბაღი, ბუნება, აივანი

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar