Batumi Tower-ში რეზიდენციების გაყიდვა დაწყებულია - სასტუმრო ზღვისა და მთების ულამაზესი ხედებით

04.04.2019 დიზაინი და ინტერიერი 26 0 0.0

Загрузка...

საქართველოს ზაფხულის საკურორტო დედაქალაქი ბათუმი, თავისი მშვიდი ატმოსფეროთი, მაღალი დონის სასტუმროებით, კარგი რესტორნებითა და ღამის ცხოვრებით სტუმრებს სწრაფად აყვარებს თავს. მისი სუბტროპიკული სანაპირო, ულამაზესი ბუნება და არტ ნუვოს სტილის არქიტექტურა ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში იზიდავს.

ბათუმის ბულვართან, შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ცათამბჯენის დანახვისას ქალაქის ყველა სტუმარი ერთხელ მაინც გაიფიქრებს, ნეტავ აქ რა შენდებაო. პასუხი ძალიან საინტერესოა: ეს ამიერკავკასიაში ყველაზე მაღალი შენობა Batumi Tower-ია, რომელსაც ”სათვალთვალო ბორბალი” (ეშმაკის ბორბალი) აქვს.

გამორჩეულია როგორც შენობის კონცეფცია, ისე დიზაინი. Batumi Tower-ის პროექტი მოიცავს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს Le Méridien Batumi, სამორინეს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, რესტორნებს. კომპლექსის სართულებზე კი ექსკლუზიური, ფეშენებელური საცხოვრებელი რეზიდენციები Tower Residences განთავსდება.

კომპლექსი რამდენიმე მხარის ჩართულობით შენდება. შენობა ეკუთვნის დეველოპერულ კომპანია Redco-ს. პროექტის თავდაპირველი კონცეფცია და მისი შემდგომი რეკონსტრუქცია არქიტექტორმა დავით გოგიჩაიშვილმა ქართულ საპროექტო ორგანიზაცია „ჰაუზარტში“ შეიმუშავა. პროექტირების შემდგომ სტადიაზე უცხოელ კონსულტანტებთან და Starwood Hotels & Resorts Worldwide-ის წარმომადგენლებთან მუშაობის პროცესში, რომელიც ერთი წელი გრძელდებოდა, მეორე ქართული კომპანია „ბარნაბიშვილი გურგენიძე არქიტექტორები“ ჩაერთო. კომპანიის წარმომადგენლები პროექტირების მთელი პერიოდი მუშაობდნენ უცხოელ საკონსულტაციო ჯგუფებთან, რის შედეგადაც იხვეწებოდა პროექტის როგორც ვიზუალური ნაწილი, ასევე მისი ტექნიკური მხარეები. ინტერიერის დიზაინი ეკუთვნის კომპანია Rooms-ს და ქართველ დიზაინერ დავით ქოიავას. სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის, ბათუმისცათამბჯენის (Batumi Tower) სარემონტო და საინჟინრო სამუშაოებს ზედამხედველობას სიემსიუწევს.

”დასავლეთ საქართველოს ზღვის პირა ქალაქი ბათუმი 3-4 სართულიანი ძველი ევროპული სტილის სახლებისა და ქუჩების ბადისებრი განლაგებით არის დაგეგმარებული, თუმცა ამ სტილმა ბოლო წლების განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა. ძველი სტილის დაბალი ინტენსივობის მქონე სახლები ჩაანაცვლა თანამედროვე ტიპის მაღლივმა შენობებმა. 2015 წელს კომპანია Redсo-მ შეისყიდა აღნიშნული შენობა მასში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და მაღალი დონის რეზიდენციების განთავსების მიზნით. ამ ორი ძირითადი ფუნქციის გარდა სასტუმრო კომპლექსში დაგეგმილია რესტორნის, ბარის, გამაჯანსაღებელი ცენტრის ღია და დახურული აუზებით, კაზინოს განთავსება,” - განმარტავს არქიტექტორი ირაკლი ბარნაბიშვილი.

შენობის ძირითადი ნაწილი უკვე აშენებული იყო, როცა ის Redco-მ შეიძინა და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Le Méridien-ის გახსნა გადაწყვიტა. არსებული 120 მეტრიანი და 35 სართულიანი შენობა არქიტექტურულად გადაწყვეტილი იყო თანამედროვე ჰაიტეკის სტილში. საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების მფლობელი კომპანიის Starwood Hotels & Resorts Worldwide-ის მოთხოვნიდან გამომდინარე კომპლექსში სივრცეების დამატება გადაწყდა და შესაბამისად, არსებულ კოშკს, რომელშიც რეზიდენციები განთავსდება, დაემატა უფრო დაბალი, სასტუმროს კოშკი.

„რეკონსტრუქციის შედეგად მიღებული შენობის ახალი არქიტექტურული მოცულობები მაქსიმალურად არის შერწყმული არსებულ შენობასთან. ფასადის მოსაპირკეთებელ მასალებად გამოყენებულია იგივე მინა, პროფილები და ალუმინის თეთრი კომპოზიტური პანელები. ჩვენ მიერ პროექტში ცვლილებები ხდებოდა მაქსიმალური სიფრთხილით და არსებული კონცეფციის გათვალისწინებით,”- აღნიშნა ბარნაბიშვილმა.

91 მაღალი კლასის რეზიდენცია ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ შენობაში!
Batumi Tower-ის საცხოვრებელი რეზიდენციები მაღალი კოშკის მე-4-33-ე სართულებზე განთავსდება. თითოეული რეზიდენციიდან შეუდარებელი ხედი იშლება ზღვასა და მთებზე. ფეშენებელური რეზიდენციების განსაკუთრებულ გარემოს ამდიდრებს ერთიან კომპლექსში განლაგებული 5-ვარვსკლავიანი სასტუმრო Le Méridien, სამორინე, სპა, ფიტნესცენტრი, ღია და დახურული აუზები, რესტორნები - ყველაფერი, რაც მიუთითებს მაღალი კლასის ცხოვრების სტილზე და უზრუნველყოფს კომფორტულ დასვენებას ზღვისპირა ქალაქში. მობინადრეები სპეციალური პირობებით შეძლებენ სასტუმროს ინფრასტრუქტურით, სპა ცენტრით, აუზითა და ფიტნეს დარბაზით სარგებლობას. კონსიერჟის სერვისი 24 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

Batumi Tower-ის რეზიდენციებს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის ის, რომ მათ ინტერიერის და ავეჯის დიზაინი ქართულმა კომპანიამ Rooms-მა იმუშავა. დიზაინერების თქმით, მათი მთავარი პრინციპი თანამედროვე სტილის კომფორტული ბინების შექმნა იყო. მათ ასევე შედარებით ნეიტრალური ინტერიერი შექმნეს, იმის გათვალისწინებით, რომ რეზიდენციები გაიყიდება რემონტით და მომავალი მობინადრის სურვილის შემთხვევაში, ავეჯითაც.
”მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ბინები ნებისმიერი გემოვნების მსურველს მოსწონებოდა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა. დაგეგმარებაც ძალიან ოპტიმალურია. ინდივიდუალური გათვლები არ გაგვიკეთებია. პრეტენზიული ნამდვილად არ არის. სტილი ზღვასთან მორგებულია. იგრძნობა ის სიმსუბუქე, რომელიც ზღვას აქვს. ფერებიც შესაბამისია. ლურჯი სადაც ის ფერის პასტელური ტონალობები ჭარბობს. ” - ამბობს Rooms-ის დიზაინერი ნატა ჯანბერიძე.

Batumi Tower-ში რეზიდენციების გაყიდვა უკვე დაწყებულია. რეზიდენციების ფართობი 67 კვ. მეტრიდან 350 კვ. მეტრამდე მერყეობს.

ავტორი: ციაკო ღამბაშიძე


სასტუმრო, გაყიდვა, Batumi Tower, ზღვა, რეზიდენციები, ხედები

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar