ბაშარ ასადი თავდასხმის შემდეგ სამსახურში მივიდა

14.04.2018 მსოფლიო ამბები 167 0 0.0

Загрузка...

სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი, რომლის რეჟიმსაც დასავლეთი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს, კოალიციური ძალების მიერ სირიაზე პირველი საჰაერო იერიშის მიტანის შემდეგ სამსახურში გამოჩნდა. 

გუშინ უცხოურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა რეზიდენცია დატოვა და რუსულ ბუნკერს აფარებს თავს.

კოალიციურმა ძალებმა სირიაზე საჰაერო იერიში დღეს გამთენიისას მიიტანეს. აშშ-ში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დარჩება.

გასულ კვირას დასავლეთმა სირია ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიაზე საჰაერო იერიშს მიიტანდა. განცხადება აღმოსავლეთ ღუტაში, 7 აპრილს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას მოჰყვა. 

თავისმხრივ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა სააგენტო AFP-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 7 აპრილის მოვლენებში სირიის ხელისუფლების მიერ ტოქსიკური გაზის გამოყენების ალბათობას „100%-იანი ფაბრიკაცია“ უწოდა. მისი თქმით, სირიას ქიმიური იარაღი არ აქვს.


ასადი, შემდეგ, სამსახურში, თავდასხმის, მივიდა, ბაშარ

5 ბნელი სიმართლე იაპონიის შესახებ (ვიდეო)
13.12.2018
რა ნახეს მეცნიერებმა სინამდვილეში მარიანას ღრმულში? (ვიდეო)
13.12.2018
10 საიდუმლო ხრიკი, რომელსაც ფილმებში იყენებენ
13.12.2018
10 ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიოში
13.12.2018
5 ადამიანი,რომელიც ზვიგენის თავდასხმას გადაურჩა
13.12.2018
დროის 10 საიდუმლო
13.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...